ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს დაუსწრებლად თავისუფლების 25 წლით აღკვეთა მიესაჯაქვეყნის სასამართლომ ყურმანბეკ ბაკიევი აშშ-ის მოქალაქის შონ დეილის მკვლელობის მცდლობისთვის გაასამართლა. 25-წლიან სასჯელს ბაკიევი მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ექსპრეზიდენტის ქონების კონფისკაციაც მოხდება. ყურმანბეგ ბაკიევთან ერთად ბიშკეკის სასამართლომ განაჩენი სახელმწიფო დაცვის ყოფილ ხელმძღვანელს და ექსპრეზიდენტის ძმასაც გამოუტანა. ჟანიშ ბაკიევს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
შონ დეილი ყირგიზეთში, ოქროს მომპოვებელი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი იყო. მისმა კომპანიამ 2005-2006 წლებში ყირგიზეთის მთავრობას ერთ-ერთ საბადოში თანაბარი ინვესტიციების ჩადება შესთავაზა, თუმცა მთავრობამ წინადადებაზე უარი თქვა და შეთანხმება სხვა კომპანიასთან გააფორმა. გამოძიების ინფორმაციით, საერთაშორისო რეზონანსის თავის არიდების მიზნით ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ყურმანბეგ ბაკიევმა ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, შონ დეილის მკვლელობა დაავალა.
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ადგილობრივმა სასამართლომ უკვე მეორე საქმეზე გაამტყუნა. ყურმანბეგ ბაკიევს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის 24 წელი აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტი და მისი ძმა ამ დროისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. ყურმანბეგ ბაკიევმა, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ბელორუსიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიირო.
http://pia.ge/show_news.php?id=10148&lang=geo This post has been edited by ანუნაკი on 5 Apr 2014, 12:38
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!