ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ხონის საკრებულოს წევრს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ბობოხიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასილარიანი გირაო შეუფარდა.
ლევან ბობოხიძის ძმის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ის გირაოს თანხას მისი ბინით დაფარავს.
„ხონში, პატიმრობაში რჩება ორი წესიერი ადამიანი, ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე. მოვა დრო, როცა ამ ხელისუფლებას ამისათვის პასუხს მოვკითხავთ“, - განაცხადა ბობოხიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, საქმეს თეთრი ძაფით ნაკერად აფასებენ და მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური მოტივაციით ხსნიან.
http://news.ge/ge/news/story/84421-akaki-b...girao-sheufarda