ამ თემაში ვისაუბროთ ქართველთა წარმართულ პანთეონზე; მათ პარალელებზე სხვა რელიგიებთან, მითებთან, ისტორიულ წყაროებთან, მოვლენებთან.
საუბარს ვიწყებ თეთრი გიორგის, ანუ მთვარის ღვთაებით და არმაზის კერპით.
არმაზის სახელწოდების შესახებ არსებობს მრავალი მოსაზრება; ერთ-ერთს ბერძანულ ჰერმესის კულტთთან მივყავართ. არმაზ -ჰერმეს.
ვნახოთ რა ცნობებს გვაწვდის ეფთიმე მთაწმინდელი:
"სახელის დებანი იგი საწარმართოთა კერპთანი, რ՜ლნი მათ ღ՜თდ შერაცხნეს რ՜ლნიმე მამათა და რ՜ლნიმე დედათა სრულიად მოისპენ ― დიოს, ანუ აპოლოს, ანუ არტემის ანუ ბოჩი და გაცი და ბადაგონ და არმაზ ანუ რომელ იგი წნეხასა ყურძნისასა ბილწისა მის დიონისეს სახელს იტყვიან ... ესე ყოველი საეშმაკო არს და მოისპენ ქრისტეანეთაგან"(ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. 1)
მეორე მოსაზრებით შეგვიძლია ამსახელდების აჰურა მაზდასთან გაიგივება, რადგან საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების მცდელობები უეჭველად იქნებოდა
არ-მაზ შეიძლება წარმოდგებოდეს
აჰურ-მაზდ_ ადან.
სახელდება აჰურა მაზდა ცნობილია ასევე შემდეგი სახეებით:
ჰოურმაზდ - ჰორმაზდ - ჰურმუზ. არმაზის კერპის შემოღება ფარნავაზ მეფეს უკავშირდება ძვ. წ. IV–III საუკუნეებში. ივ. ჯავახიშვილი, მ. წერეთლის აზრით, სახელის კავშირი აჰურა მაზდასთან, ხოლოდ ამით შემოიფარგლება და ამ კერპის გარეგნობა და ატრიბუტიკა მიანიშნებს იმას, რომ ეს მცირე აზიური სინათლის ღვთაება "თეშუბი" იყო.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პირველად წყაროები ცეცხლთაყვანისმცემლობაზე ძვ.წ. VI–III საუკუნეებში ჩნდება და ეს პერიოდი ფარნავაზის მართველობასაც ემთხვევა.
ჩემთვის საინტერესოა ისიც, რომ სახელი უეჭველად მტკიცდება, რომ აჰურა მაზდადან მოდის. ახლა სად შეიძლება მიგვიყვანოს ამ ცეცხლის ღმერთის წარმომავლობის კვლევამ.
სახელის ეტიმოლოგიას მივყავართ ინდო-ირანულ ღვთაებებათა დაბალი რანგის წარმომადგენლებთან რომლებსაც ეწოდებათ "ასურა" "აშურა" ხშირ შემთხვევებში დემონებად, ტიტანებად წარმოდგენილნი. ისინი წარმოადგენენ ინდური "დევების" "დევა" ოპონენტებს. დევებს "სურებიც" ქვიათ. სურა და მისი ოპოზიტი ა-სურა (ა-ჰურა).
ამ სახელდების მეორე ნაწილია "მააზდა". ამ ხაზის მიხედვით მისი წარმომავლობა შეიძლება დაუკავშირდეს სანსკრიტული წარმომავლობის სიტყვას "მედჰა", რაც ნიშნავს ინტელექტს, სიბრძნეს. ა-სურა (ა-ჰურა) მ-ე-დჰ-ა (მ-ა-ზდ-ა).