არის !!! შეწყალების კომისიის ახალი დებულება და მსჯავრდებულთა შეწყალების კრიტერიუმები ხელმოწერილ-ამოქმედებულია !
რა შეიცვალა:
1. ბრალის აღიარება აღარ არის აუცილებელი კრიტერიუმი
2. საპატიმრო და პირობითი მსჯავრის მქონე პატიმრების სასჯელი აღარ იკრიბება და ითვლება მხოლოდ საპატიმრო სასჯელიდან
3. მსჯავრდებული რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი და ახლა უკვე სრულწლოვანია მისი საქმე განიხილება როგორც არასრულწლოვნის, ანუ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე, პირდაპირ შემოვა კომისიაზე არსებითად განსახილველად
4. უვადო მსჯავრდებულებს უფლება აქვთ 15 წლის მოხდის შემდეგ მომართონ შეწყალების კომისიას და მათ საქმეებს არსებითად განიხილავს კომისია. ძველი რედაქციით მოქმედებდა 25 წლიანი ვადა
5. ამნისტირებულ და შეწყალებულ პირებს რომლებმაც ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ჩაიდინეს დანაშაული სასჯელის 2/3-ის მოხდის შემდეგ ექნებათ კომისიისთვის მომართვის უფლება და მათი საქმეები განიხილება არსებითად. ძველი რედაქციით მათი საქმეები საერთოდ არ განიხილებოდა
6. 2/3-ის სასჯელის მოხდა აუცილებელია ასევე პირობითი მსჯავრის დროს ჩადენილი დანაშაულის და ვადამდე გათავისუფლებულ პატიმრებზეც. ძველი რედაქციით მათი საქმეებიც ასევე არ განიხილებოდა
7. დებულებაში დარჩა განსაკუთრებული საქმის მცნება - თუმცა გამკაცრდა მიდგომა - განსაკუთრებულად საქმე დაისმება კომისიაზე მაღალი ქვორუმის შემთხვევაში (უნდა ესწრებოდეს კომისიის წევრთა 3/4) და მას მხარი უნდა დაუჭიროს დამსწრეთა სრულმა შემადგენლობამ ! განსაკუთრებულად ანუ კრიტერიუმების გარეშე შეიძლება შემოვიდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის საქმე, მაგრამ რეალურად უნდა იყოს ეს საქმე საგანგებო და განსაკუთრებული !!! ამ საქმეებს კომისია ყველაზე გულმოდგინედ იხილავს, ამდენად ამ შემთხვევაში მსჯავრდებულებსაც და ადვოკატებსაც მეტი მომზადება და დამაჯერებლობა მართებთ !
8. კომისია არ განიხილავს იმ სმჯავრდებულთა საქმეებს რომელი საქმეების განხილვაც არ დასრულებულა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში ან თუ არ არის გასული გასაჩივრების ვადა
9. მკაცრდება ერთადერთი პუნქტი - შეწყალებაზე უარიდან 3 თვიანი ვადა ხდება 6 თვიანი ! თუმცა მსჯავრდებულებს შეეძლებათ მოგვმართონ უარიდან 4 თვე ნახევარში. ეს გამკაცრდა იმის გამო რომ ახალი, შერბილებული კრიტერიუმებით უბრალოდ წაილეკება კომისია და საქმეთა დამუშავება ძალიან გართულდება. აქვე ის დეტალი რომ ახალი 6 თვიანი უარის რეჟიმი ამოქმედდება შემდგომი შეწყალების შემდეგ, ძველ უარებს (დეკემბრის და იანვრის) ეს არ ეხებათ !
10. ჩვეულებრივ შემთხვევაში კრიტერიუმები რჩება უცვლელი - 5 წლამდე სასჯელის დროს მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს 1/3 და ამის შემდეგ განიხილავს მის საქმეს კომისია, 5 წელზე მეტი მსჯავრის შემთხვევაში უნდა მოიხადოს სასჯელის ნახევარი ! ეს კრიტერიუმები უცვლელია !
და ბოლოს - ახალი დებულებითა და კრიტერიუმებით შეწყალება განხორციელდება აღდგომას, 20 აპრილს !!!
ახალი დებულების შემუშავებისთვის მადლობა კომისიის წევრებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწყალების დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების სამინისტროს !!!
პატივისცემით ალექსანდრე ელისაშვილი
P S იხილეთ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებუი დებულება
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...2299717&lang=gehttps://www.facebook.com/elisashvili This post has been edited by Green Card on 29 Mar 2014, 20:07