სამშობლოს ღალატში ბრალდებული კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ახალი ხელისუფლების პირობებშიც ვერ ახერხებს ქვეყანაში დაბრუნებას . არადა, სწორედ ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ პრეზიდენტს და მის გარემოცვის სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულში ამხელს და გამოძიებას ამის კონკრეტულ ფაქტებსაც დაუდებს.
Geotimes. ge რუსეთში მყოფ ემზარ კვიციანს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო ემზარ, ძალიან გაჭიანურდა თქვენი საქმის ხელახალი გამოძიება, არადა იუსტიციის მინისტრი ამის აუცილებლობაზე საუბრობდა, არც პოლიტდევნილის სტატუსი მიგიღიათ ჯერჯერობით, რას უკავშირებთ ამას?
-ფაქტია, მართლაც ძალიან ჭიანურდება ჩემი საქმე, ვხედავ რომ ჩემი ჩამოსვლა დღევანდელ ხელისუფლებასაც არ აწყობს. პოლიტდევნილის სტატუსის მეორად სიაში მოვხვდი, რომლის განხილვაც გაურკევევლი ვადით გადაიდო და როგორც გავიგე ახლა საერთოდ აღარ აპირებენ განხილვას, არადა 108 კაცი ველოდებოდით ამ სტატუსს . უკვე იმედი აღარც მაქვს რომ გვაღიარებენ, ღია პასუხი ვერ მოვისმინე ამაზე.
ასევე არანაირი პასუხი არ მაქვს ქონების დაბრუნებაზეც. როცა სამშობლოს მოღალატედ შემრაცხეს, ყველაფერი წამართვეს, აღარაფერი მაბადია საქართველოში. . ნათესავს ვიღა ჩივის, თუ როდესმე ვინმესთან სტუმრად ვყოფილვარ და იცოდნენ რომ ვახლობლობდი, მათაც კი ზოგს მიწას ართმევდნენ და ზოგს ბიზნესს .
ჩემი ოჯახი 6 თვეა უკვე საქართველოშია და დღემდე ნათესავებთან ათევენ ღამეს, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან. თბილისში ჩვენი ბინა ეკონომიკის სამინისტრომ საკუთარ ბალანსზე გადაიყვანა, მაგრამ ახლა შსს კონტროლის ქვეშაა, არავინ ცხოვრობს იქ და როგორც გავიგე ავეჯიც შენახულია. უკვე ოჯახმა რამდენიმეჯერ მიმართა ყველა უწყებას, მაგრამ უშედეგოდ.
ახლა ღარიბაშვილს პირადად ვთხოვ თქვენი საშუალებით, რომ სანამ საბოლოოდ სამართლებრივად დამიბრუნებენ ბინას, ჩემი ოჯახის წევრებს მისცენ ჩემ საკუთარ სახლში შესვლის უფლება. ბოლოსდაბოლოს , დევნილები სხვის სახლებში შედიან და საკუთარ სახლში რომ შეუშვან ჩემი ოჯახი ამით არაფერი დაშავდება ან პასუხი გაგვაგებინონ თუ ისევ არ არის ამის პოლიტიკური ნება, უკან ჩამოვიყვან და მივხედავ რამენაირად.
- ბატონო ემზარ, დღევანდელ ხელისუფლებას რატომ არ უნდა აწყობდეს თქვენი დაბრუნება?
- ხელისუფლებაში ახლაც არიან ძალები, რომლებიც არ მოქმედებენ ქართული ინტერესებით. და სიმართლის მთქმელი არავის სჭირდება. საქართველოს დანაწევრების სურვილი და გეგმა კარგახანია არსებობს, გლობალურ პოლიტიკაში კარგახანი ყველაფერი გადაწყვეტილია.
ყოველთვის ვიძახდი, სანამ გრანტებზე იმუშავებენ ქართველები, მანამდე არაფერი ეშველება ჩვენ ქვეყანას.
კარგახანია მივხვდი, რომ გარეგნული პროდასავლურობაც ფარსია. ყველა ორმაგ თამაშს თამაშობს და არა მხოლოდ საქართველოში. დადასტურებული ფაქტი არ მაქვს, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ იგორ გიორგაძეს და რესპუბლიკელებს შორის გარკვეული ურთიერთობაა. ვეჭვობ სწორედ ამ კავშირის შედეგია, რომ მე ამომიღეს პოლიტდევნილთა პირველი სიიდან.
- რაც შეეხება ალასანიას? დღეს ისაა თავდაცვის მინისტრი, როგორც ვიცი მასაც ადანაშაულებდით კოდორის ხეობის ჩაბარებაში, ხომ არ დაკავშირებიხართ რაც თავდაცვის უწყება ჩაიბარა...
-არა, ამით რა შეიცვლებოდა. ჩემთვის ისეც ბევრი რამ ნათელია. თავდაცვის უწყებაში დავით თევზაძე იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია.
ალასანიას კოდორის ჩაბარებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს! რა იყო საჭირო იმისათვის, რომ კოდორი ჩაბარებულიყო? - პირველ რიგში, კვიციანის მოშორება ხეობიდან. ამიტომაც პირველი, რაც ალასანიამ გააკეთა, როგორც კი მოვიდა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, გუბერნიის გაუქმება იყო. მეორე აუცილებლობას რაზმ „მონადირის” გაუქმება და განიარაღება წარმოადგენდა, რაც ოქრუაშვილმა შეასრულა კიდეც. შემდეგი ეტაპი კი ყველა მეომრის ციხეებში გაშვება იყო, ვისაც კი შეიძლება, წინააღმდეგობა გაეწია კოდორის ჩაბარებისათვის. და მთავარი - წინა ხელისუფლება მზად იყო, ნატოს წევრი ქვეყნებისა და კერძოდ, ბუშის ადმინისტრაციის, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან კვიციანი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.
შესაძლოა შევარნაძეს ბევრ რამეს აბრალებდნენ, მაგრამ კოდორი რომ შენარჩუნებული იყო ეს მისი გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს. ამის მაგალითებია 2001 წელს გილაევის შემოყვანა კოდორში, 2002 წლის 12 აპრილს რუსეთის დესანტის გადმოსხმა, რომელიც შეთანხმებული იყო ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, კერძოდ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან და რიგ სხვა მაღალჩინოსნებთან. შემდეგი ნაბიჯი იყო 2002 წლის აგვისტოს დასაწყისში ისევ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით მარუხის უღელტეხილთან დაახლოებით 25-30 კილომეტრი ტერიტორიის დათმობა იყო, რომელიც მე და ჩემმა ხალხმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 2002 წლის 13 აგვისტოს გავათავისუფლეთ და მთელ ტერიტორიაზე კონტროლი აღვადგინეთ. როცა ამ ყველაფერს შეხედეს, ხელისუფლებაში ითქვა ასეთი ფრაზა: "სანამ კვიციანი არის, ვერავინ ხეობას ვერ ჩააბარებსო".
როცა სააკაშვილის ხელისუფლება მოდიოდა, მე მაშინვე ვთქვი, რომ მას კოდორის ჩაბარების ვალდებულება ექნებოდა აღებული, რაც შეასრულა კიდეც. ამის შესახებ ვამბობდი ყველგან, მაგრამ ვინ დამიჯერა?! მავანს ეგონა, რომ მე იქედან ვიკვებებოდი - დიახ, კოდორი ჩემი ავტორიტეტი იყო, დიახ, მე ვიყავი უმდიდრესი და უბედნიერესი, რომ ვიყავი კოდორელი. რაც შეეხება ალასანიას, “მონადირის” გაუქმება მარტო ოქრუაშვილის "ხუშტურებს" არავინ დააბრალოს! ეს იყო საერთო გეგმა, რომელიც ამ გუნდს მიზნად ჰქონდა დასახული. მე ეს ვიცოდი, ამიტომაც დავუხვდი წინ თოფის ჰაერში სროლით და ამიტომ ავტეხე მთელი ამბავი. ამბოხიც იმიტომ იყო, რომ მინდოდა, ხეობა მოსალოდნელი საფრთხისაგან გადამერჩინა. მითხრას ვინმემ, ვისაც ოდესმე სამშობლო დაუცავს და საერთოდ, გული უძგერს ქვეყნისთვის: როცა იცი, რომ სამშობლოს გიყიდიან, ამდენი სისხლის და წვალების შედეგად შენარჩუნებულ ხეობას ჩასაბარებლად გიმზადებენ, არ აიღებს იარაღს ხელში და არ გასცემს საკადრის პასუხს?! არგუმენტად მიყენებენ, რომ არაკონსტიტუციური იყო ჩემი ქმედება, როცა ვხედავდი რომ ეს „კონსტიტუციური“ ხელისუფლება სამშობლოს მიყიდიდა მე გულხელდაკრეფილი ვერ დავჯდებოდი, ამიტომ ბოლომდე ვეწინააღმდეგებოდი.
ალასანიას ხეობა 2004 წელს გადავაბარე. იმის შემდეგ მამაჩემის საფლავზეც კი არ ვყოფილვარ. ორი წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ ხეობის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი "დაემუშავებინათ", რათა მერე წინააღმდეგობის გამწევი არავინ ჰყოლოდათ. 2004 წელს ალასანიას შევხვდი და პირდაპირ ვუთხარი რომ ხელისუფლებას აშშ-ის ადმინისტრაციისგან ხეობის ჩაბარება ჰქონდა დავალებული. ის, რა თქმა უნდა, არ დამეთანხმა. შემდეგ ვკითხე, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ კოდორი არ ჩაბარდება-თქო? ამაზე სიტყვა-სიტყვით მიპასუხა: "მე, ირაკლი ალასანია ვიქნები პასუხისმგებელიო".
ახლა შესაძლოა ირაკლი ალასანია ამბობს, რომ უბრალოდ საჯარო მოხელე იყო, მაგრამ არ გამოუვა პასუხისმგებლობის აცილება. გაეროში სწორედ ის ახმოვანებდა და ასრულებდა ხელისუფლების მოთხოვნებს და „ყაჩაღებად“ გვაცხადებდა, არადა თვითონაც კარგად იციცს რას ნიშნავს ჩემთვის კოდორი.
-ბატონო ემზარ, კოდორის ჩაბარება საკმაოდ საეჭვო ვითარებაში მოხდა, სხვათაშორის აგვისტოს მოვლენების გამოძიებაზე როცა საუბრობენ, აქცენტი უფრო მეტად ცხინვალის რეგიონზე კეთდება, რატომღაც კოდორზე ნაკლებად საუბრობენ...
-კიდევ ერთხელ ვამბობ 2008 -ში კოდორი უბრალოდ გაუფორმეს, ეს იყო წლების მანძილზე გატარებული არაქართული პოლიტიკის შედეგი. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე დღიანი საომარი მოქმედებების გამოძიება არაფერს მოგვცემს. თან ვინ უნდა გამოიძიოს? ან კიდევ სიმართლე ვის სჭირდება? როცა საერთაშორისო საზოგადოებას თავად დიდი წვლილი მიუძღვის ტერიტორიების გადანაწილებაში.
სამშობლოს ღალატში მე დამადანაშაულეს, ამას ვინ დაიჯერებდა, ვინც მიცნობს არავის შეპარვია ამაში ეჭვი. უნდოდათ დაეჯერებინათ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ კვიციანი მოღალატეა, მეამბოხე. ჯერ ჩემი სახელის და ავტორიტეტის გატეხვას შეეცადნენ, უნდოდათ გავლენა დამეკარგა კოდორში. აგვისტოს ომის დროს კი, როცა კოდორის გადაცემა გადაწყვეტილი იყო ხმები დაყარეს კვიციანი მოუძღვება რუსებს წინო . მე ვიცოდი რასაც აპირებდნენ, ისიც ვიცოდი რომ მე დამაბრალებდნენ ამას, ამ დროს სოჩაში ვიყავი, იქ ბაზარში ბევრი ქართველია და მათთან მივედი, შემოვიკრიბე ქართველები და ვუთხარი, რომ კოდორის ჩაბარებას აპირებდნენ და მ ედამაბრალებენ-თქო. ასეც მოხდა, მართლა წინდახედულად მოვიქეცი იქ, რომ მივედი, რადგან მოვაჭრეებს საქართველოში ნათესავები ჰყავდათ, შესაბამისად მალე გავრცელდა საქართველოშიც და როცა გავრცელდა ხმა თითქოს აფხაზეთიდან რუსების ჯარს მოვუძღოდი, მალევე გაქარწყლდა, რადგან სოჩაში ქართველებთან ერთად ვიყავი იმ დღეებში.
მე რომ მერაბიშვილის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე ვსაუბრობდი, არავის სჯეროდა. ახლა ამაზე უკვე თავად „ ნაციონალებიც“ ალაპარაკდნენ. მე ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე 2007 წელს დავრწმუნდი. 2007 წელს მერაბიშვილი მოულოდნელად ავიდა კოდორის ხეობაში, რუს ოფიცრებს შემხვდა , მწვადები ჭამეს ტყეში და იქეიფეს, მერე კი როცა დაიშალნენ იმ ადგილს, სადაც ქეიფობდნენ რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს, ვითომ ტერაქტი იყო მერაბიშვილზე. რაღა გამოძიებაა საჭირო, როცა იარაღის გაუსვრელად დაუთმეს კოდორი რუსებს, ნატოს ტექნიკიანად. ეს იყო არნახული, ღია და დაუფარავი ღალატი.
_ ბატონო ემზარ, თუ უკვე კარგახანია კოდორის ამბავი გადაწყვეტილი იყო, თეორიული შანსი მაინც იყო, რომ როგორმე შეგვენარჩუნებინა?
-კოდორი ბევრჯერ გადავარჩინეთ, ჩვენ გვქონდა ჯენტლმენური შეთანხმება აფხაზებთან, რომელიც აღარ ირღვეოდა არცერთი მხრიდან და ურთიერთობაც მოგვარებული გვქონდა. ნდობას კი მხოლოდ ის ადამიანები იმსახურებენ, ვინც არ ტყუის, არ ღალატობს თავის სიტყვას, ვინც ნამდვილი ვაჟკაცია და არა ფლიდი და ლაჩარი, როგორც სააკაშვილი! მე და ჩემს მიერ შექმნილმა რაზმმა ხეობის შენარჩუნება 14 წლის მანძილზე შევძელით -მაშინ, როცა საქართველო ყველაზე სუსტად იყო ეკონომიკურად და ახლა მითუმეტეს შევძლებდით.
სააკაშვილს რომ კოდორის გადარჩენა სდომებოდა, სანამ შეიარაღებას შეიყვანა კოდორში , მანამდე ის ხელშეკრულება უნდა გაეუქმებინა, რომლის მიხედვითაც ქართულ მხარეს არ ჰქონდა უფლება იქ შესვლის. რატომ არ გააკეთა ეს? მაშინ ხომ სამართლებრივადაც გამართლებული იქნებოდა ქვედანაყოფის კოდორში შესვლა? ყველაფერი ისე გააკეთა როგორც დაუგეგმეს, ეს იყო კარგად დადგმული ორმაგი თამაში
- რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს? თქვენც ემიგრაციაში ხართ წლებია და ისიც, ხომ არ გქონიათ რაიმე სახის კონტაქტი, გაოპოზიციონერებული ოქრუაშვილი შესაძლოა ნანობდა კიდეც, რაც თქვენს წინააღმდეგ ჩაიდინა?
- არ მინახავს, თუმცა რამდენიმეჯერ რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, მაგრამ მე ვინ გამაგებინებდა, ყოველთვის გვიან ვიგებდი, ან ვინ მიმიშვებდა დასალაპარაკებლად ?!
ჩემსავით მარტო და ფეხით კი არ დადის ოქრუაშვილი, დიდი ამალა დაყვება. ოქრუაშვილმაც და ყველამ სააკაშვილიდან დაწყებული პასუხი უნდა აგოს საქართველოს დანაწევრებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც მათ წინააღმდეგ დღეს კონკრეტული ფაქტები გვაქვს ხელ-ფეხი-შეგვიკრეს. არვიცი რა გარიგებები- აქვთ ახალ და ძველ ხელისუფლებას , მაგრამ ჩემი არაერთი სტრუქტურის მიუხედავად არაა მათგან შემხვედრი ნაბიჯები, რომ საბოლოოდ მომიხსნან ბრალდებები და შევძლო ქვეყანაში დაბრუნება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დასაწყისში იყო აქტიურად განცხადებები- ჩემ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ ის რომ პოლიტდევნილად არ ვარ აღიარებული და ჩემ დასაც კი არ მიცეს პოლიტპატიმრის სტატუსი გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ახალმა ხელისუფლებამაც და ხალხმაც კარგად მინდა გაიგოს:
„ჩემი დანაშაული მხოლოდ ერთი რამაა, - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და იმ ხალხს ვიცავდი, ვისთან ერთადაც დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ მოინდომეს ჩემი განადგურება ყველა მხრიდან. ამიტომაც დამაბრალეს ამდენი ტყუილი - გაეროს წარმომადგენლების გატაცებებით-დაწყებული და ქვეყნის ღალატით დამთავრებული.
ამ „დანაშაულს“კი რამდენჯერაც არ უნდა დავბადებულიყავი მაინც ჩავიდენდი. გლობალიზაციის ეპოქაში შესაძლოა პატარა ერებს ყურს არ უგდებენ, მაგრამ გმირულად შებრძოლება და სიკვდილი ამ დროს გაცილებით საამაყოა, ვიდრე ამ თამაშში თანამონაწილეობა.
http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid...TOiaaM.facebooktu vinmes rame shekitxva dagebadot mzad var gipasuxot.ise meateds ar vidzaxi im cheshmaritebisa rsac kodorshi wina xelisuflebebis dros chadiodnen chven diskriditaciisatvis.gindac abxazetis uzenaes-umaglesi sabchoebis uamravi tanamshromlebi da spec samsaxurebze xom zedmetia laparaki.აი ეს მიაწერა ეხლა ემზარიმ თავის ფეისვოლზე
This post has been edited by iaiameri on 30 Apr 2013, 16:36