ეს წამოწყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ ბლოკადას

ვიღებთ წიგნს, ვაწერთ თამაშის წესებს და ვტოვებთ ქუჩაში. მპოვნელი იღებს, კითხულობს და ტოვებს სხვაგან. აწერს თარიღს თუ სად დატოვა და როდის და ა.შ. წიგნი მოგზაურობს უსასრულოდ და გზადაგზა აკეთებს ბევრ კარგ საქმეს უნებლიედ.
იპოვე, წაიკითხე, მონიშნე, დადე – დაიმგზავრე წიგნები!
პ.ს. ამ გვერდს ფეისბუქზე წავაწყდი და ძალიან მომეწონა იდეა, გიზიარებთ თქვენც, მე უკვე გავგზავნე ჩემი წიგნები სახეტიალოდ, შემომიერთდით თქვენც.