http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/276877-yirყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
14:06 05-04-2014
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს ბიშკეკის სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა.
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ბრიტანელი ბიზნესმენის სინ დეილის მკვლელობის ორგანიზებისთვის გაასამართლეს.
ამასთან, ბიშკეკის სასამართლომ გაასამართლა ბაკიევის ოჯახის წევრებიც. ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბაკიევის ძმას, ჯანიშ ბაკიევს და ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს, მაქსიმს სამუდამო პატიმრობა, ხოლო კიდევ ერთ ვაჟს – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ამჟამად ბელორუსში იმყოფება.
აგერ მაგალითიც..რომელიც კანონის უზენაესობას იცავს და სულ ცალფეხზე კიდია ევროპის და ამერიკის აღშფოთებული კონგრესმენები..
სიმამაცე ადვილია,როცა დაცულ დისტანციაზე იმყოფები. :)