“ევრაზიული არჩევანი” ოკუპირებულ ახალგორში ოფისს ხსნის
პრორუსული “ევრაზიული არჩევანი” ოკუპირებულ ახალგორში ოფისს ხსნის
18:24 - 01.04.2014

კოალიცია “ევრაზიული არჩევანი- საქართველო” ახალგორში ოფისს ხსნის,-ამის შესახებ “ექსპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი.
“ექსპრესნიუსი” კოალიცია “ევრაზიული არჩევანი-საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ არჩილ ჭყოიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
როგორც ჭყოიძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ახალგორის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა და სწორედ, მოსახლეობის ნაწილის თხოვნით, “ევრაზიული არჩევანი-საქართველო” ახალგორში ოფისის გახსნას აპირებს.
გარდა ამისა, ჭყოიძის განცხადებით, თბილისში, ან ახალგორში ჩაატარებენ ბრიფინგს, რა დროსაც, მისივე განმარტებით, ახალგორის მოსახლეობა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, სიმართლეს იტყვის.
“ახალგორის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა.მოსახლეობის ნაწილის თხოვნით გავხსნით ახალგორში ჩვენს ახალ ოფისს. ასევე, ჩავატარებთ ბრიფინგს ან თბილისში, შესაძლებელია ახალგორშიც, სადაც ახალგორის მოსახლეობა იტყვის სრულ სიმართლეს 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.თუ რა მოხდა რეალურად. როგორ ავიწროებდა მათ როგორც სააკაშვილის ხელისუფლება, ისე კოკოითის და როგორ დაიცვა და იცავს დღემდე ქართულ მოსახლეობას რუსეთის არმია”,-აღნიშნა არჩილ ჭყოიძემ.
არჩილ ჭყოიძე თავს იკავებს იმ პიროვნების ვინაობის გამხელისგან, ვინც ახალგორში “ევრაზიული არჩევანი-საქართველოს” ოფისს უხელმძღვანელებს. ჭყოიძე შიშობს, რომ პიროვნების ვინაობის გამხელის შემთხვევაში, შესაძლოა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასზე ზეწოლა განახორციელოს.
“სახელს და გვარს პიროვნების, თუ ვინ იქნება ხელმძღვანელი ახალგორში კოალიცია ევრაზიული არჩევანის არ ვასახელებ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასზე ზეწოლა არ განახორციელოს”,-განმარტა ჭყოიძემ.
ასევე, როგორც არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, კოალიცია “ევრაზიული არჩევანი-საქართველო” იწყებს ქართულ-ოსურ დიალოგს და ამ მიზნით, ის აპრილის შუა რიცხვებში ვლადიკავკაზში გაემგზავრება, სადაც სახალხო დიპლომატიის მეშვეობით სხვადასხვა ოსურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“კოლაიცია ევრაზიულია არჩევანი იწყებს ქართულ ოსურ დიალოგს და მე აპრილის შუა რიცხვებში მივემგზავრები ვლადიკავკაზში, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები სხვადასხვა ოსურ ორგანიზაციებთან სახალხო დიპლომატიის მეშვეობით”,-განუცხადა არჩილ ჭყოიძემ “ექსპრესნიუსს”.
http://www.epn.ge/archives/13766