სხვათაშორის ქეთიმაც ფორუმიდან დაიწყო.

)
ისე გეთანხმები

))
როგორ შემიყვარდა სრულიად უცნობი ადამიანი რომელიც ნაცნობი გამოდგა.
მეგობართან ავედი.დაბადების დღე ქონდა.სანამ სუფრას გაშლიდნენ დროის გაყვანის მიზნით იუბილარის ფოტოალბომის თვალიერება დავიწყე.ნახევარზე ვიყავი გასული და უკვე ალბომის დახურვას ვაპირებდი რომ უცებ საოცარ სილამაზეს გადავაწყდი. შებინდებისას ჩამავალი მზის ფონზე შხვართი გოგონა ზღვის ტალღებს ისე გაურბოდა როგორც ონავარი ცელქი ბავშვი რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს გაურბის ხოლმე გაბრაზებულ დედას ან მამას.
ისეთი დინამიური და სიცოცხლით სავსე სურათი იყო რომ შეუძლებელი იყო მნახველი არ მოენუსხა.
მეც ასე დაქლიავებული მივაშტერდი სურათს მინდოდა რომ გოგონას სახის ნაკვთები უკეთესად გამერჩია.გარუჯული ტანი ისედაც მთელი თავისი გრაციოზულობით მოუჩანდა მაგრამ ნახევარ სახეს ტალღის შხეფები უფარავდა.მაგრამ მწვანე თვალები სწორი ცხვირი და ფერფლისფერი(პეპელნი) თმა მაინც გავარჩიე.კიდევ დიდხანს ვუყურებდი ამ სურათს მაგრამ ძმაკაცის დამ პატარა სოფუშამ ნეტარება არ მაცალა.ტიტინი დამიწყო თავის დაქალოჩკებზე.ამ დროს გამოვერკვიე და ვნახე სუფრა უკვე გაშლილიყო.ეს სურათი ტექნიკურად მოვტეხე და ულარდელი სახით სუფრას მივუჯექი ამ დროს გული ძალუმად ფეთქავდა.კარგა ხანს ვერ ვბედავდი ძმაკაცისთვის მეკითხა თუ ვინ იყო ტალღებთან მოცეკვავე გოგო..
უსიამოვნო წინათგრძნობა მქონდა.ვეჭვიანობდი უკვე ჩემ ძმაკაცზე. საიდან და რატომ ქონდა ეს სურათი.ბავშვური ეგოიზმის მსგავსი სიჯიუტით ეს გოგო არავისთვის აღარ მემეტებოდა.უკვე მიყვარდა მწვანეთვალება ახტაჯანა გოგო.მიყვარდა ისე რომ არც სახელი ვიცოდი არც გვარი გათხოვილი იყო თუ არა შეყვარებული ყავდა თუ არა.
ბოლოს მივხვდი რომ დრო იყო ამ გოგოზე ამბები გამეგო.რომ მცოდნოდა რაც მოყვებოდა ამ მცდელობას არასოდეს ვიზავდი ამას.ეს გოგო იყო ჩემი პირველი სიყვარული.პირველი ქალი იყო ვინც გააღვიძა ჩემში სიყვარულის ნიჭი.
მაგრამ ჩემმა ძმაკაცმა ყველაფერი წყალში გადამაყარა. თურმე ეს გოგო ბებიამისი ვენერას ახალგაზრდობის სურათი იყო და ამან ფოტოშოფში მიალამაზ-მოალამაზა.ისე პირველი არ ხარ ვინც ამ სურათს იპარავსო ეგრევე დაგწვი ჯიბეში რომ გააქანე მაგრამ არ გაგიტეხეო.ბოლოს ვიზიარებ ძმაო მითხრა და ახარხარდა.
This post has been edited by lasa on 12 Apr 2014, 03:32