2014 წლის 29 მარტს startup.ge-სა და Green Capital-ის ორგანიზებით, პროექტ "Start Up - მარანის" ფარგლებში, გაიმართება მასტერ-კლასი თავისუფალ უნივერსიტეტში.
რეგიონული ექსპერტი რუსეთიდან, ინოვაციებისა და სტარტაპების სფეროში, სერგეი მიტროფანოვი ისაუბრებს სტარტაპული ინოვაციებისა და ბიზნესის დაწყების შესახებ.
დასწრება თავისუფალია!
მასტერ-კლასის ზოგადი საკითხები:
• რა არის უფრო მნიშვნელოვანი - პატენტი, თუ ბრენდი?
• ბრენდი - პოზიციონირებიდან გრძელვადიან წარმატებამდე;
• სიღრმისეული ანალიზი - მომხმარებლების სწორად შერჩევა;
• კონკურენტების განსაზღვრა ფართო და ვიწრო ასპექტით;
• როგორ ავირჩიოთ სწორად პოზიციონირების კრიტერიუმები;
• კომუნიკაცია და ბრენდი.
ღონისძიების ჩატარების დრო: 15:00 სთ
მისამართი: თავისუფალი უნივერსიტეტი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
https://www.facebook.com/events/613070108772171/მობ: 598 67 12 48
ტელ: 2 18 38 21
E-Mail: marani@startup.ge
ფეისბუქ გვერდი: Startup.ge • სტარტაპ.ჯი
ვებ-გვერდი: www.startup.ge
This post has been edited by bublioteka on 26 Mar 2014, 15:41