ბედუკაძის სპეცოპერაცია და ხელისუფლებაში ფსბ-ს სცენარით მოსული ივანიშვილის ოცნება ანუ როგორ გაგვაბრიყვა რუსეთმა
„პატიმარს ხომ აწამებენ, ამას ვიდეოზე იღებენ, ესაა საშინელი და აუტანელი კადრები, რომლებიც არსებობს და მე მოვუწოდებ ამ ხალხს: ის კადრები ,რომლებსაც იღებენ და, რომლებიც არსებობს, ამ კადრებში თქვენცა ხართ და ამიტომ ფრთხილად იყავით!“ - ამას ამბობდა ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი გადაცემა „სახალხო დარბაზში“, 2012 წლის ივლისში.
არჩევნებამდე 2 თვეზე მეტი იყო დარჩენილი. როგორც შემდეგში გაირკვა, ხსენებულ კადრებს ბედუკაძე-ინაშვილ-ივანიშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფება, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, არჩევნების წინა დღეებისთვის ინახავდა. კადრებით შოკი ივანიშვილს უშუალოდ არჩევნების წინ ჰქონდა დაგეგმილი.
სატელიტური თეფშების ცნობილი ამბავიც, როცა ივანიშვილმა დიდი ოდენობით სატელიტური თეფში შემოიტანა საქართველოში და მათ უფასოდ არიგებდა მოსახლეობაში, სწორედ ამას უკავშირდებოდა:
გეგმის მიხედვით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა მომხდარიყო რუსული ფსბ-ს და ქართული მეხუთე კოლონის მიერ ერთობლივად შექმნილი კადრების მასობრივი „გამოყრა“. კადრები სატელიტური თეფშების მეშვეობით მაქსიმალურად ბევრ ადამიანს უნდა ენახა. განრისხებული ხალხი ქუჩაში უნდა გამოსულიყო, რასაც უნდა მოჰყოლოდა მასობრივი მღელვარება და არეულობა. სექტემბრის ბოლოს, თბილისში დიდი მიტინგი იყო დანიშნული. ნაციონალური მოძრაობა უნდა ჩამოშლილიყო, ხოლო არჩევნებს ფორმალური ხასიათიღა მიეცემოდა. ქვეყანა ხელში ერთპიროვნულად ივანიშვილს და მის რუს პატრონს დარჩებოდათ.
ამ ფსიქოლოგიური ომის სცენარი მოსკოვში დაიწერა. მის განხორციელებაში კი, ტრადიციულად, მოღალატე ქართველები მონაწილეობდნენ.
მაშინდელმა ხელისუფლებამ შეძლო და ეს მზაკვრული გეგმა ქართული სახელმწიფოს მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაშალა, რითიც კიდევ ერთხელ გადაარჩინა ქვეყანა ქაოსს.
2012 წლის 18 სექტემბერს შს სამინისტრომ პატიმრების არასათანადო მოპყრობის ამსახველი კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ პატიმრებზე ძალადობისა და ამის ფირზე ჩაწერის ორგანიზებაში, პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილის (ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი) მონაწილეობა იკვეთებოდა.
ივანიშვილი იძულებული გახდა კადრებით დარტყმა ჩაფიქრებულზე ადრე განეხორციელებინა. მისმა „მე-9 არხმა“ და "მაესტრომ“ პატიმრების წამების შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელეს, მათ შორის, აშკარად ინსცენირებული კადრები, რომლებითაც მაყურებელთა დიდ ნაწილს პატიმრების ცოცხით გაუპატიურების დიდი ტყუილი დააჯერეს.
რეალური (კარანტინის) კადრები ამომრჩეველზე შოკის ეფექტს ვერ მოახდენდა. ამიტომ, რუსული პროპაგანდის კლასიკური წესების მიხედვით, ცოტა სიმართლეს ბევრი ტყუილი გაურიეს და ნამდვილ (კარანტინის) კადრებს სპეციალურად ფსბ-ს ჩანერგილი აგენტების მიერ შექმნილი (წამების) კადრები მიაწებეს.
შოკი სწორედ გაუპატიურებისა და წამების კადრებს უნდა გამოეწვია, რომელთა შექმნაზეც ბედუკაძემ იზრუნა. არადა, ციხეში ნაჯდომი ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ამაზე საუბრობდა, ღიად ამბობდა, რომ პატიმრების გაუპატიურების შესახებ არასდროს არაფერი სმენია. ხოლო ციხე ისეთი დახურული სამყაროა, რომ შეუძლებელია ამგვარი რამ მოხდეს და ეს დაიმალოსო. მაგალითად, ამას ამბობდა ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი შალვა რამიშვილი ცოცხალ სატელევიზიო ეთერში, ციხის კადრების გავრცელების მერე!
დაიწყო გამოძიება. ბრალდებულად ცნეს და დააკავეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი, ბედუკაძეზე კი ინტერპოლის მეშვეობით ძებნა გამოცხადდა.
მწამებელი ბედუკაძე კადრების გავრცელების შემდეგ ბელგიას აფარებდა თავს. თუმცა, მალვა დიდხანს არ დასჭირვებია. ხელისუფლებაში ივანიშვილის ოცნების მოსვლის შემდეგ, ბედუკაძეზე ძებნა შეწყდა. ფსბ-ს აგენტი ბელგიიდან 2013 წლის 18 იანვარს დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა აეროპორტში „დააკავეს“ და მეორე დღესვე, 2 000-ლარიანი (!!!) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ: პატიმრებზე ძალადობის ამსახველ ყველაზე მძიმე კადრებში მხოლოდ ერთი მწამებელი - ვლადიმერ ბედუკაძე - იკვეთება. ანუ ბედუკაძე თითონ იყო დამდგმელი რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელიცა და პროდიუსერიც. ის დანაშაულს ანგარებით და შორსმიმავალი მიზნებით სჩადიოდა, მაგრამ მისი და მისი თანამზრახველების უმძიმესი დანაშაული სხვას - ანუ ხელისუფლებას - დაბრალდა.
მოგვიანებით, ბედუკაძეს ბრალი საერთოდ მოეხსნა! ივანიშვილის ხელისუფლების ეს უმძიმესი დანაშაული მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ასე აბსურდულად ახსნა:
„არ უვაჭრია მის ხელთ არსებული კადრებით, არ გაუყიდია ისინი, არ გამოუყენებია პოლიტიკური სპეკულაციისთვის… ბედუკაძემ ეს ვიდეომასალა გადასცა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში. მიაქციეთ ყურადღება, რომ 2011 წლის სექტემბერი არის ის პერიოდი, როცა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს არავითარი პერსპექტივა რაიმეს შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში გააკეთა განცხადება ხელისუფლებაში მოსვლის და არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. როცა ამ ადამიანმა ამ ვიდეომასალის გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეიძლება ჰქონოდა გათვლა რაიმე პოლიტიკურ შეღავათზე, ცვლილებაზე.“
არადა, სულ სხვა თარიღს ასახელებდა ბედუკაძის თანამზრახველი ირმა ინაშვილი. ის ამბობდა, რომ მისმა პარტნიორმა კადრების გატანა-გადაცემა არჩევნების წინა თვეებში შეძლო და არავითარ შემთხვევაში მანამდე!
თავის მხრივ, ივანიშვილმა ამ დანაშაულისგან თავი შორს დაიჭირა - თითქოს ის არ იყო ბედუკაძე-ინაშვილის ბანდის მთავარი მფარველი. მან კბილაშვილი "გააკრიტიკა", როცა ამ უკანასკნელმა ბედუკაძეს ბრალი მოუხსნა. არადა, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ფსბ-სგან მართულ დანაშაულებრივ ჯგუფს კადრებში ივანიშვილმა რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადა. ხოლო შემდეგ ბედუკაძეს ივანიშვილმა ბრალი მოუხსნა და სახელმწიფო დაცვაც დაუნიშნა. მეტიც, შეუქმნა ყველა პირობა საიმისოდ, რომ მაქსიმალურად აემუშავებინა თავისი პრორუსული საინფორმაციო სააგენტო ფსბ-ს მესიჯებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
ნეტავ, არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც დაიჯერებს, რომ ბედუკაძეს ბრალი ივანიშვილის პირდაპირი და უშუალო დავალების გარეშე, კბილაშვილის(!) პირადი ინიციატივით მოეხსნა? კითხვა, ცხადია რიტორიკულია. გვჯერა, შორი არაა ის დრო, როცა კბილაშვილს მოუწევს სიმართლის მოყოლა, რათა შეიმსუბუქოს სასჯელი საკუთარი დანაშაულისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბედუკაძე რუს „კონსულტანტებთან“ ერთად დღემდე ივანიშვილის დაფინანსებაზეა და მონაწილეობას იღებს იმ მრავალსერიიანი პროპაგანდისტული ფილმის გადაღებაში, რომელიც ივანიშვილს მთავარ წინასაარჩევნო კოზირად აქვს შენახული. ფილმისა, რომელსაც გოგა ხაინდრავა იღებს.
ეს ის ხაინდრავაა, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე - როცა უბედურებას არაფერი მოასწავებდა - ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე ვერ მიაღწევდა. როგორც ჩანს, ხაინდრავამ კარგად იცოდა ფსბ-ს რუსული გეგმის დეტალები.
ბედუკაძე-ივანიშვილის სპეცოპერაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ღიად არის დაჯილდოვებული რუსების მიერ. ციხის კადრების მომზადებისთვის, დადგმისთვის და ჩაწერისთვის, ბედუკაძე მოსკოვში დააჯილდოვა "რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტმა ვლადიმირ ხომერიკმა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ სპეცოპერაციის ორგანიზებაში.
2011 წლის შემოდგომაზე, ბრიუსელში, ხომერიკი ზუსტად იმ დღეებში მართავდა კონფერენციას სააკაშვილის "რეჟიმის შეცვლის" საკითხებზე, როცა "ობიექტივის" ბრიუსელის ოფისის მიწვევით იქ იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრები: ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი...
აღარ მოტყუვდეთ! - ბედუკაძე და ივანიშვილი ერთი გუნდია. მათ საერთო მიზნები აქვთ. ისინი ერთნი იყვნენ 2012 წელს და ერთნი არიან ახლაც. ბედუკაძეს დღემდე ივანიშვილი აფინანსებს. ბედუკაძის პროდუქციას დღემდე ივანიშვილი იყენებს.
აღარ დავუშვათ რუსული ოცნების ახდენა! 8 ოქტომბერს საქართველოში მოღალატეების თარეში უნდა დასრულდეს!
წყარო/ ნაკადული:
https://www.facebook.com/angarishi.ivanishv...9075186834051:0მაგრამ ეს დამპალი ნაცები ნეტა კასრების კადრებს როგორ აპრავებთ?