ერთხელ, დიდი ხნის წინ, გავიჩხირე
ალპებში (მატარებლიდან ჩამომსვეს!

), ქალაქ ბრენეროში, რომელიც ბრენერო იტალიის მხრიდანაა, ხოლო ბრენერ - ავსტრიის მხრიდან. მოკლედ, "ზაკონ ესტ ზაკონ" თუ ვინმეს გინახიათ, აი ეგ სიტუაციაა....

ჩამომსვეს აი ამ სადგურზე (ჯერ კიდევ იტალიის დალოცვილ მიწაზე) ჯერ კიდევ რემარკის რომანებით ცნობილმა გათახსირებულმა ავსტრიელმა მესაზღვრეებმა (შენგენი არ არსებობდა იმხანად, ბებერი ვარ...

) :

სურათი ზაფხულისაა სამწუხაროდ, მაგრამ ხალხნოოოო.... თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სასწაულია ზამთარში იქაურობა (არა და მე სწორედ ზამთარში ჩამირტყეს პასპორტში ის ცნობილი ავსტრიული ZURUCKGEWIESEN / ZUR DURCHREISE, ჯერ კიდევ რემარკიდან რომ მახსოვს

)
მაშინ მახსოვს, მითხრეს, მილანოში წადი უკან, 5 საათში იქნება მატარებელიო, დილაადრიან და მე ის უმხიარულესი ღამე, ბრენეროში გატარებული არ დამავიწყდება არასდროს.
ესაა ტორტივით ქალაქუშკა, "თბილი" თოვლით, სადაც დღედაღამ გულავია, ყველგან მუსიკა ისმის, თხილამურებიანი ხალხი დადის, სუნი დგას ვანილის და ახლად გამომცხვარი ბულკის, ცა მოწმენდილია, ყველა ერთმანეთს უღიმის....
მოკლედ, ჩამოვედი, ცხადია, მატარებლიდან, უახლოეს ბარში დავტოვე ბარგი, ერთი კათხა ლუდი დაურტყი და ხმამაღლა შეუკურთხე ავსტრიელებს (რითაც იტალიელი ბარმენის აღფრთოვანება და კიდევ ერთ კათხაზე დაპატიჟება დავიმსახურე, მერე - კიდევ ერთზე და ისევ, მოკლედ, რამდენიც ავსტრიელებს ვაგინებდი, იმდენს ეს ვიღაც პეპინო მუქთას მისხავდა

).
ბოლოს შევედი ქალაქში, კიდევ შევსვი ლუდით ავსტრიელი მესაზღვრეების სადღეგრძელო, კაზინოში 10 დოლარი წავაგე, აბსოლუტურად ფანტასტიკურ ნაშობას და მთელ ამ სასწაულს უყურე, ორი სამი ნაბიჯი თხილამურებითაც გადავდგი და სულ ჩემ თავს ვეუბნებოდი: Look at this, Johnnie, look at all this.... you'll never be part of this, never....

ერთი სიტყვით, რა მადლიერი ვარ იმ ვიღაც ტიპის, ვინც მატარებლიდან ჩამოგვსვა მე და ჩემი ძმაკაცი და იტალიიდან გერმანიაში (მიუნხენში მივდიოდით) იმ ღამეს არ გაგვატარა, რომ იცოდეთ>...

.... დილით 5 საათზე გავაჭერით უკან მილანოში და მიუნხენში იქიდან გადავფრინდით
This post has been edited by Johnnie Walker on 30 Jun 2007, 20:27