ყველაზე ადრე საქართველომ ვიზალიბერალიზაცია შეიძლება სექტემბერში მიიღოს - რას წერს Wall Street Journal პროცესის გაჭიანურების მიზეზებზე
ყველაზე ადრე ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შეიძლება სექტემბერში მიიღონ. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ევროპელი ჩინოვნიკები და დიპლომატები აცხადებენ.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმს ზაფხულისთვის მიიღებდა, გაქრა იმ ახალი პრობლემების ფონზე, რომელიც ევროკავშირის ბლოკის უმსხვილესმა წევრებმა წამოჭრეს.
ბერლინის შეშფოთებას იწვევს გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, საფრანგეთში კი მიიჩნევენ, რომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე, უვიზო რეჟიმი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის გადადება შეასუსტებს საქართველში პროდასავლურ ძალებს, რომლებიც „მტრულად განწყობილ
Advertisement
რუს მეზობელს ებრძვიან“.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ 8 ივნისს მიმართა ევროკომისიას თხოვნით, წარადგინოს ანგარიში ქართველი კრიმინალების დანაშაულზე ევროკავშირის ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, საფრანგეთი და იტალია ითხოვენ, რომ ვიზალიბერალიზაციამდე უნდა დამტკიცდეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს. ამ მექანიზმის შემოღება კი სექტემბრამდე მოსალოდნელი არ არის.
დასავლეთმა თუ ზურგი გვაქცია და ვიზალბიერალიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენა , ერთი სული მექნება თუ როდის გადაუვლის რუსეთი !!!
http://www.ambebi.ge/politika/166580-yvela...-mizezebze.html This post has been edited by voice of amerika on 10 Jun 2016, 18:00