ესპანეთის ქალაქ უესკაში დასასრულს მიუახლოვდა საჭადრაკო ტურნირი "XXXII OPEN INTERNACIONAL DE AJEDREZ DE BENASQUE," რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს.
ბოლო ტურის წინ 8 ქულით პირველ ადგილზეა ისრაელის წარმომადგენელი დან ზოლერი, მას 0,5-0,5 ქულით ჩამორჩება 5 მოჭადრაკე და მათ შორის გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც ბოლოსწინა მეცხრე ტურში ჩეხი ზბინეკ ჰრაჩეკი დაამარცხა. დღეს, ბოლო ტურში მარგველაშვილის მეტოქე რუსი ვლადიმირ ბურმაკინია. რაც შეეხება ამავე ტურნირში მონაწილე კიდევ ორ ქართველს – თორნიკე სანიკიძეს 7 ქულა აქვს, ხოლო კონსტანტინე შანავას – 6. ესპანეთშივე, ბარბერა დელ ვალეს ტურნირში ლევან აროშიძე 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით მეათე ადგილზე გავიდა, გამარჯვებული კი 7 ქულით რეინალდო ორტიზი გახდა.
წყარი:
http://geonews.ge/category/21/sport/news/1...olo-shansi.htmlჯეონიუსი