წყარობოლო 30 წელია საქართველოში მრავალგზის დადასტურდა შემდეგი ფაქტები:
1. საქართველოს ხელისუფლება განუწყვეტლივ მიტაცებული აქვს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც დგანან სხვა ქვეყნების სამსახურში და ახორციელებენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო რეფორმებს, რის შედეგადაც საქართველოს კონსტიტუცია არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
2. ერის საუკეთესო წარმომადგენლები ათწლეულებია ამაოდ ეძებენ ამ თავსმოხვეული მდგომარეობიდან გამოსავალს, ხოლო ქართველი ხალხი კვლავ თავჩაქინდრული თვლემს პოლიტიკურ კარუსელზე და მე-კულტურის იმჰო-იზმით ერთობა.
3. ბოლო წლებში მიმდინარეობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისა და მცირერიცხოვანი განსხვავებული ჯგუფების (ლგბტ და სხვ.) დაპირისპირების პროცესი. თავისთავად არსებულ ამ ცნობიერ დაპირისპირებას ყოველმხრივ აღვივებენ მასმედიის საშუალებები და ცალკეული ჟურნალისტები, რომლებიც ქართული პოლიტიკური ელიტის მსგავსად სხვა ქვეყნების სამსახურში დგანან. სამწუხაროდ, აღნიშნული ცნობიერი დაპირისპირება ბოლო დღეებში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შეიძლებოდა თუ არა ყოველივე ამის პრევენცია?
გადაჭრით შეიძლება ითქვას — შეიძლებოდა!
დიახ, ყოველივე ეს არ მოხდებოდა, თუკი ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციის გამომხატველი ძალისხმევის ადრესატი იმთავითვე იქნებოდა საქართველოს ხელისუფლება და კონსტიტუცია, და არა მცირერიცხოვანი განსხვავებული ჯგუფები.
გვსურს ქართული კულტურა და სახე?
უნდა შევქმნათ შესაბამისი სახელმწიფო და კონსტიტუცია!
ქართული ღვინო ქართული ყურძნისგან ქართულ ქვევრში დგება.
და მათ, ვისთვისაც ქართული პურ-ღვინისა და სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, ქართული შენ-კულტურა არაა მშობლიური, მოუწევთ ქართულ სახელმწიფოში უმცირესობის, და არა ჰეგემონის, სახით მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ხალხთმცოდნეობააში არსებობს ერთი ფრიად საგულისხმო, წინმსწრები საზრისი, კერძოდ: აღმოსავლეთ ევროპის ხალხები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ ისინი მიეკუთვნებიან სხვა კულტურულ ნაკადს და რომ უნდა დაიცადონ, ვიდრე მათი დრო მოიწევა. მათ არ სურთ, თავიანთი ძირითადი მშვინვიერი ნიჭი შეურიონ ჩვენი დროის განცდებს. მათ სურთ ეს ნიჭი გამოყონ და გაუფრთხილდნენ მას შემდგომი დროისთვის. ამ ხალხების ამოცანაა, წინ აღუდგნენ დასავლეთ ევროპის შემოტევას, მის ინსტინქტურ წნეხს, სამშვინველის თავისთავად ნაგულისხმევ განვითარებას. და მაინც, ამ ხალხებმა ცნობიერად უნდა მიიღონ ის, რაც შეადგენს დასავლეთ- და შუა-ევროპული კულტურების არსს და იმავდროულად დარჩნენ თავიანთ ზიარ-კულტურაში.
რა მოხდება, თუ ეს წინმსწრები საზრისი ორივე კულტურული ნაკადის ინდივიდუალური წარმომადგენლების მიერ არ იქნება გაცნობიერებული, მიღებული და გათვალისწინებული?
მოხდება ის, რაც უკვე დიდი ხანია ხდება საქართველოში: ხალხი, ნებსით თუ უნებლიედ, დარჩება რამდენიმე ადამიანის პირადი კეთილდღეობის სამსახურში, იქცევა მონად.რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პოლიტიკური პარტია შენენთო!
ამოსავალი: მრავალფეროვანი საარჩევნო გარემო, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.
მიზანი: ქართველი ერის ისტორიაში ოდითგანვე გაცხადებული სოციალური ტრიადის (კულტურა-პოლიტიკა-ეკონომიკა) სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა თანამედროვე დემოკრატიის პირობებში, რაც შექმნის ამ ტრიადის წევრთა ჰარმონიული თანხმოვანებისა და ქართული მრავალფეროვანი კულტურის უწყვეტი ზრდა-განვითარების საფუძველს.
სლოგანი (რუსთველი): ქმენ, რაცა შენი ფერია!
და ქართველი ხალხის მომავალი მისსავე არჩევანზეა დამოკიდებული.
დღეს ასეთია სულიერი სამყაროს მიმართება ცალკეულ ინდივიდებთან და ერებთან მიმართებაში.
სხვაგვარად თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა არ იბადება არც აქ და არც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში!
ვაჟა შენენთო ჩხაიძე
თბილისი, 2021 წლის 13 ივლისი
* * *
ახალი თანაფორუმელების საყურადღებოდ: 2009 წლიდან დღემდე, სახელითაც და პოლიტიკურადაც, გაცხადებული ფორუმელი ვარ, ვორნ-ბანის გარეშე. მადლობა ყურადღებისთვის