წერილის ავტორები დიპლომატები არიან.
http://www.nytimes.com/2012/11/27/opinion/...-vengeance.htmlანალიზის მერე (დაჭერები ცარიელი შურისძიებააო და ა. შ.), განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო ნაწილი:
Western leaders should be consistent about the need for equitable justice, a message that the European Union’s foreign policy chief, Catherine Ashton, was to convey Monday in Tbilisi. At their meeting next month, NATO foreign ministers should also assess Georgia’s progress in meeting criteria for membership, especially in fostering democracy.
Georgia’s hopes for closer ties with the West — already strong — depend on continued progress toward democracy.
Ivanishvili might bear in mind that the European Union has frozen ties with Ukraine, another former Soviet republic with Western ambitions, because of the imprisonment on questionable charges of the former prime minister and presidential candidate Yulia Tymoshenko.
The United States and the European Union would do well to offer Georgian leaders the counsel of a group of internationally prominent jurists. They could advise on ways to ensure fair judicial proceedings.
The West should also enhance programs to strengthen the rule of law, respect for human rights and media freedoms. The election in October, which was deemed free and fair by Western observers, raised hopes that Georgia could become a beacon of democracy. A retrograde move would put this at risk.
ეს ადგილი კი შედევრია
Ivanishvili might bear in mind that the European Union has frozen ties with Ukraine, another former Soviet republic with Western ambitions, because of the imprisonment on questionable charges of the former prime minister and presidential candidate Yulia Tymoshenko.
ანუ ბბ-ი თუქსუსამ შეიძლება "უკრაინა" ჩაუწყოს ევროპასო. ანუ ყველას დაიჭერს და მერე დასავლეთი იძულებული იქნება თვითონვე გაყინოს მაგათთან ურთიერთობაო.
მოკლედ კი ეს არის:
- დროზე უნდა მიხედოს დასავლეთმაო, სანამ დემოშუქურა საბოლოოდ არ გადაადნეს ენისიეს ნაპირებთანო.

სრულყოფილ ტარგმანს დავდებ
ამართლიანობა თუ შურისძიება?
დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი
სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ოპოზიციას ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცა. მაგრამ დემოკრატიული მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკების დაპატიმრებათა ტალღამ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია.
დაპატიმრებულთა შორის არიან ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და თბილისის ვიცემერი. ახალი პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მათ ბრალად წაუყენა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, უკანონო დაპატიმრებები და წამება.
დაპატიმრებების დიდმა მასშტაბებმა და ბუნდოვანმა სასამართლო პროცედურებმა შეშფოთება გამოიწვია. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ივანიშვილი შერჩევითი სამართლის გამო გააფრთხილა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ დაპატიმრებებს პოლიტიკური ხასიათი არა აქვს და გამოვიდა წინადადებით შექმნილიყო დამოუკიდებელ დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც სასამართლო პროცედურებს გააკონტროლებდა. მაგრამ, ამავე დროს, ის ცდილობს მოიძიოს სამართლებრივი გზები სააკაშვილის დარჩენილი აღმასრულებელი ძალაუფლების დასასუსტებლად.
ივანიშვილის კოალიციამ, „ქართული ოცნებამ“, 1 ოქტომბრის არჩევნებში საკვირველი გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობამ შეიტანა ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, რომელთა მიზანი, როგორც ჩანს, სააკაშვილის პარტიის ძალაუფლების განმტკიცება იყო. სააკაშვილის მმართველობის დროს ასევე გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა,რომლის თანახმად პრემიერმინისტრს მეტი ძალაუფლება გადაეცემა. აშკარაა, რომ ამ პოზიციის დაკავებას იმედოვნებდა სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც მისი ფინალური საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა. მაგრამ ახლა ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი წლის განმავლობაში თანაარსებობა მოუწევთ.
სააკაშვილს საქართველოში იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მან ჭარბი ძალაუფლების აკუმულირება მოახდინა, ინარჩუნებდა მკაცრ კონტროლს ნაციონალურ ტელევიზიებზე, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტებს. არჩევნების წინ, გამოჟონა ვიდეომ, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ სცემდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე ციხის მცველები.
ეს და სხვა სერიოზული ბრალდებანი უნდა გამოიძიონ. მაგრამ სასამართლო უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ღიად, ხოლო შედეგები უნდა განაპირობოს სათანადო სამართლებრივმა პროცედურებმა და არა ანგარიშსწორებამ.
პოსტსაბჭოთა ქართულ პოლიტიკაში ბევრჯერ აღინიშნა კონფრონტაცია. ივანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ ღიაა დასავლეთის რჩევებისადმი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, მაგრამ ის და ზოგიერთი მისი მომხრე, როგორც ჩანს, შურისძიებისკენ იხრებიან. ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება დასავლეთზე გაბრაზება იყოს, რადგან დასავლეთი სააკაშვილს, მისი პროდასავლური პოზიციის გამო, მტკიცედ უჭერდა მხარს და არ რეაგირებდა სათანადოდ დემოკრატიული პრაქტიკის შელახვაზე.
დასავლელმა ლიდერებმა თანმიმდევრულად უნდა მოითხოვონ სამართლის მიუკერძოებლობა, ამ გზავნილს ჩაიტანს ორშაბათს თბილისში ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ქეთრინ ეშტონი. მომავალ თვეს, ნატოს შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე უნდა შეაფასონ ის, თუ რამდენად წაიწია საქართველომ წინ ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, განსაკუთრებით დემოკრატიული მშენებლობის კონტექსტში.
საქართველო, რომელსაც უკვე მტკიცე კავშირები აქვს დასავლეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას იმედოვნებს და ამ იმედების აღსრულება დამოკიდებულია დემოკრატიის პროგრესის უწყვეტობაზე. ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, ევროპის კავშირმა გაყინა კავშირები უკრაინასთან, კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან, რომელსაც დასავლური ამბიციები ჰქონდა იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი, იულია ტიმოშენკო საეჭვო ბრალდებებით დააპატიმრეს.
კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ქართველ ლიდერებს მსოფლიოში ცნობილი იურისტების ჯგუფის კონსულტაციას შესთავაზებენ. მათი კონსულტაცია უნდა გახდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურის გარანტია.
დასავლეთმა ასევე უნდა გააფართოოს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების პროგრამები. ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც დასავლელმა დამკვირვებლებმა თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნიეს, იმის იმედი გააჩინა, რომ საქართველო შეიძლება დემოკრატიის შუქურად იქცეს. რეტროგრადულმა ნაბიჯებმა ეს ყველაფერი შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს.
დენის კორბოი, ლონდონის „კინგს კოლეჯის“ მოწვეული უფროსი მკვლევარი, მსახურობდა ევროკომისიის ელჩად საქართველოსა და სომხეთში. უილიამ კორტნი იყო აშშ-ის ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში და პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. კენეტ იალოვიცი იყო აშშ-ის ელჩი ბელარუსსა და საქართველოში.
ორიგინალი
http://foreignpress.ge/?p=22128 This post has been edited by markes on 27 Nov 2012, 01:12