#40382127 · 29 Mar 2014, 02:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
psyxo
QUOTE | იქნება დამამშვიდებელი რამე მითხრათ?! |
ადაპტოლი იკითხეთ ავერსის აფთიაქებში
გამოყენების ინსტრუქცია ადაპტოლი 500 მგ ADAPTOL 500mg შემადგენლობა : ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ 2,4,6,8- ტეტრამეთილ -2,4,6,8- ტეტრააზაბიციკლო (3,3,0) ოქტანდიონ -3,7 და დამხმარე ნივთიერებებს : მეთილცელულოზა , კალციუმის სტეარატი . სამკურნალო ფორმა : ტაბლეტები . ფარმაკოლოგიური თვისებები : ადაპტოლი ხსნის ან ამსუბუქებს მოუსვენრობას , შფოთვას , შიშს , შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას . პრეპარატის დამამშვიდებელ ეფექტს თან არ ახლავს მიორელაქსაცია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა . მას არ გააჩნია საძილე ეფექტი , თუმცა აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებასა და აუმჯობესებს ძილის მიმდინარეობას მისი დარღვევების დროს . ადაპტოლი ამცირებს ან ხსნის ნიკოტინურ აბსტინენციას . პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან . მოქმედი ნითვთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 0,5 საათში და მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება 3-4 საათის განმავლობაში , შემდეგ თანდათანობით მცირდება . ადაპტოლი სრულად ელიმინირდება ორგანიზმიდან შარდთან და განავალთან ერთად დღის განმავლობაში . პრეპარატი ორგანიზმში არ კუმულირდება . ჩვენებები . ადაპტოლი გამოიყენება ნევროზებისა და ნევროზების მსგავსი მდგომარეობების დროს , რომლებიც გაღიზიანებით , ემოციური ლაბილურობით , შფოთვით და შიშით მიმდინარეობენ . პრეპარატი ასევე ინიშნება ნეიროლეფსიური საშუალებების და ტრანკვილიზატორების ამტანობის გასაუმჯობესებლად , მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების მოხსნის მიზნით . შინაგან სნეულებათა კლინიკაში ადაპტოლი ნაჩვენებია სხვადასხვა გენეზის კარდიალგიების დროს ( არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან ). პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თამბაქოს მოწევის სურვილის შემამცირებელი საშუალების სახით . უკუჩვენებები . მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ . გვერდითი მოვლენები . ჩვეულებრივ ადაპტოლი კარგი ამტანობით ხასიათდება . მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები და დისპეფსიური ცვლილებები . ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს . შეიძლება დაქვეითდეს არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა , რომლებიც დამოუკიდლებლად ნორმალიზდება . თუ პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები , რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში , ამის შესახებ მკურნალ ექიმს უნდა აცნობოთ . უსაფრთხოების ზომები . განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს . გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში . პრეპარატის მოქმედი ნივთიერება კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეში . ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი კლინიკური დაკვირვებები არ არსებობს , ამიტომ პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის . ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან . რეკომენდებულია ადაპტოლის ერთდროული გამოყენება ნეიროლეფსიურ საშუალებებთან , ტრანკვილიზატორებთან ( ბენზოდიაზეპინების ჯგუფი ), საძილე საშუალებებთან , ანტიდეპრესანტებთან და ფსიქოსტიმულატორებთან . გამოყენების წესი და დოზები . ადაპტოლი ინიშნება პერორალურად დამოუკიდებლად საკვების მიღებისაგან დოზით 500 მგ 2-3- ჯერ დღეში . მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გრ - ს , დღიური – 10 გრ . მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე . კომპლექსურ თერაპიაში , თამბაქოს მოწევის სურვილის შესამცირებელი საშუალების სახით , პრეპარატი ინიშნება დოზით 500 – 1000 მგ სამჯერ დღეში 5-6 კვირის განმავლობაში . იმ შემთხვევაში , თუ არ არის მიღებული მომდევნო დოზა , მკურნალობის კურსი გრძელდება ადრე დანიშნულ დოზებში . საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია . ჭარბი დოზირება . პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია . ამ შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს დეტოქსიკაციის ზომები , მათ შორის კუჭის ამორეცხვა . ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზეგავლენა . არ არის გამოვლენილი . ვარგისიანობის ვადა . 4 წელი . პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ . შენახვის პირობები . მშრალ ადგილას 150 C - დან 250 C - მდე ტემპერატურის პირობებში . პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას . გამოშვების ფორმა . 10 ტაბლეტი ბლისტერში . შეფუთვაში 20 ტაბლეტი . გაცემის წესი : რეცეპტით .
This post has been edited by libero on 29 Mar 2014, 02:21
--------------------
ისე ელიტა გვყავს მართლა ლეგენდალური–ტრაკს რომ ხედავენ ეგრევე თავით მიდიან © U-33
ქოცნების გამოჩენის შემდეგ გავხდი ნაცმხარდამჭერი © rusa1960 ნაციონალობა დასამალი არ არის. ეს საამაყოა © armagedonidze რამდენი მე ნაცები მიკრიტიკებია ამ ფორუმზე © maxo111 არასოდეს გამიმართლებია ნაცები © sulo
|