ცომისთვის:
500 გრ ხორბლის ფქვილი (I ან II ხარისხის, არა უმაღლესი თუ როგორც ჰქვია)
42 გრ ცოცხალი საფუარი (მე ნახევარი გამოვიყენე და უკეთესი იყო, საფუვრის გემო აღარ ჰქონდა)
200მლ თბილიწყალი
150მლ თბილი რძე (შეგიძლია წყლის ნაცვლადაც რძე აიღო)
1 ჩ.კ. შაქარი
1 შეკვრა გამაფხვიერებელი (ესეც შეგიძლია ნაკლები უქნა, ნახევარი)
1 ჩ.კ. მარილი (ბევრი მარილი არუყვარს ცომს)
20 გრ. დარბილებული კარაქი
ამ ყველაფრისგან მოვზილოთ რბილი ცომი: ფქვილს გავუკეთოთ ჩაღრმავება და შიგნით ერთმანეთში ავურიოთ რძე+საფუარი+შაქარი+კარაქი, შევაზილოთ ცოტა ფქვილი, მარილი ბოლოს დავამატოთ. ასევე ნელ-ნელა დავამატოთ წყალი(თან ვზილო). თუ დააკლდა წყალი კიდევ დაამატებ, თუ ბევრია დატოვებ.
ვზილოთ 15 წუთი მაინც. ცომი ხელს არ უნდა ეკვროდეს და არც მშრალი არ უნდა იყოს.
ცომს გადავაფაროთ სელოფანი და დავტოვოთ თბილ ადგილას 20-45 წუთი ასაფუვებლად, სანამ ორმაგი ზომის არ გახდება.
შემდეგ ჩავზილოთ, ამოვიღოთ გუნდები, თანაბარი ზომის (საშუალოდ 15 გუნდა, გააჩნია რა ზომის ბრეცელი გინდა).
გავაბრტყელოთ... დაფაზე, რაზეც ამზადებ, უნდა აგორავო : )) ისე რომ თოკისავით გაიწელოს, ოღონდ ბოლოები შედარებით წვრილი უნდა იყოს. ნახავ ნეტში ვიდეოებს როგორც აკეთებენ.
მოკლედ, მიცემ სასურველ ფორმას და ჩააგდებ წინასწარ მომზადებულ მდუღარე სოდიან წყალში 30 წამით. შემდეგ ამოიღებ (ქაფქირით!), დადებ კარგად გაცხიმულ ქაღალდ დაფენილ საცხობ დაფაზე (საკმარიას ცხიმიანი თუ არაა ქაღალდი მიიკრობს), მოვაყრით მსხვილ მარილს, ან სეზამის მარცვლებს, ან რაც გვინდა იმას : ))
ასევე გააკეთებ მორე გუნდასაც...
დატოვებ კიდევ 10 წუთით ამოსასვლელად და შემდეგ შედებ წინასწარ 200 გრადუზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 15-25 წუთით გამოსაცხობად. ასევე ღუმელიც ძირზე დავდგათ 1 ჭიქა (ცეცხლგამძლე თასი რამე) ადუღებული წყალი.
სოდიანი წყლისთვის:
1 ლ წყალზე 3ს.კ. სოდა
ადუღებულ წყალში
ფრთხილად ჩავყაროთ სოდა! ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე.
გამიკეთებია ამ რეცეპტით(წყლიდ დადგმა დავამიწყდა ოღონდ ღუმელში) და მთლად იდეალური(საცხობში ნაყიდი) ვერაა, მაგრამ არც ცუდია.
მიმაგრებული სურათი