კულტურის პალატა ბეზრუკოვის სპექტაკლის გაუქმების გადაწყვეტილებას არ შეცვლის"კულტურის პალატამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით. თუ ვინმეს უნდა ბეზრუკოვის ჩამოყვანა, ჩამოიყვანონ, მაგრამ კულტურის პალატა არ ჩამოიყვანს" - თქვა ოქიტაშვილმა ტაბულასთან საუბარში და აღნიშნა, რომ კულტურის პალატისადმი მიმართვის ერთ-ერთმა ხელმომწერმა რეჟისორმა ერეკლე ბადურაშვილმა ხელმოწერა უკან წაიღო.
"ასე თქვა, არ ვიცოდი, რომ ბეზრუკოვმა რუსეთის პუტინის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელიო. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა, როდესაც ადამიანი რაღაცაზე აწერს ხელს, ინფორმირებული უნდა იყოს. მე ქართველ ერს არასოდეს მივაყენებ შეურაცხყოფას და საქართველოში არ ჩამოვიყვან ისეთ ადამიანს, ვინც აგრესორს მხარს უჭერს", - განაცხადა ოქიტაშვილმა და აღნიშნა, რომ ბეზრუკოვის თბილისში ჩამოყვანა რუსეთის და პუტინის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩადენილი ქმედებებისთვის ტაშის დაკვრას ნიშნავს. მან რუსულ მედიას მოუწოდა, რამდენიმე ადამიანის აზრს მთელ საქართველოსთან ნუ გააიგივებს.
"გაითვალისწინონ, რომ ჩვენ არავის არაფერს ვეხვეწებით" - დასძენს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი.
წყარომელოჩ, ნო პრიატნო.