ამ თემის გახსნა მომაფიქრდა დღეს, როდესაც შევედი ლიფტში და დამხვდა მორიგი მოსაქმებული, რის გამოც მგზავრობა შეუძლებელი იყო და იძულებული გავხდი ფეხით ჩავსულიყავი.
მართლაც, საქართველოში ხალხის მხრიდან სისუფთავის ნორმების დაცვა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ რომ დავფიქრდები, ნუთუ ასე ქრონიკულად უნდა უჭირდეს ხალხს, რომ სახლამდე მიაღწიოს და მაინც და მაინც ლიფტში არ მოისაქმოს, იფურთხოს, არწყიოს და ა.შ?
ეს არ ხდება მხოლოდ ჩემს კორპუსში, სხვაგანაც ხშირად ვხვდები მსგავს მდგომარეობას. წესით, საზოგადოებას აქვს გარკვეული უნარი, რომ დახვეწოს თავისი ჩვევები, მაგრამ ეს ჩვევა, რაც თავი მახსოვს, ვერ ამოიძირკვა. კორპუსის დამლაგებელი მოწმენდს, ცოტა ხანში იგივე ხდება, არადა ჩვენი დამლაგებელი ლამის ყოველდღე მოდის.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ პრობლემასთან ბრძოლა? იქნებ მოსახლეობის მიერ, ვინც უკმაყოფილო არის ასეთი უმსგავსო ქმედებებით, ლიფტებში გააკრან ხოლმე რაიმე მითითება, რომ "ნუ მოისაქმებთ", "ნუ მოიქცევით პირუტყვივით" ან რამე ასეთი?
მე დღეს ჩემი პრინტერით ამოვბეჭდე შესაბამისი ტექსტი, რომლითაც ნამუსიან ადამიანს ოდნავ მაინც უნდა შერცხვეს ასეთი საქციელის, და გავაკარი ლიფტში.
თქვენ რას ფიქრობთ? რა ვიღონოთ?