Internet daijest
tv daijest
press daijest
PIA Yellow
J1
გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
14 წუთის წინ
როგორც "politrus” ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყებებიდან წყაროზე დაყრდნობთ წერს, ოფიციალურმა თბილისმა როგორც იქნა, განსაზღვრა, მმართველი ტანდემიდან ვინ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.
პუტინის განცხადების შემდეგ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, საპასუხო განცხადება როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვეს.
მისივე ინფორმაციით, “რია ნოვოსტიმ” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრაღაში გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის მომზადების საკითხი განიხილეს.
კარასინის თქმით, პრაღის შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების საკითხი და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თემა, რომელიც 2008 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაწყდა.
http://pia.ge/show_internet_daijest_news.php?id=297&lang=geo