#40429418 · 1 Apr 2014, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კითხვაზე პასუხის გასაცემად , ჯერ ერის და სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლები უნდა ჩამოთვალოთ . ერის ბევრი განმარტება არსობობს , მაგრამ ყველაზე მეტად მისაღებიადაგლას ენტონი სმიტის განმარტება , რომ ერს უნდა გააჩნდეს : მითები , საერთოდ კულტურა , ისოტრია , უფლება მოვალეობა , სუვერენიტეტი და საერთო ეკონომიკა . ეროვნული ერთიანობის მთავარი ატრიბუტია სახელმწიფო , სახელმწიფო გაერთიანების ნაციონალიზმი . პირველად მოქალაქეობის უფლება ფრანგებმა მიიღეს რევოლუციის მერე და პირველი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა 1648 წლის ვესტფალიის ზავის შემდგომ . შესაბამისად ერი შეიძლება ვუწოდოთ იმ ხალხებს ან ეთნოსს რომელსაც სახელმწიფოებრივობა გააჩნია . ებრაელები ხო ერი იყო : ქონდათ საერთოდ კულტურა , ისტორია , ღირებულება მაგრამ 1948 წლამდე არ ჰქონდათ სახელმწიფო და აი შექმნეს სახელმწიფო . მაგრამ არიან ისეთი კატეგორია ეთნოსების რომელთაც სახელმწიფო არ გააჩნიათ : ქურთები , ბოშები .... მე რა მაინტერესებს !! როგორ XV საუკუნის საქართველო სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მასში შემავალი ქართული მოსახლეობა ერი არ იყო ? 1648 წლამდე არ ვიყავით ერი ?! არ ქონდა საქართველოს საზღვარი და მთავარი ატრიბუტები ?!
|