და, ყოველ ორშაბაათს, პარლამენტის სხდომა გახსნას ფეხზე ადგომით ნაცების გაწითლებული (ახალ-ახალი) ცხვირების პატივსაცემად.
გამოჰყონ, იოდი, დოლბანდი და სხვა საჭირო სამედიცინო საშუალებები, მათი ცხვირების მისახედად, რათა მათმა დამპალმა სისხლმა პარლამენტის სკამები არ შებილწოს...
პ.ს.
იგივე ეხება ქ.ოცნების ოდიოზებსაც

****************
ესეც ნაცების განცხადება
"ნაციონალური მოძრაობა" დავით უსუფაშვილს ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
12:04 31-03-2014
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის გამო , ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას აღნიშნა, ნუგზარ წიკლაური პარლამენტის წევრია და პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულებაა, თვითონ მოახდინოს აღნიშნული ფაქტის გამოძიება. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდობლობას უცხადებს პროკურატურას, ასევე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ვაშაძის შეფასებით, "სავარაუდოდ, პირდაპირ არის ჩართული ამ საქმეში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში". აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობა" დავით უსუფაშვილს თხოვს გამოძიების ზედამხედველობა თავის თავზე აიღოს და დროულად მოხდეს ფაქტების დადგენა, თუ ვინ გასცა ბრძანება კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით.
"ნუგზარ წიკლაური არის პარლამენტის წევრი და პარლამენტის წევრზე თავდასხმა არის სწორედ პასუხისმგებლობა ასევე პარლამენტის თავმჯდომარის, რაც არ უნდა ხდებოდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას შალვა თათუხაშვილის საქმეს უკავშირებს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ნუგზარ წიკლაურს, შაბათს პირდაპირი ჩართვა ჰქონდა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც მან დეტალურად ისაუბრა საქმის შინაარსზე. ვაშაძე მომხდარს, ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეზე პასუხს უკავშირებს. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის შეფასებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება გადავიდა პირდაპირ ანგარიშსწორებაზე.
გიორგი ვაშაძემ რამდენიმე გარემოება დაასახელა, რომელიც საქმეში ხელისუფლების მონაწილეობაზე მიუთითებს. როგორც დეპუტატმა განმარტა, თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ ეს იყო იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ნუგზარ წიკლაურს არ ჰყავდა მძღოლი და სახლში ტაქსით დაბრუნდა. ასევე, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავდამსხმელები ხმას არ იღებდნენ, რათა მათი ხმა არ დაფიქსირებულიყო, იყვნენ ნიღბებით და ჰქონდათ ელექტროშოკი, რომელიც მხოლოდ სპეცსამსახურის წარმომადგენლებს აქვთ.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ნუგზარ წიკლაური ამჟამად სახლში იმყოფება და სერიოზულად ნაცემია.
ნუგზარ წიკლაურს წუხელ თავს დაესხნენ. წიკლაურის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.
იპნ
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3