ახლავე გეტყვი დაწვრილებით ყველაფერს - მე თვითონ მქონდა 4 წლის წინ ეგეთი ოფისი გახსნილი და ნორმალურადაც მრჩებოდა, დაახ. 3 000 -4 000 ლარამდე მიტოვებდა თვეში, მაგრამ მე კარგ ადგილზე გავხსენი და თან იმ დროს კარგად მუშაობდა ეგეთი სერვისები და ეხლა არ ვიცი, ალბათ უფრო ნაკლებად იმუშავებს ეგ ბიზნესი.
მოკლედ: სულ მაგ საქმის დასაწყებად დაგჭირდება დაახ. 3 000 - 4 000 $ ფართი ალბათ მოძებნილი გექნება, შპს-ს რეგისტრაციაც ალბათ გეცოდინება.. უნდა შეიძინო 3-4 კომპიუტერი თავის მონიტორებით ერთით მეტი მაგიდა (კომპიუტერის).. მთავარი მანდ თანამშრომლებია - მინიმუმ 3 კაცი მაინც უნდა აიყვანო პროგრამისტად (ვინდის გადაწერაზე) რომ გამოძახებით მუშაობა შეძლო, 1 კაცი ამუშავე ოფისში მოტანილ კომპებზე, დანარჩენი გამოძახებებზე.
1 კაცი ცჭირდება კარტრიჯების დამუხტვაზე, თუ კარგად წაგივიდა საქმე მეორესაც დაამატებ (სხვათაშორის კარტრიჯები კარგ მოგებას ტოვებს, უკეთესს ვიდრე პროგრამები). რაც შეეხება ხელოსანს, კაი ხელოსნის ნახვა არაა ადვილი, უნდა იპოვო ტიპი ვისაც შეეძლება ლეპტოპების შეკეთება, მაზერების შეკეთება და მონიტორების შეკეთება, აი აქაა მაგარი მოგება თითო ლეპტოპიდან საშუალოდ 60 - 150 ლარამდე დაგრჩება, მონიტორებიც კარგად ტოვებს, მოკლედ კაი ხელოსანს თუ იპოვი კარგად წაგივა საქმე. რაც შეეხება ანაზღაურებას - მე პირადად ყველას გამომუშავებით ვუხდიდი შესრულებული საქმიდან 40 % შემსრულებელს 60 % ფირმას, შენც ასე გირჩევ 50-50 ზე არ დასვა! დალშე ნაწილები და ხელსაწყოები დაგჭირდება ერთი 500 - 600 ლარის მაგას თვითონ ხელოსანი გეტყვის რეები დაჭირდება,
ხო, ფართი თუ არ გაქვს მოძიებული, მაშინ გირჩევ კომბინირებული ფართი შეარჩიო სადაც 30-40 კვ.მ იქნება საოფისე და უკანა ოთახი ექნება 20-30 კვ.მ სახელოსნოდ, ეს უეჭველი, თორემ გაწვალდები და თან ბინძური და არასერიოზული სიტუაცია გექნება, თუნდაც მარტო ის ავიღოთ რომ სადაც კარტრიჯები იმუხტება - იქ არაფერი აღარ ვარგა, შავია ყველაფერი. კარტრიჯების ხელოსანს ცოდნის გარდა თითქმის არაფერი არ ჭირდება, სულ 3 ხელსაწყოთი მუშაობს.
ხო და კიდევ ერთი მე დავდიოდი დუბაიში და ჩამომქონდა მაღალი ხარისხის ტონერი ძალიან იაფად, 20 კილოიანი ყუთებით, თუ დაგჭირდება შემიძლია იმ ფირმის რეკვიზიტები მოგცე რომლისგანაც ვყიდულობდი და გამოაგზავნინე , ერთი 1000 ლარი გეყოფა შეკვეთისთვის და ჩამოტანაშიც.
მგონი სულ ესაა, თუ რაიმე რჩევა დაგჭირდება მზად ვარ უფასო კონსულტაცია გაგიწიო

წარმატებები..