აქ დავდოტ ამასტან დაკავშირებიტ საჭირო ინფო და საიტები
მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია, ხელი უნდა მოეწეროს ივნისში და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, კერძო სექტორს, სამეცნიერო წრეებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ეს შეთანხმება, რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს და რა სარგებელს მიიღებს ამ შეთანხმებისგან.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ მიზნით უკვე ამოქმედებულია ვებპორტალი(*სად არის რო, არ წერენ, თუ ბიჭი ხარ თავად იპოვე

, ანუ აქ
http://www.economy.ge/, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ამ შეთანხმების, ნაკისრი ვალდებულებებისა და სარგებლის შესახებ, ასევე დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ.
http://www.bpn.ge/ekonomika/3797-mikheil-j...ang=ka-GE&add=1როგორაა ეს განყოფილება ჩამკვდარი კი არა მკვდარი!

ძინავს ამ განყოფიელბას და რატომ? დავიჯერო არავის აინტერსებს ეს აქ?
მოკლედ აქ დაიდოს ამაზე ინფორმაციები და საიტები , ვიწყებ
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...View&id=1496330 * * *
ეკონომიკის სამინისტრო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
UP Down
ეკონომიკის სამინისტრო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
7 აპრილი / 2014
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) წარმოადგენს.
ჯანელიძის განმარტებით, შეთანხმება თავისი შინაარსით საკმაოდ რთულია და მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, კონკურენციის პოლიტიკა და სხვა.
შეთანხმება ასევე გულისხმობს საქართველოს სავაჭრო კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან.
მინისტრის მოადგილის თქმით, იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი და მარტივად აღსაქმელი იყოს შეთანხმების შინაარსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავის ვებგვერდზე სპეციალური საინფორმაციო პორტალი აამოქმედა. გარდა ამისა, შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით სამინისტრო იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პირველი საინფორმაციო სახის შეხვედრა მიმდინარე კვირას, თბილისში შედგება და იგი საქონლით ვაჭრობისა და საბაჟო საკითხების განხილვას მიეძღვნება.
http://www.bpn.ge/ekonomika/3677-ekonomiki...html?lang=ka-GE * * *
http://www.businesscourier.ge/ http://www.shoptime.ge/ ეს მგონი რარაც საინტესო სატია, დაუხურავტ
* * *
http://www.economy.ge/ge/faq/foreign-trade საგარეო ვაჭრობა
This post has been edited by mrudall on 15 Apr 2014, 03:04
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა