ამ თემაზე მინდოდა დამეპოსტა რადგანაც ალბათ სხვა ემიგრანტი ქართველები დასერჩავენ. მოკლედ ვერ ინახა ერთი ადგილი სადაც შეიძლებოდა ამის გაკეთება, ამიტომაც მე ჩავიტარე სხვადასხვა ტიპის კვლევები ჩემი ინიციატივით. რიგები არ მომწევია იმიტომ რომ ჩამოსვლამდე ჩავეწერე თითქმის ყველგან ანალიზების გარდა. ბრიტანეთში რაც მაქვს სკრინინგები ისინი არ გავიკეთე მანდ.
სისხლის ანალიზები
-საერთო ანალიზი
-შაქარი
-რკინა
-ღვიძლის ფუნქცია
-ქოლესტელინი
-B ვიტამინები
-ჩიყვის ფუნქცია
-სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
-გენეტიკურ მარკერზე
- კიდევ არ მახსოვს ზუსტად რეები
თუთია მინდოდა ასევე და ვერ ვნახე ეგ.
დეტალური გამოკვლევები ჩავიტარე ასევე ექიმებთან და MRI-ით:
-ტვინის
-მუცლის ღრუს / ორგანოების
-სისხლძარღვების
-სახსრების
-გულის ცალკე გამოკვლევა სპეციალურ გულის კლინიკაში
საერთო ჯამში მგონი 2 - 3 ათასი ლარი დამიჯდა.
არაფერი არ აღმომაჩნდა საერთოდ და ყველაფერი ნორმაში იყო.
საუკეთესოდ დახარჯული ფული ჩემს ცხოვრებაში

და ასე 3-4 წელიწადში ჩამოვალ ისევ და გავიმეორებ.