სასიამოვნო ინფორმაცია მეგობრებო
სასიამოვნო ინფორმაციის ეპიცენტრი რაღათქმაუნდა გორი და რაღათქმაუნდა Gori drift battle 2014.
13 აპრილს, გაიმართება შეჯიბრი დრიფტში, ქალაქ გორში. რომელსაც რათქმაუნდა წარმოგიდგენთ კლუბები:
e30 club georgia
e36 club georgia
Gori auto club
===ზოგადი ინფო===
შეჯიბრი მიზნად ისახავს როგორც მეგობრულ გართობას, ასევე ტრადიციის გაგრძელებას.
ვინაიდან ყოველ წელს ეს ქალაქი მასპინძლობს ამ ძალიან თბილ და მეგობრულად ჩატარებულ შეჯიბრს.
===მიმდინარეობა===
შეჯიბრი, როგორც მოგახსენეთ იქნება 13 აპრილს.
რეგისტრაცია დაიწყება უკვე 11 აპრილიდან (გორში და თბილისში)
შეწყდება გორში 13 აპრილს, 12:00 საათზე.
შეჯიბრი დაიწყება 13:00 საათზე.
სარეგისტრაციო თანხა 30 ლარი.
===შეჯიბრის დეტალები===
შეჯიბრი იქნება 4 ეტაპიანი, 4 სხვადასხვა ტიპის ტრაექტორიით რომელსაც სურათად მივამაგრებთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ტრაექტორიები არის უბრალოდ ზოგადად რომ წარმოდგენა შეგექმნათ, რეალური მაშტაბები უკვე ადგილზე გამოჩნდება.
როგორც წინა წელს, წელსაც ვეცადეთ რომ მაქსიმალურად არ ყოფილიყო მკაცრი წესები და მაქსიმალური სიამოვნება მიეღო თითოეულ მონაწილეს, შედეგად:
თავდაპირველად თიოთეული მონაწილე გაივლის 2 ეტაპს, 2 ეტაპის გავლის შემდეგ დაჯამდება მათი ქულები და გადავა შემდეგ ეტაპზე მონაწილეთა დაახლოებით 50-70% (ყოველივე ეს დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე).
2 ეტაპის შემდგომ ნულდება ქულები, დარჩენილი მონაწილეები კი გაივლიან კვლავ 2 ეტაპს, კვლავ დაჯამდება ქულები და პირველი 3 მონაწილე გადაინაწილებს 1,2,3 ადგილებს.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რა იქნება იმ შემთხვევაში რომ ქულების თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდეს მონაწილეებს შორის, ეს რომ ნათელი გახდეს მოგიყვანთ მაგალითს:
მონაწილე 1 – 20 ქულა
მონაწილე 2 - 20 ქულა
მონაწილე 3 – 10 ქულა
მონაწილე 4 – 10 ქულა
მოანიწლე 5 – 10 ქულა
მოცემულ შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ეტაპი, სადაც ივლის მონაწილე 3,4,5 და მათ შორის საუკეთესო გახდება 3 ადგილოსანი, თავის მხრივ 1,2 მონაწილეს შორის დაინიშნება დამატებითი ეტაპი და ისინი გაინაწილებენ 1,2 ადგილს.
ვარიანტები რათქმაუნდა ძალიან ბევრნაირია, მაგრამ ძირითად იდეას ალბათ ყველა კარგად მიხვდებით თუ როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.
====მონაწილეთა საყურადღებოთ===
თითოეული ტრაექტორიის დასრულების შემდგომ, როდესაც მსაჯი მიუთითებს რომ დაბრუნდეთ ადგილზე, დამატები ზანოსით გასვლა მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ან მსგავსი ნებისმიერი ქმედება იქნება დასჯადი რომელიც აისახება მისი ქულების დაკლებაზე, იდეა იყო რომ დისკვალიფიკაცია მიგვეცა, მაგრამ კვლავაც მაქსიმალურად ვამსუბუქებთ და მხოლოდ ქულების დაკლებით შემოვიფარგლებით.
იმისათვის რომ დაიშვათ შეჯიბრზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
1) მანქანა უნდა იყოს უკანა წამყვან თვლებიანი.
2) არანაირი დახსნილი ე.წ ბაგაჟნიკები და კაპოტები. (არ მაქ საუბარი გამონაკლისებზე).
3) რათქმაუნდა არნაირი შეზღუდვა საბურავებზე.
4) გამომსვლელი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გინდა პროფესიონალი გინდა მოყვარული და გინდა დამწყები.
5) ნასვამ მდგომარეობაში შემჩნეული მონაწილე ავტომატურად გამოეთიშება ასპარეზს. გაკონტროლდება ალკო ტესტით. (გვქონია მსგავსი შემთხვევები და ძალიან სასიამოვნო არ ყოფილა ნამდვილად).
რაც შეეხება ჟიურს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორ წინა წელს, წელსაც რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან მიკერძოება და უსამართლობა, ვეცდებით რომ ძირითადი კლუბებიდან თითო ადამიანი იყოს.
===მაყურებელთა საყურადღებოდ===
ძალიან ვთხოვთ ყველას, რომ ჩვენ ჩვენ საუკეთესოს ვაკეთებთ რომ ღონისძიებამ წარმატებით ჩაიაროს, ხელის შემშლელი ფაქტორი მხოლოდ ერთია: ხალხის გზაზე გადმოსვლა.
მაქსიმალურად ვეცდებით რომ გავაკონტროლოთ, მაგრამ მაყურებლებს მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვეხმაროთ მხოლოდ იმით რომ შეჯიბრის მიმდინარეობისას გზაზე არ გადმოხვიდეთ და ისე ჩავატაროთ შეჯიბრი, როგორც შეგვეფერება თითოეულ იქ მყოფს და ზოგადად ამ ქალაქს.
===პრიზები===
ფულადი საპრიზო
1 ადგილი - 200 ლარი
2 ადგილი - 150 ლარი
3 ადგილი - 100 ლარი.
"პრემიუმ აუტონაწილები":
სასიამოვნო ინფორმაცია, "პრემიუმ აუტონაწილები", რომელიც არის e30&e36 კლუბების სპონსორი/პარტნიორი, ამ შეჯიბრზე ჩვენს მიერ გაფორმებული შეთანხმებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამოგვიყოფს ვაუჩერებს, რომელსაც გამარჯვებულები გამოიყენებენ მათ მაღაზიებში.
1 ადგილი - 150 ლარიანი ვაუჩერი
2 ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი
3 ადგილი - 50 ლარიანი ვაუჩერი.
და + "პრემიუმ აუტონაწილების" სიმპატია, რომელსაც აირჩევს ჟიურიში მყოფი "პრემიუმ აუტონაწილების" წარმომადგენელი.
ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება კიდევ რამოდენიმე ორგანიზაციასთან, რომელსაც აუცილებლად შეგატყობინებთ წარმატებით შეთანხმების შემთხვევაში.
გავიაროთ მონახაზები:
ეტაპი 1:
http://goo.gl/9QQBsP პირველი ეტაპი იქნება რვიანი.
სულ 2 წრე.
ტრაექტორიის სუფთა გავლა 6 ქულა.
თითოეულ ბურთზე მანქანის უკანა საქარე მინის შემდგომ გარტყმული ნაწილი(ე.წ "ბაგაჯნიკი", "უკანა კრილო") ჩაითვლება დამატებით 1 ქულად იმ შემთხვევაში თუ ნახევარ წრეს მთლიანად დაასრულებს მრბოლელი.
დრიფტიდან გამოსვლის შემთხვევაში თუ ნახევარი წრე მაინც არ არის დასრულებული ბურთის ქულა იმ შემთხვევაშიც კი თუ მანქანით შეეხეთ არ ჩაითვლება.
რადგანაც ვურტყამთ 2 წრეს, შესაძლებლობა გვაქვს ბურთს შევეხოთ 4 ჯერ. საერთო ჯამში 10 ქულა იქნება იდეალურად გავლის შემთხვევაში.
[უფრო დეტალურად ადგილზე ავხსნით კიდევ ერთხელ, შეჯიბრის დაწყების წინ].
ეტაპი 2:
http://goo.gl/wqCJdp აქ ალბათ ყველაფერი ნათელია, უპირატესად ჩაითვლება რათქმაუნდა წითელ ნიშნულთან ახლოს გავლა (დასაწყისში რომ 3 ნიშნულია ეგ იგულისხმება).
აქ მთლიანად იწერება 10 ქულა. ყველანაირი ბურთის გარეშე.
ეტაპი 3:
http://goo.gl/VJSbM4 მოცემული ტრაექტორია, როგორ ვხედავთ არის "ზმეიკა".
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშტაბები უბრალოდ წარმოსახვის შესაქმნელად არის, დანარჩენი ადგილზე გაითვლება და გაიზომება.
როგორც ვხედავთ არის 3 ბურთი.
თითოეულთან შეხება იქნება დამატებით 1 ქულა.
ანუ ტრაექტორიის სუფთა გავლა 7 ქულა, დამატებით მოპოვებული 3 ქულა.
ეტაპი 4:
გავითვალისწინეთ რა წინა წლის მეოთხე ეტაპის სირთულე გადავწყვიტეთ გაგვემარტივებინა და აგერ მეოთხე ეტაპიც ვიხილოთ:
http://goo.gl/MxLHHV ყველაფერი ნათელია, დავამატებ ერთს: ზედა შიდა წრეს მრბოლელი არტყამს 2 წრეს (ვიზუალურად ძალიან ცუდად ჯდებოდა ასე რომ 1 ტრაექტორიად დავხატეთ).
იწერება სუფთა 10 ქულა ყველანაირი ბონუს ქულის გარეშე.
მოკლედ, მაქსიმუმი რაც მოვახერხეთ გადმოსაცემად ეს არის, სხვა ყველა დეტალს შეჯიბრის დაწყებამდე გამართულ გასაუბრებაზე შეგატყობინებთ.
===ჩვენი პოციზია===
ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, როგორც ავღნიშნე e30&e36&gori auto club მთავარი მიზანი, როგორ სხვა ყველა წინა ჩვენს მიერ ჩატარებული შეჯიბრის იყო და არის მეგობრული და გასართობი შეჯიბრის ჩატარება. ვაკეთებთ მაქსიმუმს რომ ელემენტარულით შევეხიდოთ გამარჯვებულებს მაინც.
თბილი გარემო, კარგი აურა, მეგორბული ატმოსფერო, არავინ არავიზე ნაწყენი, გულში ჩადებული და ა.შ
რათქმაუნდა ფინანსურ დაინტერესება რომ 0-ია ამ თემაზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებთ
მოკლედ გელით ყველას, და გვაქვს თქვენი იმედი.
===კონტაქტი===
ორგანიზატორულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
https://www.facebook.com/xnt030https://www.facebook.com/dato.iarganashvili იმ ფოტოგრაფებს ვისაც აქვთ სურვილი რომ გადაიღონ სურათები მოედნიდან გთხოვთ მიმართოთ:
https://www.facebook.com/irakli.pichkhaiahttps://www.facebook.com/davit.tatishvili