რა კარგია შეყვარებული წყვილი რომ შეგხვდება სადმე.
მოდიან გვრიტებივით და უზრუნველი ღიმილი ბაგეზე დასთმაშებთ.
თვალებში შესციცინებენ ერთმანეთს და გარშემო ბედნიერებას ასხივოსნებენ.
და რატომაა ტვირთი სიყვარული?
იმიტომ რომ რაც ზევით დავწერე ეს მხოლოდ სიყვარულის პირველ სტადიას ახასიათებს.
მერე მოდის ყოველდღიურ ყოფით პრობლემებთან გამკლავების რთული პერიოდი.
სიყვარულის აღმაფრენა შეჩვევაში გადადის.
ხიბლი იკარგება ხუნდება და ბანძდება.
სიყვარული რომელიც ადრე ბუმბულივით მსუბუქი იყო მერე ლოდივით მძიმე
და ტვირთით სათრევი ხდება.