წყარო:
http://www.facebook.com/SubariOfficial2014 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი-მარტი) პენიტენციურ სისტემაში:
პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებმა 4500-მდე პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაატარეს;
პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალმა 45650-მდე ამბულატორიული ვიზიტი და სამკურნალო პროცედურა ჩაატარა;
სამოქალაქო სექტორიდან მოწვეულმა ექიმმა-სპეციალისტებმა 8050-მდე კონსულტაცია ჩაატარეს;
სამოქალაქო საავადმყოფოებში ელექტრონული რიგის მიხედვით მსჯავრდებულთა რეფერალის მაჩვენებელი 1057 შემთხვევას შეადგენს;
პენიტენციური ჯანდაცვის 18 თვიანი რეფორმა, რომელიც 2013 წლის 1 იანვარს დაიწყო, 2014 წლის ივნისში სრულდება. რეფორმის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, მთელს სისტემაში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მოდელი, შემუშავდა და ინიცირებულია C ჰეპატიტის პროგრამა, დაიწყო სამედიცინო პერსონალის გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, დაინერგა მედიკამენტების ახალი სტანდარტი, გაიხსნა ტუბერკულოზის ახალი ცენტრი, დაინერგა სუიციდის პრევენციის პროგრამა და სხვა.
This post has been edited by lasha_alo on 16 Apr 2014, 11:30