ლევან ბობოხიძე პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს
29 მარტი 20:24442
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმის ლევან ბობოხიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
ლევან ბობოხიძეს, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ ხონში დააკავეს, დღეს ბრალი წაუყენეს.
გამოძიებამ ბობოხიძეს ბრალი ხუთი მუხლით წაუყენა. საუბარია, ხონის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ხე-ტყის დარიგებასა და ხონის საკრებულოს წევრებისგან თანხების შეკრების ორგანიზებაზე.
ხონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭავჭანიძის განცხადებით, ლევან ბობოხიძე ბრალს არ აღიარებს. ის ამ დროისათვის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ბობოხიძე "ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ხონის საკრებულოს დეპუტატია.
http://news.ge/ge/news/story/84393-levan-b...ls-ar-aghiarebs