4 აპრილს 17:00-ზე შევიკრიბოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესასვლელთან (ქ. თბილისი პ. ინგოროყვას ქ. #7), კიდევ ერთხელ მივმართოთ ხელისუფლებას ცხოველთა დაცვითი მოთხოვნებით, არსებული კანონმდებლობის აღსრულება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, მმართველი კოალიციის წინასაარჩევნო დაპირების(რაც ასეთნაირადაა ფორმულირებული წინასაარჩევნო პროგრამაში: ,,მაწანწალა ცხოველების რაოდენობის რეგულირების ჰუმანურ და ეფექტიან მეთოდებზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება") შესრულების მოთხოვნა, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, მათ ქვემდებარე ორგანიზაციებისა და მათი კონტაქტორების მიერ უსახლკარო ცხოველთა დახოცვის ფაქტების აღკვეთა და რიგი საკვანძო საკითხებისა, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი მიუსაფარ ცხოველებთან
https://www.facebook.com/events/620357318043926/