გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმის ალტერნატიულ შესწავლას ჩვენი ოჯახისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს
04 აპრილი 18:39
147
სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას ზურაბ ჟვანიას საქმის ალტერნატიულ შესწავლაზე ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გამოეხმაურა. როგორც ის „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებს, ომბუდსმენის ამ ინიციატივას ოჯახისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
„რაკი განაცხადა, ესე იგი მათი გადაწყვეტილებაა, მათი უფლება არის. არ არის ეს ოჯახისთვის პრინციპული საკითხი. მე პირადად ინფორმაციას ვიღებ, ახლა გამოძიებასთან მაქვს ინტენსიური კონტაქტი და იქიდან ვიღებ ინფორმაციას. ვიცი რომ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს როგორც საჭიროა“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
უჩა ნანუაშვილი საქმის მიმდინარეობის შესწავლის მიზნით გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტ ლევან ჩიჩუას, ასევე ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიას შეხვდა.
http://news.ge/ge/news/story/84933-gogla-z...vneloba-ar-aqvs