მგონი მართლა უსრულებენ და ჯოკერის კამანდას უკრიბავენ იმვანოს
“ნაციონალური მოძრაობის” ხერხემალი გადატეხილია, უახლოეს პერიოდში გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას დააკავებენ
30 მარტი, 12:15 ზომა
დარეჯან ლიპარტელიანი
მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთდროულად ათამდე სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხად, მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა, ე.წ. ნაც-ელიტა აგონიაში ჩავარდა. თითოეული მათგანი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. როგორ გაბედა და ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარაო. ამ ყოველივეს კი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა უწოდეს. ყველაზე მეტი მრისხანებით უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა გამოირჩეოდა, ხოლო მის შემდეგ ხელისუფლების ლანძღვა-გინებაში კი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ლიდერობდა.
"ექსკლუზივ ნიუსის“ ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა უახლოეს მომავალში, უფლებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავასა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დაკავებას გეგმავს.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა გიგი უგულავას საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ ხარჯვას ედავება და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მის წინასწარ პატიმრობას მოსთხოვს. უფრო კონკრეტულად, კი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯვას შეედავება. ამ ინფორმაციის შესახებ თავად გიგი უგულავასთვისაც არის ცნობილი და სწორედ ამის გამოა, რომ მისი ქმედება არაადეკვატურია.
არჩილ კბილაშვილის პროკურორობისას გიგი უგულავას დაკავება არ მოხერხდა არა მარტო მტკიცებულებათა არქონის გამო, არამედ იმის გამო, რომ მას გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და მისი მეგობარი დავით ჩხატარაშვილი მფარველობდნენ, ამას ჩვენთან საუბარში გენერალურ პროკურატურაშიც ადასტურებენ.
ჩხატარაშვილი არა მარტო გიგი უგულავას, არამედ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა უმეტესობას მფარველობდა. ხშირ შემთხვევაში, ბოლომდე გამოძიებული საქმე მტკიცებულებათა არქონის გამო სასამართლოში მიჰქონდათ, რომ ეჭმიტანილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოეტანათ და ეჭვმიტანილად არ ეცნოთ. ამით პროკურატურის მოსყიდული თანამშრომელი ორ კურდღელს იჭერდა. ერთის მხრივ, სასამართლოს პირთა მიმართ პატიმრობას ითხოვდა, ეჭვი რომ არ შეეტანათ და არადამაკმაყოფილებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, ცხადია, უსამართლო და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეს ბრალდებოდა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ნაციონალების სასარგებლო საქმე კეთდებოდა. არჩილ კბილაშვილის გენერალური პროკურორობიდან გადადგომის შემდეგ, ნაცვლიშვილ-ჩხატარაშვილ-მწარიაშვილის ტანდემი პროკურატურაში დასრულდა. იმხანად ახლად დანიშნულმა ოთარ ფარცხალაძემ ჩხატარაშვილი დააპატიმრა, ხოლო გენ-პროკურორის პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა და ქალაქის მთავარმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა თანამდებობები დატოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლების მიმართ ხალხის სამართლიანი პროტესტი. სამართლიანობის აღდგენას ოთარ ფარცხალაძე კი შეუდგა, მაგრამ ნაციონალებმა მას ახალგაზრდობის დროინდელი ინციდენტი ამოუქექეს და ის იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. გენერალური პროკურორი გადადგა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ შთამბეჭდავია მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ერქვა და რომელსაც 9 წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. ამას ისიც დაემატა, რომ ის დასაყრდენი ძალა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხერხემალს წარმოადგენდა, გადატეხილია. გიგი უგულავას საქმე სასამართლოშია, გენერალური პროკურატურა მის მიმართ ბრალის დამძიმებას აპირებს და მისი დაკავება უახლოეს დღეებში გარდაუვალია.
გიგი უგულავას კვალდაკვალ იგეგმება გიგა ბოკერიას დაკითხვა. მას გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიული ინტერესებისთვის მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვას შეედავება. გიგა ბოკერიას შემთხვევაში გენერალურ პროკურატურას ყველა მტკიცებულება გააჩნია, მოწმეთა ჩვენების, ასევე საბანკო ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების სახით, რომელიც უშუალოდ ბოკერიას დანაშაულებრივ საქმიანობას ადასტურებს.
http://exclusivenews.ge/?page=view&artid=3177 „ექსკლუზივ ნიუსის“ ინფორმაციით, ეს ყველაფერი გიგა ბოკერიასთვის ცნობილია და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს ფარული შეხვედრები, ისევ მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3