საინტერესოა, რატომ მოვიდა რეალურად ბიძბიძია პოლიტიკაში?
ფულის გასაკეთებლად, მე პირადად ამ ჰიპოთეზისკენ ვიხრები ყველაზე მეტად, ბიზნესნემენი ადამიანი როდესაც პოლიტიკაში მიდის ან ძალიან პატრიოტია ან ბიზნესპროექტი აქვს, პატრიოტობის ჯერ-ჯერობით (თუმცა რაღა-ჯერ-ჯერობით) არაფერი ეტყობა, აი ბიზნესპროექტები კი აქვს!
ზის თავისთვის უკან, ჩრდილში. ყველა პროექტს გააკეთებს რაც მოუნდება და ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ვერც კონკურენტი ვერც მთავრობა და ქართული კანონმდებლობა...
თავიდან რომ გამოჩნდა მეც როგორც უმრავლესობამ იფიქრა რომ ქართველი ხალხის პატრიოტია, მაგრამ ეხლა მეეჭვება ბიძინას პატრიოტიზმში, პატრიოტი ადამიანები ესე არ იქცევიან, არ გარბიან თავშესაფარში როცა ხალხს მისი იმედი აქვს
ნაცებზე შურისძიება - ჯერ-ჯერობით რაც ხდება არის ეს, პირადი შუღლი, ნაცების გადავლა განადგურება, კარგია , ღირსები არიან მაგრამ იქნებ რეალურად ეს მაინც გააკეთოთ...მხოლოდ ლაპარაკი და შოუების დადგმა არაა საქმე...
რუსეთის იდეოლოგიის გამტარებელი - ქვეყანა რომელიც წარმატებულ ადამიანად გაქცევს, რაც არ უნდა ცუდი იყოს გეყვარება, შეუძლებელია არ გიყვარდეს...მოკლედ არც ესაა შორს
ერთი რაც ვიცი ისაა რომ მე პირადად ბიძინას ვენდე და მაგიტომ მივეცი ხმა ქართულ ოცნებას...ბიძინას გარეშე #41 ის შემოხაზვაზე არც ვიფიქრებდი, საერთოდ არ წავიდოდი არჩევნებზე...
ცუდია როცა იმედები არ გიმართლდება, არც მქონია ილუზია რომ ამ ქვეყანას რაიმე ეშველებოდა მაგრამ რაღაც მოლოდინი მქონდა, რაღაც მაინც რომ გაკეთდებოდა...
ქმნი საინვესტიციო ფონდს, შეგაქვს ფული იმ ფონდში და ფონდი აკეთებს ყველაფერს... ბიძინას სახელით მოქმედებს ფონდი და მერე რა? სხვა ინვესტორები დაინახავენ რომ ამხელა პროექტები კეთდება და ისინიც შემოვლენ?
აეროპორტში რომ ჩამოვლენ და იმ გზაზე გაივლიან მემგონი სამგორშივე "დაკრუგავენ" და უკან წავლენ
უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და ჯერ დაჭერების მეტი არაფერი ხდება...
ფულისტი ყველა ქვეყანაში ფულისტი იქნება რა, ფული და ძალაუფლება
მჯეროდა მე ამ კაცის, ბიძინასი და არა მარგველაშვილის ან უსუფაშვილის...
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari