ოფიციალურად მესამე კაცია აშშ-ში
ჰოდა, ფრთხილადო ანუ კიდევ უფრო გასაგებ ენაზე: დაიგრაიწესო
ყველაზე საკაიფო კი ეს ფრაზაა ამ ნიუსში:
"ამასთან, ჯონ ბეინერი აღნიშნავს, რომ კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს აშშ-ის ძლიერ პარტნიორობას იმ ქართველებთან, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობებისა და მათი დაცვის ერთგული რჩება. "
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/27...amothqvams.htmlაშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გიგა ბოკერიას დაკითხვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
10:43 05-04-2014
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გიგა ბოკერიას დაკითხვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვას ეხმაურება.
ამის შესახებ ჯონ ბეინერი საკუთარ ვებგვერდზე იუწყება.
ამასთან, ჯონ ბეინერი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დევნის გამო.
"კვლავაც ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნებისა და და მოქმედი ოპოზიციის წარმომადგენლების დევნითა და დაკავებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთების საგანი უნდა იყოს", - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, როგორც ჯონ ბეინერი აცხადებს, ხშირ შემთხვევაში ეს დაკითხვები და დაშინება პოლიტიკური ანგარიშსწორებით იყო მოტივირებული, რაც შორს არის სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისგან, რისი უფლებაც თითოეულ ქართველს აქვს.
"დღევანდელი შემთხვევა მხოლოდ უკანასკნელი შემაშფოთებელი ამბავია, რომელიც ეჭვებს აღძრავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების თავისუფლებისადმი, გახსნილობისადმი და დემოკრატისადმი ერთგულების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება", - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებაში.
ამასთან, ჯონ ბეინერი აღნიშნავს, რომ კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს აშშ-ის ძლიერ პარტნიორობას იმ ქართველებთან, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობებისა და მათი დაცვის ერთგული რჩება.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურაში გუშინ 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მას კითხვები უშიშროების საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებზე, მათ შორის ლობისტებზე დახარჯულ თანხებზე დაუსვეს.