„დავამსხვრიოთ იაფასიანი ნარატივი "გარყვნილ" ევროპასა და მორალის სადარაჯოზე მდგომ ერთმორწმუნე მეზობელზე - გიორგი ქადაგიძე სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი | ტელ: 557127472 | 17 მაისი 2016 01:29:15 | ნანახია: 249-ჯერ |
http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=42594 „დავამსხვრიოთ იაფასიანი ნარატივი "გარყვნილ" ევროპასა და მორალის სადარაჯოზე მდგომ ერთმორწმუნე მეზობელზე - გიორგი ქადაგიძე სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი ქადაგიძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ მსოფლიო საოჯახო კონგრესის მე-10 პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
მისი თქმით, „გარყვნილი" დასავლეთისა და მორალის სადარაჯოზე მდგომი რუსეთის შესახებ არსებული იფფასანია ნარატივები უნდა დაიმსხვრეს. ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და განმარტავს, რომ რუსეთი არის უპირობო ლიდერი, აბორტებში, განქორწინებებში, სექსუალურ ძალადობაში, არასრულწლოვანთა ქორწინებებში და ა.შ.
„დროა ერთად და საბოლოოდ დავამსხვრიოთ იაფასიანი ნარატივი "გარყვნილი" ევროპისა და ოჯახური თუ მორალური ღირებულებების სადარაჯოზე მდგომი ერთმორწმუნე მეზობლის შესახებ.
რეალობა მთლიანად საპირისპიროა და თან ჯერადად!!! - რუსეთი არის უპირობო ლიდერი, აბორტებში, განქორწინებებში, სექსუალურ ძალადობაში, არასრულწლოვანთა ქორწინებებში და ა.შ" -წერს გიორგი ქადაგიძე.
ეს ინფო მათთვისაც საინტერსოა, ქორწინება (ტრადიციული) და ოჯახი ბნელი გადმონაშთი რომ ჰგონია.
მიმაგრებული სურათი
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3