ეს მასალა საიტიდან წაიშალა და ამიტომ ამ ტექსტს დავდებ.
მაინც ვერ გავიგე მოიძებნა საავადმყოფო თუ არა

"ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ!
პირველ რიგში ბოდიშს გიხდით ყველას, რომ სათანადოდ ვერ გაწვდიდით მიმდინარე ინფორმაციას. სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობა ვერ არის კარგად. შევეცდებით მოგიყვეთ ყველაფერი რაც აქამდე მოხდა.
- როგორც იცით, ნანიკო ხაჩიურისთვის, შეგროვდა თურქეთში სამკურნალოდ საჭირო თანხა, 160 ათასი დოლარი (იქიდან მოსული კალკულაციით).
რამოდენიმე ადამიანმა, ვინც თურქეთში მკურნალობა ჩაიტარა, ნანიკოს მამას უთხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ თურქეთში ანალიზებს წაიღებდა და ადგილზე შეათანხმებდა პროფესორთან ოპერაციის შესახებ თითოეულ დეტალს.
უმჯობესი იქნებოდა რადგან, ამ ადამიანების თქმით, ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი ხარჯების გამოჩენა და თანხის გაცილებით მომატება.
ნანიკოს მამა, ყველა გაკეთებული ანალიზების თანხლებით გაემგზავრა სტამბულის სამ კლინიკაში, კერძოდ:
- "Acibadem"-ში,
- "Florence Nightingale"-ში და
- "Liv Hospital"-ში.
"Acibadem"-ის კლინიკაში მისვლისას, ნანიკოს მამა, თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა, მთავარ პროფესორს. ანალიზების გადახედვის შემდგომ, პროფესორმა დაგვიდასტურა, რომ ოპერაციისთვის მართლაც 160 ათასი დოლარი იყო საჭირო. ასევე გაგვაფრთხილა, რომ მზად უნდა ვყოფილიყავით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. რომ ვკითხეთ თუ რას შეადგენდა ეს გაუთვალისწინებელი ხარჯები მან გვიპასუხა:
"ყოველ-მიზეზ გარეშე 40-50 ათასი დოლარი, ზედმეტად უნდა გეჭიროთო. გარდა ამისა, თუ ოპერაციას ძალიან გამწვავება მოჰყვა, შესაძლოა 100 ათას დოლარზე მეტიც კი დაგიჯდეთო"
მაგალითისთვის გვითხრა, ერთ-ერთ ქართველზე, რომელსაც იგივე დიაგნოზის მკურნალობა 600 ათას დოლარამდე დაუჯდა.
თანხებზე საუბრის შემდგომ, ვკითხეთ ოპერაციის შედეგების შესახებ. მან გვიპასუხა, რომ გადარჩენის შანსი არის 50-50 -ზე. იქვე დასძინა რომ სხვა იმედს ვერ მოგცემთო.
"Florence Nightingale"-ში ოპერაციაზე უარი გვითხრეს, მხოლოდ მკურნალობა შემოგვთავაზეს. მკურნალობის თანხა იყო 120 ათასი დოლარი, მათი თქმით, ოპერაციის გაკეთება სხვა კლინიკაში იქნებოდა საჭირო, სადაც თვითონვე გადაიყვანდნენ და თვითონვე გაუკეთებდნენ ოპერაციას. იმ დროისთვის ოპერაციის თანხა ვერ გვითხრა მდივანმა, რადგან პროფესორი დროებით სხვა ქვეყანაში იყო წასული.
"Liv Hospital"-ს რაც შეეხება, თურქეთში ყოფნისას შეგვხვდა ერთი ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც ამ კლინიკასთან თანამშრომლობდა, მისი თქმით, სტამბულის კლინიკებს შორის ყველაზე საუკეთესო "Acibadem"-ია, სხვაგან კი შედარებით ხარისხის დაბალი დონეა, თუ შესაძლებლობა გექნებათ იქნებ იქ მოაგვაროთ რამენაირად საქმეო - გვითხრა ამ ადამიანმა.
თურქეთიდან ჩამოსვლის შემდგომ, ქართული შუამავალი კომპანიის "Global Med"-ის საშუალებით, გერმანიაში, "ფრაინბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში" გავაგზავნეთ ანალიზები.
ამასობაში იაშვილის კლინიკაში, ვესაუბრეთ ქალბატონ ნინო ტოტოღაშვილს, იგი არის ონკოლოგ-ჰემატოლოგი და უზრუნველყოფს არასრულწლოვან ბავშვების სამკურნალოდ გაგზავნას გერმანიაში.
ქალბატონ ნინოს ვაჩვენეთ ანალიზები, მან გვითხრა, რომ ამ დაავადებით, იგივე დიაგნოზით, ორი არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავდა გაგზავნილი. გერმანიაში ამ ბავშვების გამოკვლევის შემდგომ იქაურ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ 80%-ით არ იყო საჭირო ოპერაციის გაკეთება. მართლაც, ამ ბავშვების დიაგნოზი დაექვემდებარა მკურნალობას ოპერაციის გარეშე.
(სამწუხაროდ ნანიკოს სრულწლოვნების გამო, ვერ მოხდა იაშვილის კლინიკის საშუალებით მისი გერმანიაში გამგზავრება)
რამოდენიმე დღის წინ, ქართული შუამავალი კომპანიის "Global Med"-ის საშუალებით, გერმანიიდან დაბრუნდა პასუხები. მოსული დოკუმენტების მიხედვით, ითხოვენ საოცრად დიდ თანხას, კერძოდ, 463-ათას ევროს. ამ ამბავმა ძლიერ დიდი შეშფოთება გამოიწვია ნანიკოს მშობლებზე და მის ახლობლებზე.
იმის გამო რომ ნანიკოს გამგზავრება გაიწელა დროში, აუცილებელი იყო მეორე ქიმიო-თერაპიის გაკეთება, დაავადების დროებით შეჩერების მიზნით.
თვის დასაწყისში, თუ ვერ მოხდა ნანიკოს გამგზავრება, საჭირო გახდება მესამე ქიმიო-თერაპიის ჩატარება.
"ვართ ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში, თხოვნით მოგმართავთ ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ნანიკოს ამბავი. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ გერმანიაში მკურნალობის შესახებ ან დაჩქარებულ ვიზებთენ დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ საჩქაროდ გამოგვეხმაურეთ, რადგან დრო ძალიან ცოტა გვაქვს."
- ნანიკოს მამის თხოვნით.
- ღმერთმა დაგლოცოთ, უფალი გფარავდეთ..."