Beka_ke
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7208
წევრი No.: 33626
რეგისტრ.: 23-April 07
|
#40498122 · 7 Apr 2014, 20:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია და სწორად დაადგინა, და განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დასაბუთებელია. განსახილველი საკასაციო საჩივრის მოტივი, ადმინისტრაციულ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ზეპირი ფორმით მიმართვის სამართლებრივი შეფასება, შედეგის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) კანონიერების დადგენა, შესაძლებელია მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების სტატუსის, უფლება-მოვალეობების და ამგვარ სამართალურთიერთობებში კანონით განსაზღვრული ქცევის წესისა და სტანდარტების სათანადო ანალიზის შედეგად, რამაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით შექმნა აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული, შესაბამისად მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი. წინამდებარე საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება სადავო სამართალურთიერთობაში საგადასახადო ორგანოს მოხელესა და გადასახადის გადამხდელს შორის ურთიერთობის ფორმების და მისი სამართლებრივი შედეგების საგადასახადო კოდექსის ნორმებით განსაზღვრულ წესთან შესაბამისობას, ამასთან, უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ქცევის (მომსახურების) სტანდარტი. სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საგადასახადო სამართალდარღვევათა სფეროში, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის. გადასახადის გადამხდელის ქმედების სამართალდარღვევად კვალიფიკაციას, შესაბამისად მის დაჯარიმებას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარწმუნოდ არის დადგენილი ქვემდგომი სასამართლოების მიერ და მათზე არც კასატორს წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, შეუდავებელი ფაქტები: შპს `პანორამა~, როგორც გადასახადის გადამხდელი, 1998 წლის 18 დეკემბრიდან დარეგისტრირდა თბილისის რეგიონალურ ცენტრში და მისი საიდენტიფიკაციო ნომერია 209474031; შპს `პანორამას~ საკონტროლო-სალარო აპარატზე 2008 წლის 16 სექტემბერს დაზიანდა ფისკალური მეხსიერება და იგი იმავე დღეს - 1820 საათზე შესაკეთებლად გადაეცა ტმც-ის წარმომადგენელს - იური ოვანესიანს; 17-18 სექტემბერს შპს `პანორამას~ დირექტორი გამოცხადდა მოპასუხე ორგანიზაციაში შესაბამის თანამდებობის პირებთან, რომელთაც ზეპირად შეატყობინა აღნიშნული ფაქტის თაობაზე; შპს `პანორამას~ დირექტორი არ გაუფრთხილებიათ იმის შესახებ, რომ შეტყობინება წერილობითი ფორმით უნდა წარედგინა შეკეთებული საკონტროლო-სალარო აპარატის წარდგენამდე. საკონტროლო-სალარო აპარატი შეკეთებული სახით მეწარმეს დაუბრუნდა 18 სექტემბერს; 2008 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #325893, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა სამართალდარღვევა. კერძოდ, შპს `პანორამას~ მიერ დაგვიანებით იქნა წარდგენილი განცხადება თბილისის რეგიონალურ ცენტრში საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების დაზიანების შესახებ. აღნიშნულ ოქმზე შპს `პანორამას~ დირექტორმა გააკეთა შენიშვნა, რომ მან 17.09.08წ. საგადასახადო სამსახურში პაპუნა ალიბეგაშვილთან, ხოლო 18.09.08წ. - უფროსთან, გააკეთა სიტყვიერი შეტყობინება საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების შესახებ, თუმცა მათ აღნიშნული ფაქტი წერილობით არ დაუფიქსირებიათ. თბილისის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ 2008 წლის 8 ოქტომბრის #325893 ბრძანებით შპს `პანორამას~ პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრმა შპს `პანორამას~ გაუგზავნა 2008 წლის 13 ოქტომბრის #001-465 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ამ უკანასკნელს ეცნობა, რომ საგადასახადო კოდექსის 139.7 მუხლის საფუძველზე გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევაზე 3000 ლარის ოდენობით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მოსარჩელე შპს `პანორამას~ მხრიდან ადგილი არ ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ მოხსნას ან საკონტროლო-სალარო აპარატის იმგვარ გამოყენებას, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მის ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევა ან სხვაგვარი ზემოქმედება. მოსარჩელე დაჯარიმდა იმის გამო, რომ მან დაგვიანებით წარადგინა განცხადება საკონტროლო-სალარო აპარატის შეკეთების თაობაზე. უდავოა, რომ შპს `პანორამას~ დირექტორი აღნიშნულ ვადაში თავად გამოცხადდა საგადასახადო ინსპექციის შესაბამის თანამდებობის პირთან და შეატყობინა საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელს წერილობითი შეტყობინება ამ ვადაში არ განუხორციელებია, რაც მისი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაჯარიმების საფუძველი გახდა. ასევე, დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო მოსამსახურემ პაპუნა ალიბეგაშვილმა ჯეროვნად არ შეასრულა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, სათანადო სამართლებრივი კონსულტაცია არ გაუწია გადასახადის გადამხდელს, რომელმაც პრეტენზიით მიმართა საჯარო მოხელის უშუალო უფროსს – თეა მელუას. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის განმარტება, რომ თ. მელუამ პ. ალიბეგაშვილს დაავალა ჯეროვნად მომსახურებოდა მეწარმეს /იხ. ს.ფ. 88. ტ. I/, უშუალო უფროსთან მოსარჩელესთან ერთად შეხვედრის ფაქტი დაადასტურა საქმეზე მოწმედ დაკითხულმა პ. ალიბეგაშვილმა, თუმცა, შეკითხვაზე უპასუხა, რომ არ ახსოვს რა დაავალა უშუალო ხელმძღვანელმა /იხ. ს.ფ. 91. ტ. I/. საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა /იხ.ს.ფ. 103-105. ტ. I/, რომელიც სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ /იხ.ს.ფ. 9-10. ტ. II/, მდგომარეობს შემდეგში: მეწარმე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ხოლო საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებული იყო განემარტა მისთვის, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის შეკეთების შესახებ განცხადება უნდა წარედგინა წერილობით. სასამართლოთა განმარტებით საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას გადასახადის გადამხდელის არაკეთილსინდისიერი მოქმედების შემთხვევაში. განსახილველ საქმეში სახეზეა მითითებული მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც ჯარიმისაგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლის განვითარებისა და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის აუცილებელია შეფასება მიეცეს თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ბიუროკრატიის როლს, მის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოს და მმართველობის ავტორიტეტის შექმნაში. საკუთარი სახელმწიფოს, როგორც პერსონალური და ნაციონალური ინტერესების დაცვისა და უზრუნველყოფის ინსტიტუციის მიმართ მოქალაქეთა განწყობის ფორმირებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი სამართლებრივი შეფასება ხელს შეუწყობს საქართველოს საჯარო მოსამსახურის კანონით დაკისრებული მოვალეობების მნიშვნელობის, მისი, როგორც დაქირავებული მოსამსახურის სტატუსის კვალიფიციურ გააზრებას ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს სამართლებრივი, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების ტემპი და ხარისხი დიდწილად არის დამოკიდებული საჯარო სამსახურის თანამედროვე, ეპოქის შესაბამისი სტანდარტებით ფუნქციონირებაზე, ვინაიდან საზოგადოების წევრების, კანონით გარანტირებული, როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესების სრულფასოვანი რეალიზაცია უდევს საფუძვლად სახელმწიფოსა და ხალხის სიმტკიცეს, თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, განაპირობებს მატერიალური დოვლათის შექმნას, სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, ეკონომიკურ-საფინანსო ინსტიტუტების შექმნას, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლას და აღორძინებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ახალი თაობებისთვის განვითარებისა და წინსვლის უკეთესი ნიადაგის მომზადებას და ა. შ. სწორედ საჯარო სამსახურის სისტემის და ყოველი საჯარო მოსამსახურის როლის ჯეროვანი გაცნობიერება დაედო საფუძვლად ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბებას და ზრუნვას მათი დამკვიდრებისთვის. ასე, მაგალითად, 1979 წლის 17 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული იქნა მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირნი მუდმივად ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებიან საზოგადოებას და ყველა პირს იცავენ უკანონო ქმედებისგან მათი პროფესიისათვის საჭირო პასუხისმგებლობის მაღალი დონით. Mმე-2 მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველი თანამდებობის პირნი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას პატივს სცემენ და იცავენ ადამიანურ ღირსებას, ადამიანის უფლებებს ყველა პირის მიმართ. მე-8 მუხლის თანახმად კი მართლწესრიგის დამცველი თანამდებობის პირნი პატივს სცემენ კანონს და მოცემულ კოდექსს იყენებენ ხელთ არსებულ საშუალებებს და ყოველმხრივ აღკვეთენ და ეწინააღმდეგებიან მათ დარღვევას. ადამიანის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულებაც გააჩნია საჯარო მოხელეს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას დადგენილია და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით. შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებს განეკუთვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ა.შ. აუცილებელია დაცული იყოს წონასწორობა ერთის მხრივ, იმ დაწესებულების შინაგანი დისციპლინის დაცვის აუცილებლობისათვის, რომელზეც დამოკიდებულია საზოგადოება და მეორეს მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასთან ბრძოლის აუცილებლობისათვის. საზოგადოებისადმი სამსახური მოიცავს საზოგადოების იმ წევრებისათვის სამსახურისა და დახმარების გაწევას, რომელნიც პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა განსაკუთრებული ხასიათის მიზეზებით საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას. საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები ჩამოყალიბებულია არაერთ საერთაშორისო ნორმატიულ აქტში /უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ეთიკის ნორმების შემცველი სპეციალური ნორმატიული აქტი არ გააჩნია, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ზოგადი ხასიათისაა და საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის და ქცევის მხოლოდ ზოგად წესებს ასახავს/. საერთაშორისო აქტებით, აგრეთვე, სხვადასხვა სახელმწიფოთა შიდაეროვნული დოკუმენტებით საჯარო მოხელეთა ძირითად პრინციპებს განეკუთვნება მოქალაქეთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა, კეთილსინდისიერი სამსახური, ეკონომიურობა, ეფექტურობა და ა.შ. საქართველოს სახელმწიფო და ხალხი მიისწრაფის რა საერთაშორისო თანამეგობრობაში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად, იზიარებს და აღიარებს ფასეულობების სისტემას, როგორც საერთო ცივილიზაციის ნაწილს და რაც დიდწილად ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენამ გამოიწვია თვისობრივად და ფუნქციურად ახალი, თანამედროვე ტიპის ბიუროკრატიული კლასის ფორმირების აბსოლუტური აუცილებლობა, რაც პრაქტიკაში უამრავ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად, ამ ფაქტორების ზეგავლენისა, მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიულად განმტკიცებული ტენდენცია ერის ინტერესების სამსახურში ჩამდგარი საჯარო მოსამსახურეთა კორპუსის შექმნა-ფუნქციონირებისა რეალურად დამკვიდრდეს ცხოვრებაში, უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა (მოქალაქეობის არ მქონე) ლეგიტიმური მოლოდინი კანონშესაბამისი, გულისხმიერი და კომპეტენტური მომსახურების მიღების თაობაზე. საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურება, რისი გაუთვიცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება საზოგადოების ცხოვრების დონეზე, ნაციონალური იდენტობის ხარისხზე, საკუთარი ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობის თანაგანცდაზე, რომლის გარეშე საფრთხე ექმნება დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თანამედროვე საქართველოს ბიუროკრატიის ამოცანას, გამოწვევას წარმოადგენს განვითარებადი სახელმწიფოს სტატუსის დასაძლევად მაქსიმალური ძალისხმევა, რაც ქვეყნის სამართლებრივი, ეკონომიკური, მენტალური და კულტურული მოდერნიზაციის გარეშე შეუძლებელია. საქართველოს თანამედროვე ყოფა დაუყოვნებლივ საჭიროებს სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას, საჯარო სამსახურის სისტემის სამართლებრივი სტანდარტებითა და პრინციპებით ფუნქციონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება და პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს საზოგადოების განვითარებაზე. განსხვავებით ტოტალიტარულისაგან, დემოკრატიული სახელმწიფოს ბიუროკრატია, ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე, ემსახურება არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის - მმართველი ფენის, ოლიგარქიის, რელიგიური კონფესიის, არამედ, დამქირავებლის – საკუთარი ხალხის ცხოვრების ყველა სფეროს პროგრესს. თანამედროვე დემოკრატიული გაგება საჯარო სამსახურის ფუნქციონირებისა, გამორიცხავს საჯარო მოსამსახურეთაგან არაპროფესიულ, არაკომპეტენტურ, გულგრილ, ქედმაღლურ და დისკრიმინაციულ მოპყრობას დაინტერესებული პირისადმი. საჯარო სამსახური, როგორც მხოლოდ პირადი კარიერის და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის საშუალება, უნდა შეფასდეს, ვითარცა უკიდურესად დეგრადირებული, ატროფირებული წარმოდგენა, არა მხოლოდ ამ ინსტიტუტის, არამედ, საკუთარი ღირსების, მოქალაქეობრივი პოზიციის, ეროვნული და სამოქალაქო იდენტობის, მიმართ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო საკუთარი ერის და სახელმწიფოს აწმყოს გაუმჯობესებაში, პატივი მიაგო მის წარსულს და აქტიური მონაწილეობა მიიღო უკეთესი მომავლის საძირკვლის ჩაყრაში, ამავდროულად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირის კვალიფიკაციის გაზრდისა, სათანადო უნარ-ჩვევების გაღრმავებისა, პროფესიული და მორალური ავტორიტეტის შექმნისა. საჯარო მოსამსახურის მსოფლმხედველობის ადეკვატურობა თანამედროვე დემოკრატიულ მოთხოვნებთან, დაახლოებს და შეაკავშირებს საზოგადოებისა და ხელისუფლების ინტერესებს, მისწრაფებებს. ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სოლიდარობის მიღწევას, გააძლიერებს თანასწორუფლებიანობის განცდას, საზოგადოებრივი და სოციალური ჯგუფების კონსოლიდირებას, ზოგადად, სახელმწიფო სისტემის მდგრადობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს განვითარების ამ ისტორიულ ეტაპზე საქართველოს საჯარო მოსამსახურეებს ეკუთვნით გადამწყვეტი სიტყვა, თუ რომელი ტიპის სახელმწიფოს შექმნის ქართველი ერი XXI - ე საუკუნეში. სწორედ პროგრესულ საჯარო მოსამსახურეთა კასტა უზრუნველყოფს მთელი ერის ინტერესების მსახურების სტანდარტის და სამართლებრივი ტრადიციის დამკვიდრებას, სწორედ მათი პრინციპულობა და შეუვალობა განსაზღვრავს საზოგადოების სწორი განვითარების დინამიკას, კანონიერი ადმინისტრირების შექმნის და დაფუძნების, ადამიანის უფლებების დაცვის უმწვავესი პრობლემების გადაწყვეტას. ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მიზანი სწორედ იმგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2. მუხლი/. ადმინისტრაციული სამართლის, რომლის კერძო ნაწილსაც წარმოადგენს სამოხელეო სამართალი, პრინციპებთან, როგორიცაა – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის, საქვეყნოობის, საიდუმლოების და ა. შ. სრულ შესაბამისობაშია 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული - საქართველოში საჯარო სამსახურის პრინციპები, კერძოდ: * საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება; * საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; * ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; * საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმი- საწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; * მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; * საქვეყნოობა; * საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი; * მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; * მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა. აღნიშნული პრინციპების დადგენით კანონმდებელი ხაზს უსვამს საჯარო სამსახურის მიზნის და დანიშნულების მნიშვნელობას, მის გავლენას საზოგადოების ინტერესებზე, ხოლო საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი და მორალური ვალდებულებები ამავე პრინციპების კონტექსტში კონცენტრირებულია საჯარო მოსამსახურის ფიცის ტექსტში /მუხლი. 28./ საჯარო მოსამსახურის მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერ აღსრულებას ემსახურება ქცევის ზოგადი წესების ანუ სპეციალური ეთიკის განსაზღვრა კანონის ახალი – VII თავის ნორმების დადგენით /2010 წლის 1 იანვარი/. მითითებული ნორმების შინაარსი აყალიბებს თანამედროვე საქართველოს საჯარო მოსამსახურის პროფესიულ სახეს, მთლიანად საჯარო სამსახურის იმიჯს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურს, მიუხედავად ერთიანი სისტემური ბუნებისა, ფუნქციური მრავალფეროვნება ახასიათებს. იქნება ეს - მართლწესრიგის დაცვის, საბაჟო-საგადასახადო სისტემის, სამხედრო სამსახურის, თუ თვითმმართველობის სფერო, ყოველ მათგანს განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია, თუმცა საერთო აქვთ მიზანი და ამოცანა – ზრუნვა საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვეყნის სწორ განვითარებაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საჯარო სამსახურის ფუნქციონირებას საბაჟო-საგადასახადო სისტემაში, რამდენადაც იგი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ მდგრადობასთან, სამეწარმეო აქტივობის ხარისხთან, იმპორტ-ექსპორტის ინტენსიურობასთან, ინოვაციური პროექტების განხორციელებასთან, გადასახადის გადამხდელთა კულტურის ჩამოყალიბებასთან და სხვ.; საგადასახადო ადმინისტრირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა. საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დოკუმენტები, რომლებიც საჯარო მოსამსახურის ქცევის წესებსა და ეთიკის დაცვას შეეხება, საგადასახადო ადმინისტრირების ფუნდამენტად აღიარებენ შემდეგს: ა) სამართლიანობა; ბ) გამჭვირვალობა; გ) თანასწორუფლებიანობა; დ) პასუხისმგებლობა. 2004 წლის 22 დეკემბრის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილით ტერმინი – გადასახადების ადმინისტრირება განმარტებულია, როგორც – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელთა/საგადასახადო აგენტთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე _ კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე ასევე რეგლამენტირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39.1. `ა~ მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის, გადასახადის გადამხდელთა უფლებების საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა უფლებების შესახებ, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. ამავე კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულია საგადასახადო ორგანოების ვალდებულებები, მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: საგადასახადო კანონმდებლობის (I ნაწილის ა)ქპ.), გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის (ბ)ქპ.) გადასახადის გადამხდელის წერილების, საჩივრების და შეკითხვების დადგენილი წესით განხილვის, გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების (ნ)ქპ.) ვალდებულებები. ამასთანავე, საგადასახადო კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ადმინისტრაციულ-სამართალურთიერთობის სუბიექტებს შორის კომუნიკაციის ფორმებს განსაზღვრავს, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე, განსახილველი შემთხვევისთვის საინტერესო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით აღიარებულია ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება, როგორც პირის ძირითადი პროცედურული უფლება, ამასთანავე, 78-ე მუხლით განსაზღვრულია მიმართვის უფლების რეალიზაციის ფორმა – წერილობითი. ანალოგიურ ფორმას ამკვიდრებს კანონმდებელი საგადასახადო კოდექსის 44-45-ე მუხლებით. აღნიშნული ნორმების მოთხოვნებს იშველიებს კასატორი სარჩელის უსაფუძვლობის დასამტკიცებლად, რომ აუცილებელი იყო საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის ურთიერთობას ჰქონოდა წერილობითი ხასიათი, ვინაიდან ზეპირ ურთიერთობას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა კანონის ნორმები, ემოქმედა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და საკონტროლო-სალარო აპარატის შეკეთების თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის მიემართა წერილობითი განცხადებით. საკასაციო სასამართლო კასატორის მტკიცების კატეგორიულობას ვერ გაიზიარებს, შემდეგ მოსაზრებაზე დაყრდნობით: საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების თანამედროვე მოცემულობა – დაბალი სამართლებრივი კულტურა, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, სრულფასოვანი და კვალიფიციური იურიდიული დახმარების ხელმიუწვდომელობა, პროფესიული კავშირების საქმიანობის არაეფექტიანობა და სხვ., განაპირობებს ზოგადად, საჯარო წესრიგისადმი დამოკიდებულების საერთო-ეროვნული ტრადიციის, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილის, ჩამოყალიბების სირთულეს. ამ ვითარებაში საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა შექმნილი კლიშეს, ან კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ, მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით. სწორედ, თანამედროვე საჯარო მოსამსახურეების კეთილსინდისიერებაზე, ნებისყოფასა და მზრუნველ დამოკიდებულებაზე არის მიბმული, თუ რამდენად მცირერიცხოვანი იქნება, ან რა მასშტაბებს მიიღებს მოქალაქეთა კონფლიქტი კანონთან. საჯარო სამსახურის არსი, ნამდვილი შინაარსი სწორედ ამგვარი შესაძლო კონფლიქტის პრევენციას გულისხმობს. თავის მხრივ, საჯარო მოსამსახურეთა კორპუსის მხრიდან მითითებული პროფესიული და მორალური ტვირთის გასიგრძეგანება, საკუთარი სტატუსის და პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გათავისება უაღრესად დადებით როლს შეასრულებს საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობის, პატივისცემის ატმოსფეროს დამკვიდრებაში, საზოგადოების პოზიტიური განვითარების ტენდენციის გამოკვეთაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებას წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმირება არა მხოლოდ უფლებრივი ასპექტით, არამედ, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია. გადასახადის გადამხდელის ვალდებულება – იცოდნენ კანონი, უშუალოდ გამომდინარეობს საგადასახადო /და არა მხოლოდ/ მოსამსახურის ვალდებულებისგან – ასწავლოს (განუმარტოს) კანონი. შესაბამისად, გადამხდელის პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როცა საჯარო მოსამსახურის პასუხისმგებლობა – სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, უზრუნველყოფილია. საქმის გარემოებების და ზემომითითებული ნორმების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოს საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის განემარტა, რომ მას მოთხოვნა საკონტროლო-სალარო აპარატის შეკეთების თაობაზე უნდა წარედგინა წერილობითი სახით ფაქტის გამოვლენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს `პანორამას~ მიერ ზეპირი ფორმით საგადასახადო კოდექსის 139.11 მუხლით დადგენილ ვადაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლისათვის
|