facebook-ზე დიდიხანია ტრიალებს ერთი "საინტერესო" საიტის რეკლამა ქართველი მომხმარებლებისთვის.
მე ადვილად მივხვდი, რასაც წარმოადგენდა ეს საიტი და მის მიერ მოწოდებული ვითომ ფულის საშოვნი "სტრატეგია".
რას გვთავაზობს საიტი?
საიტი გვთავაზობს ე.წ. "პირამიდას" სტრატეგიას ონლაინ რულეტკაზე სათამაშოდ, დამაჯერებლად განხილულს და "არგუმენტებით"(?) გამყარებულს. საიტის ქვემოთ კი ისეთი "კარგი" კომენტარებია, ერთი შეხედვითაც შეატყობთ აფერისტობის კვალს... დეტალებს აღარ განვიხილავ რას და როგორ.
ამ სისტემით თამაში არის 100% წამგებიანი და დამღუპველი.
მსგავსი შინაარსის საიტები დიდიხანია გამოჩნდა რუსულ ინტერნეტ სივრცეში და ათასობით მოთამაშემ იწვნია თავზე დიდი ფულის დაკარგვის სიმწარე.
რატომ გავხსენი ეს თემა?
ბევრისგან გავიგე უკვე, რომ მაგ საიტის მიხედვით დაიწყო თამაში და მალევე დარჩა ჯიბეგამოფხეკილი. შევწუხდი.
კონკრეტულად ვერავის დავადებ ხელს თუ ვისი გაკეთებულია ეგ საიტი, მაგრამ დიდი ფიქრი არ დაგჭირდებათ ალბათ ვის აწყობს მსგავსი აფიორა.
მოკლედ არ გაეკაროთ მსგავსი ტიპის საიტებს, სულმა არ წაგსძლიოთ, თორემ კრახი გარანტირებულია!
რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ აფიორის შესახებ მით ნაკლები დაზარალდება.
მსგავსი შინაარსის ერთ-ერთი საიტი
http://adambarcelona.com/mybmw/ * * *
* * *
საინტერესოა აქ თუ არის ვინმე ამ საიტის მსხვერპლი?
დაწერა არ მოგერიდოთ, მარტო თქვენ არ ხართ. ბევრი ტყუვდება მსგავსი რაღაცეებით
This post has been edited by atila92 on 3 Apr 2014, 15:38