ზოგს მკვდარი დედა ენატრება, მე კი _ ცოცხალი.
,,ცხოვრებით დევნილები ხართ...“ _ ერთი ,,ფორუმელი“ ნიშნისმოგებით მიმართავს მეორეს _ ,,დევნილს“.
_ დიახ, მართლალს ამბობთ, ერთი შესწორებით: ოღონდ, არა _ უფლის მიერ შექმნილი მშვენიერი ცხოვრებით, არამედ ,,დიდი ნათლია-ნათლულის“ მიერ ერთობლივად მოტანილი იმ ცხოვრებით, რომელიც, ბოლო ათწლეულებია, გადასაკარგავში დევნის არა მხოლოდ ჩვენისთანა, არამედ მილიონნახევარ ჩვენს თანამემამულეს: ჩემისთანა მცირეს _ სულიერი, ხოლო უმრავლესობას _ არსობის (საარსებო) პურის მოსაპოვებლად...
სულ არ გვიკვირს, _ რაც ახლა ვთქვით, ეს რომ ვერ დაიჯეროთ ახალგაზრდა თაობამ, რომელთა რიგს მიეკუთვნებით, ძირითადად, ,,ფორუმების“ წამყვანებიც და მკითხველებიც. ამიტომ, იძულებულნი ვართ, მცირეოდენი განმარტება დავურთოთ ჩვენს ნათქვამსა და სათქმელს, რათა თუ თქვენ ჩვენზე ხართ დაბრკოლებულნი, _ ჩვენს პატრიარქს ყველაფერში რატომ არ ემორჩილებითო, ჩვენ მასზე ვართ დაბრკოლებულნი საეკლესიო და ეროვნულ საკითხებში და მაგალითად, ამ უკანასკნელში, აი, რატომ:
ჩვენ იმ თაობას მივეკუთვნებით, რომლის ყრმობაში ნაოცნებარ სამშობლოს ,,რუსის ჩექმისგან“ დამოუკიდებლობის გამოცხადებას სიჭაბუკეშივე მოესწრო. თავისუფლად ავირჩიეთ ეროვნული მთავრობაც, მაგრამ კრემლის (,,თეთრი სახლის“ დასტურით) მოწყობილმა რევანშმა ჩაგვამწარა ღმერთმებრძოლი კომუნისტური მთავრობის დამარცხებით გამოწვეული დროებითი აღფრთოვანება. ხალხის მხარდაჭერა რომ ვერ მოიპოვა, ეროვნული მთავრობის ,,ოპოზიცია“ კაენის ხერხზე გადავიდა და სამხედრო-სისხლიანი გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში (22.12.91/6.01.92).
რა მოიმოქმედა, ამ დროს, სრულიდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა? რა ღვაწლი იდო თავს? _ მხოლოდ მომრიგებლის და არა მოსამართლის. სიმართლის სამართლითა და სამართლის სიმართლით არ ჰსაჯა და გვერდით დაუდგა არა ხალხს, არამედ მკვლელებს... ეროვნული ხელისუფლების იარაღით განდევნას მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით დედაქალაქში რამდენიმეგზის გაიმართა ათეულათასობით შეკრებილი ხალხის მშვიდობიანი გამოსვლა, რომლებიც რბევასა და სისხლში ჩაახშო სამხედრო ,,ხუნტამ“ დიდუბეში (3.01, მოკლეს 8 ადამიანი და 7.01 _ ერთი), რკინიგზის სადგურთან, ,,თამარის ხიდთან“ (2.02, მოკლეს, სულ მცირე, 20 ადამიანი: ყველაზე ახალგაზრდა 15 წლისა და ყველაზე ხნიერი 70 წლისა) თუ სხვაგან _ იხ.:
http://www.youtube.com/watch?v=W2HUO0TLlHg _ მათ შორის, პირდაპირ ქუჩებში დაიხვრიტნენ თქვენი ასაკისანიც: 17წლ.. მამუკა ტერიშვილი და გელა ხუციშვილი, 20წლ. ლევან თაქთაქიშვილი და 21წლ.. გივი რეხვიაშვილი და კახაბერ არსენიძე)... მაგრამ ამ ყველაფერზე არათუ დუმდა ერის მამა, არამედ ,,ხუნტის“ ყველა მნიშვნელოვან შეკრებას ხალისითა და კმაყოფილებით ესწრებოდა (ეს მას სახესა და ქცევაზეც ეტყობოდა) და სახელმწიფო დამნაშავეებისათვის _ მხილებას ვინღა ჩივის! _ ლოცვა-კურთხევასა და ტაშს არ იშურებდა*.
________________
*მაგ., ,,პუტჩიდან“ 6-7 კვირის შემდეგ (21.02), თბილისის სპორტის სასახლეში შედგა მოჯანყეთა ყრილობა, რომელიც საზეიმოდ აკურთხა ილია მეორემ და მას დაესწრო, კიდეც. ამ შეკრების მიზანი იყო, მოქმედი ეროვნული კონსტიტუციის გაუქმება და აღდგენა 1921წ. 21 თებერვლის ,,მენშევიკური“ კონსტიტუციისა, რომელშიც, სხვა ხარვეზებს რომ თავი დავანებოთ, სტატუსი აფხაზეთისა, როგორც ავტონომიური ერთეულისა, განსაზღვრული არ ყოფილა. ეს იყო მოსკოვის კრემლიდან მომდინარე დაკვეთა, რომელსაც მისი წინასწარი გათვლითა და გეგმით, უნდა მოჰყოლოდა აფხაზეთის მხარის აფსუა-ადიღეური მოსახლეობის წინააღმდეგობა (აქაო და საქართველოს ახალ _ სინამდვილეში, მოძველებულ _ კონსტიტუციაში ჩვენი ადგილი აღარ არისო...), რაც ეთნიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო და ხანგრძლივი სისხლიანი კონფლიქტის შედეგად, ეს უძველესი ქართული კუთხე, საბოლოოდ, უნდა ჩამოგვჭროდა... _ ცოდვათა ჩვენთა გამო, განგებამ დაუშვა ამ ბოროტი განზრახვის სისრულეში მოყვანა სწორედ ბოროტზე და სიკვდილზე კეთილის გამარჯვების დღესასწაულზე _ ჯვართამაღლების დღეს.
შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობამ სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლა და მარტო სამეგრელოს მხარე ცეცხლითა და მახვილით ხუთგზის დალაშქრა ,,ნაკურთხმა“ ხელისუფლებამ (ეს ძალზე მოკლედ; ვრცლად მალე იტყვიან...). გვახსოვს, ქ. ზუგდიდის მორიგი ,,ეგზეკუციისას“ ილია II ტელევიზიით გამოვიდა (თუ გამოიყვანეს _ რა მნიშვნელობა აქვს?), მეგრელებს კერპთაყვანისმცემლობის ცოდვა შეახსენა (ამაში ამ კუთხის შვილთა ზ. გამსახურდიასადმი აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობდა) და თქვა, რომ კაცის, ვინც უნდა იყოს ის, კერპად გახდომა არ შეიძლება. რატომღაც, იგივე არ შეუგონებია მათთვის, ვინც მის თვალწინ საკუთარ ,,ნათლულ“ ედუარდ-გიორგის, მოგვიანებით, პირდაპირ ქუჩაში დაუჩოქეს
http://www.youtube.com/watch?v=EJSQIF5e9Ys (სხვათაშორის, კარგი იქნება, იგივეს დღეს მაინც თუ შეაგონებს, უკვე, საკუთარ თაყვანისმცემლებს...).
ამ მოვლენებიდან რამდენიმე წელი იყო გასული, როცა, საქ. საპატრიარქოს შენობასთან მოგვიწია შეჩერებამ და ვხედავთ, რომ _ პატრიარქის დაბადების დღეაო და _ ყოველი მხრიდან მოემართებიან მღვდელმთავრები მისალოცად. ირგვლივ სახლები ჩაბნელებულან, ბევრგან, უკვე, სიცივე და შიმშილი მეფობს და მხოლოდ ეს შენობა გაჩირაღდნებულა და გაფუფუნებულა სადღესასწაულოდ. ჩვენმა ყოფილმა სულიერმა და-ძმებმა გვითხრეს, ზემოთ წვეულებაა, მონაზვნები შენც გეპატიჟებიან, რომ როიალზე დაკვრით, რაც პატრიარქს უყვარს, ეს დღე შენც მიულოცოო. უცებ, ჩვენს თვალწინ წარმოსდგა ყველაფერი ის, რაც ახლახანს მოგითხრეთ; ასევე, ისიც, რომ ამ ყველაფრისა და ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ბომბებით განდევნის შემდეგ, როცა ,,დემოკრატ“ რევოლუციონერთაგან მოკლულთა გვამები ჯერ არ გაცივებულიყო, ეს, ამ შენობაში, კათალიკოსმა დიდი საზეიმო წვეულება (,,ბანკეტი“) გადაიხადა, რომელზეც სისხლიანი სახელმწიფო დამნაშავეები და მათი მხარდამჭერები მოიწვია დევიზით: ,,სატანა განვდევნეთ!“ (გულისხმობდნენ საქართველოს განთავისუფლებისა და ეკლესია-მონასტერთა გახსნისათვის ბავშვობიდანვე მეოცნებე და მოღვაწე, მორწმუნე და პატიოსან პრეზიდენტს*, რომლის ადგილზეც უნდა მოეწვია მისი სრული ანტიპოდი _ ე. შევარდნაძე, რომელიც ,,თეთრ გიორგად“ უნდა ,,გარდაქმნილიყო“...). და მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორესადმი, როგორც ადამიანისადმი, სიძულვილის გრძნობა, ღვთის მადლით, არასდროს გვქონია, მაინც არ გაგვიშვა სინდისმა სადღესასწაულო სუფრაზე საჯარო ,,ვირტუოზობით“ თავის წარმოსაჩენად... ჩვენს ამ უარს ჩვენს ახლობელთაგან ჩვენთვის ძალზე მტკივნეული სკანდალი მოჰყვა ბრალდებით: შენ პატრიარქი არ გიყვარს, თანაც, ამპარტავანი ხარ და ამიტომ არ იკადრე მის დაბადების დღეზე დაკვრაო... ისინი რომ დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ადამიანურად პატრიარქისადმი ბოროტგანწყობა ნამდვილად არ გვქონია, დავთანხმდით, _ თუ იგი ამას ისევ ისურვებდა, რამდენიმე დღეში, ოღონდ მხოლოდ მისი თანდასწრებით, ვეწვეოდით და მხოლოდ კლასიკურ მუსიკას შევუსრულებდით (თანაც, ეს თუ ჩემს თავმდაბლობასაც წაადგებოდა _ როგორც ისინი მეუბნებოდნენ). მართლაც, მიწვევა მივიღეთ და დანაპირები შევასრულეთ საპატრიარქოს ცნობილ თეთრ როიალზე (მაშინ, ჯერ მღვდელი არ ვიყავი)... ეს მაგალითი პირადი ცხოვრებიდან იმისთვის მოვიყვანეთ (რისთვისაც მკითხველს ვუბოდიშებთ), ჩვენი ოპონენტები დარწმუნებულიყვნენ, რომ ილია მეორის მიმართ არანაირი პირადი წყენა და ქვენა გრძნობა არ გვამოძრავებს, რადგან ვფიქრობთ, შეუძლებელია, გძულდეს ადამიანი და მისთვის ამაღლებული ჰარმონიის შესრულება შეძლო...
______________
*მისი ანთროპოსოფიულ-ერისკაცული ცოდვები, რომლებიც ვერასგზით გადასწონიდნენ ეკუმენისტი მღვდელმთავრისას, საუბრის სხვა თემაა, რომლებზეც ჩვენ, ადრეც _ ზეპირად თუ წერილობით _ არაერთხელ, მის პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის დროსაც კი, გაგვიმახვილებია ყურადღება (განსხვავებით კათალიკოსისაგან, რომელსაც ეს პირდაპირ ევალებოდა)...
ისე არაფერი ახარებს ჩემს გულს, როგორც ჩემს სულიერ შვილთა (ამაში იგულისხმება მომავალი თაობაც) წარმატებაო, _ წერდა მათ წმ. მოციქული იოანე ქალწულ-მახარებელი. ეს სიტყვები ნებისმიერმა მოძღვარმაც, მათ შორის, ჩემისთანა უღირსმაც კი, სიხარულით უნდა გაიმეოროს. ამ გრძნობითა და მოვალეობის შეგნებით, მშობლიურ-ემიგრანტული სულისკვეთებითა და სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ: არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში დღეს ისევ ,,ნათლია-ნათლულის“ რეჟიმის ნაშთი მძვინვარებს! ხალხის დიდი ნაწილი მოქცეულია სიმართლისა და სინამდვილისგან სრულ ჩაკეტილობაში, რადგან საინფორმაციო სივრცე, ძირითადად, ტელევიზია, ისევ იმ ძალებს უპყრიათ და იქ ისევ ისეთებსა და მათ შთამომავლებს იწვევენ თქვენს (განსაკუთრებით, ახალი თაობის) ,,დასამოძღვრად“ და თავგზაასაბნევად, რომლებმაც მოახდინეს, საზოგადოდ, მთელს მსოფლიოში იურიდიულ-კრიმინალური გაგებით ყველაზე მძიმე დანაშაულად მიჩნეული რამ _ სახელმწიფო გადატრიალება (სამშობლოს ღალატი). მით უფრო: დაამხვეს ეროვნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი და ამისკენ მავალი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ძმათამკვლელი ომითა და შემდეგ, ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინათ, _ სისხლიანი ტერორითა და ძარცვა-გლეჯვით, ანუ სწორედ იმ მეთოდებით, ჩაკირულ კომუნისტებს* ადრეთაც კარგად რომ ეხერხებოდათ... მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თქვენთვის (და ჩემთვისაც), _ ბაბილა დიდობასა** და ამბროსი ხელაიობას ვინ სთხოვდა, _ ამ ყველაფერს ხან ლოცვა-კურთხევით, ხან ტაშითა და ხან დუმილით მაცდურად აკანონებდა ერის სულიერი მამა, რომელსაც ამისთვის ანუ დანაშაულთა და ბოროტებათა თანამონაწილეობისთვის, ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, სასამართლოში დაიბარებდნენ (თუმცა, ჩვენ, პირადად, პიროვნულად, კი არ გვწადია ამ ბერიკაცის _ ორივე გაგებით: ბერის და ასაკოვნის _ დასჯა; ჩვენი წილი საპატიებელი ანუ მისი ნაკურთხი რეჟიმისგან სულში ჩანერწყვება ყველა გამოვლინებით, დიდი ხანია, მივუტევეთ)... უბრალოდ, იქნებ, იქ მაინც აეხსნა ჩვენთვის, ვინც მასზე დაბრკოლებულნი ვართ (და ასეთი ბევრია), _ რა როგორ იყო, რომ ეგებ, ამით მაინც განგვბრკოლოს! უნდა აგვიხსნას, მაგალითად, რატომ ,,ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით“ (მისი სიტყვებია ედუარდ-გიორგი შევარდნაძის მიმართ 1993წ.27.09.) დღე სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ანუ ქართული კუთხის დაკარგვისა? საერთოდ, რატომ სდუმდა და ამით, ხელს აფარებდა იმ ურიცხვ მძიმე დანაშაულს (ძირითადად, ხელისუფლების ძალადობრივ ცვლას), რომლებმაც, ჩვენს ქვეყანაში მაშინათვე გამოიწვიეს შესაბამისი უბედურებანი: ძალადობა, უწესრიგობა (ანარქია), უკანონობა, ქართველთა სამშობლოდან განთესვა და საბოლოოდ, დღევანდელ სავალალო დღემდე მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა?***
______________
*აი, სიტყვები ამ ყველაფრის ერთ-ერთი დამგეგმავის და უშუალო ორგანიზატორის, საბჭოთა კავშირის უშიშროების გენერალ (,,შეთავსებით“ _ მასონ) ე. შევარდნაძისა, მისივე თანაავტორობით დადგმული ,,პერესტროიკის“ გარიჟრაჟზე წარმოთქმული: კომუნისტური პარტია ყველამ რომ დატოვოს, მე მაინც მისი უკანასკნელი წევრი ვიქნები...
**წმ. მღვდელმოწამე, ანტიოქიის პატრიარქი (+251წ.), რომელმაც სისხლით მოსული მეფე დეკიუსი ტაძარში არ შეუშვა, რასაც შეეწირა, კიდეც.
***საქართველოს წინანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის ციხეში ჩასვა ჩვენი რამოდენიმე თანამოქალაქე (მათ შორის, მრავალშვილიანი დედა); ეს _ მცდელობისათვის (ისიც, როგორც ამბობენ, ვითომ მცდელობისათვის...). ხოლო ვინც ხელისუფლება ძალადობით, უკვე, დაამხო (ზოგმა _ ორჯერაც), მათ ანუ სახელმწიფო დამნაშავეებს ილია II გვერდით ედგა (ორივეჯერ) და უდგას...
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 18 Mar 2014, 02:29