სუროგატი დედის გამოყენება საჭირო ხდება ქალის შემდეგომი მდგომარეობის გათვალისწინებით:
როცა ქალს არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი მანკის, ოპერაციული ჩარევის შემდეგ);
მისი მდგომარეობა შეუთავსებელია ორსულობის დადგომასთან;
პრობლემურია ორსულობის ბოლომდე მიტანა: მიომატოზური, ადენომიოზური კვანძები, ჩვეული აბორტის მქონე პაციენტების საშვილოსნო;
პრობლემატურია ასევე ქალის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ქალს არ აქვს დაორსულების საშუალება (მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, აუტოიმუნური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და ა.შ.).
ასეთ დროს სუროგაციის პროგრამაში სტიმულაცია უტარდება ბიოლოგიურ დედას, ხოლო კვერცხუჯდერის განაყოფიერება ხდება მისი მეუღლის სპერმატოზოიდით.
მიღებული ემბრიონების გადატანა კი ხდება წინასწარ მომზადებულ სუროგატი დედის საშვილოსნოში.
ეს არის სუროგაცია
http://www.surrogationcenter.com/index.php?m=105მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ თვითონ სუროგაცია ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომ მარტო ერთთეული შემთხვევები თუა.
და ამ დროს ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია და საჭმლის ფული არ აქვთ, და ორი განაყოფიერებული უჯრედი კი არა დაბადებული ბავშვების 30 პროცენტი იღუპება შიმშილისაგან და თვითონ ბოლო მოდელის ჯიპებზე არიან მომხტრები, ვითომ იაფიანი მანქანა არ ივლის. სამკურნალოდ გერმანიაში დადიან (მაგათი ლოგიკით მეცნიერული მიღწევები არ უნდა ვაღიაროთ, და ექიმთან არ უნდა ვიაროთ, რადგან ეს ღმერთის საწინააღმდეგოდ წასვლა, მის მიერ მოვლენინლ განსაცდელს გვინდა თავი ავარიდოთ – მაგრამ ეს ჩვენთვის უბრალო მოკვდავებისთვის). ამახვილებენ ყურადღებას რაღაც მცირედ პრობლემებზე, რომ ხალხი იმაზე გადაერთოს.
და კიდევ ერთი, ორ წამშ ერთხელ რომ ბიბლიას ახსენებს ვისაც გინდა დავენიძლავები რომ მისი მრევლის 80% არ ექნება წაკითხული. უმეტესობისთვის მართმადიდებლობა და ქრისტიანობა უბრალოდ სიტყვებია, რომლისთვისაც ვიღაცეებს ცემენ, აგინებენ, შერაცხყოფას აყენებენ მაგრამ ამ სიტყვების უკან რა დგას არ იციან. და თვითონ ეკლესიაც არ ჩანს დიდად დაინტერესებული მათი ცოდნის ამაღლებაში.