#55868574 · 20 Feb 2020, 22:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისი - ქუთაისი გზაზე წასაკითხად "იდეალური" წიგნი იყო.
რაღაცატომ დაემთხვა ისე რომ - მომიწია სწრაფად გამოქცევა ქუთაისისკენ - სახლიდან ისე სწრაფად წამოვედი რომ დამავიწყდა რამე წიგნის აღება გზაში რომ წასაკითხად. თუმცა, ბოროტება არ თვლემდა ! ტრანსპორტში დავინახე ჩემში აღფრთოვანების გამომწვევი ერთი პიროვნება ( სანამ ხსენებულ წიგნს მომაწოდებდა, მანამ გაგრძელდა ეგ აღფრთოვანება ) - მეც ქუთაისში მივდივარო - ძალიან დავიღალე, დავიძინებ და რამე არ მომპარონ ყურადღება მომაქციეო.
ნუ კარგი - სასხვათაშორისოდ ვკითხე წიგნი ხომ არ გაქვს რამე თქო - და მომაწოდა "მარტოსულობის უპირატესობანი" - გზაში მინდოდა წამეკითხაო - თუმცა ნაწილი წავიკითხე და საოცარი რაღაც არისო. ამ "საოცარი რაღაც არისო" - გამო - მე მაგ პიროვნებასთან მას მერე არ მქონია შეხება.
ასე ტრაგედიულად დასრულდა სასიყვარულო ისტორია - ისე რომ - დაწყებაც კი ვერ მოასწრო.
თუმცა თინეიჯერებისათვის ( ავადმყოფებზე არ მაქვს საუბარი ჯოისი და პრუსტი რომ შეჭმული აქვთ 11 თვის ასაკში ) - ალბათ სასიამოვნო წასაკითხი იქნება. ბავშვური, თინეიჯერული ილუზიები - სიყვარული, ქალი, კოცნა, სექსი და ა.შ. ( ნუ ოჯახში სექსუალური ძალადობა რომ ცუდია - ხაზგასმულია )
--------------------
Он страдал общим пороком всех интеллектуалов — пустословием. Парень знал слишком много, и это сбивало его с толку.
|