#40389729 · 29 Mar 2014, 20:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლექსი ვერ გახდება კარგი მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამშობლოს ეძღვნება, თუმცა, თუ ასეთ ლექსზე ხმამაღლა იტყვი, რომ ის ცუდია, მრავალრიცხოვანი აუდიტორია აღშფოთდება და გეტყვის, რომ სამშობლო არ გიყვარს, რომ თავად სამშობლოზე ლექსი არასოდეს დაგიწერია და რაც უარესია - ბავშვობაში, სკოლაში გაკითხებდნენ ლექსებს ლენინზე და გემოვნება დაგიმახინჯეს.
.
მიშა არის ცუდი ლექსი სამშობლოზე, შიგადაშიგ - გამართული, მანამდეც ბევრჯერ ნათქვამი სტრიქონებით. და რაც მთავარია - არ არის გულწრფელი მაგრამ რადგანაც ეპიგრაფი ჰქონდა ინგლისურად, ის ითარგმნა და დაიბეჭდა განვითარებადი ქვეყნების პოეზიის ანთოლოგიაში და გამოიცა ვაშინგტონში - საინტერესოა - თქვეს ამერიკელმა კრიტიკოსებმა - ამ ბიჭს ყურადღება მივაქციოთ.
და რადგან ამერიკელებმა თქვეს, მეც დიდხანს მჯეროდა
უკრაინულად როდის ითარგმნა - ვერ გავიხსენე.
This post has been edited by crocodile on 29 Mar 2014, 23:08
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|