Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული ერთადერთი
, აგრარული პროექტი 6 თვით ჩერდება, 10 ლიმონი წყალში?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PREDATOR
Crazy Member თავი გაბია
ჯგუფი: Moderators
PREDATOR
Crazy Member თავი გაბია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45499
წევრი No.: 10657
რეგისტრ.: 7-June 05
#40578785
· 14 Apr 2014, 15:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული ერთადერთი აგრარული პროექტი 6 თვით ჩერდება
საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული ერთადერთი აგრარული პროექტი დროებით, 6 თვით ჩერდება. მეღორეობის ფერმა „კალანდაში“, რომელშიც 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, 10 ათასივე ღორი აფრიკულმა ჭირმა იმსხვერპლა და კომპანია 5–მილიონიან ზარალზე გავიდა.როგორც commersant.ge–ს ფერმის მფლობელი კომპანიის „გეო აგროს“ დირექტორმა, ანრი ბაციკაძემ განუცხადა, პრევენციული ზომების მიუხედავად, დაავადება მაინც გავრცელდა და საერთო ჯამში მეურნეობის ყველა ღორი გაანადგურა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის აღმოსაფხვრელად შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც კარანტინი გამოცხადდება და ფერმა 6 თვით დაიხურება.
„მომავალი წლის იანვრიდან ვაპირებთ ფერმის განახლებას, ისევ ინგლისური ჯიშის ღორებს შემოვიყვანთ და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ“, – განაცხადა ბაციკაძემ.
„კალანდას“ მეღორეობის ფერმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის საწარმოო ფართობი 13 ჰა-ს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა. ფერმა 7 საწარმოო შენობას მოიცავს, ითვალისწინებს კომბინირებული საკვების ქარხნის მოწყობას და სასაკლაოს მშენებლობას.
მეღორეობის ფერმის საწარმოო კომპლექსის პროექტირება და ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოწოდება გერმანული კომპანიის ,,Big Dutchman”-ის მიერ განხორციელდა.
როგორც ჩანს, მეღორეობის ფერმის დროებითი, იძულებითი დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საპარტნიორო ფონდში. 2 დღის წინ commersant.ge–სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტმა ირაკლი კოვზანაძემ ამ პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და სანიტარულ–ჰიგიენური ევროპული ნორმების სრული დაცვით გამართული მეღორეობის ფერმა, რომელიც 2014 წლიდან ღორის ხორცზე ადგილობრივ მოთხოვნას 20–25%–ით დააკმაყოფილებს. მას ფერმაში დღეს არსებულ პრობლემებზე არ უსაუბრია.
„ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია და სახელმწიფოს, საბანკო სექტორის და მეწარმეთა თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს“, – აცხადებდა კოვზანაძე რამდენიმე დღის წინ.
http://commersant.ge/?page=news&id=7946
--------------------
დრიხტ კინგი
სოფლის ნაქები ახალგაზრდობის წევრი
მისი სამეფო უმაღლესობა პრინც გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონის N7
ორი ამერიკული წყალქვეშა თვითმფრინავი 4 საათში იქნება შავ ზღვაში. (c) picpic
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
REIDI
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
REIDI
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 27141
წევრი No.: 103794
რეგისტრ.: 31-October 09
#40578843
· 14 Apr 2014, 15:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მართლა კაი პროექტი იყო.....დიდი ხნის წინ დაწყებული....
ესე როგორ გავრცელდა აფრიკული ჭირი წესიერად რატომ არ მიიღეს პრევენციული ღონისძიებები.....
ბანკიდანაც აქვთ დიდი სესხი გამოტანილი...რამხელა ზარალია
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0204 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.