#46837520 · 27 Jan 2016, 00:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა უნდა იყოს აქ.
მიმდინარეობა - როგორც საპასუხო მოვლენა XVIII საუკუნის რაციონალისტური ტენდენციებზე. რომანტიზმი, რომელიც აბატონებს ბუნებას, ხსნის და გვაჩვენებს ადამიანური გრძნობების მთელს სიდიადეს და ძლევამოსილებას.
რომანტიზმი - წარსულისკენ გახედვა და საუკუნეების სიღრმეებიდან გამოხმობა იდეების, მათი გადამუშავება და გაშუქება ჯადოსნურ საბურველში.
რომანტიკოსებისთვის მთელი სამყარო ჯადოსნურია, უმაღლესი მიზანია პიროვნების შერწყმა კოსმოსთან. თუ ბოლო საუკუნეებმა განახორციელა სეკულარიზაცია და სამყაროს პოლარიზაცია, რომანტიზმი მიზნად ისახავს მიუბრუნდეს თავდაპირველ კავშირებს, აღადგინოს ბუნებრივი ერთობა დაცილებულ მხარეებს შორის. თვით ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ხელოვნებას რელიგიის რანგში აყენებენ, რადგან "ჭეშმარიტი პოეტი ყოველთვის ქურუმი იყო, ისევე როგორც ჭეშმარიტი ქურუმი მუდამ პოეტი იყო."(ნოვალისი) ბაირონი ამბობს, "ჩემი საკურთხეველი მთები და ზღვებია". ღვთაებრივი მისტერია აქ აღესრულება, ამ სამყაროში. არანაირი მოლოდინი ბუნდოვანი სამომავლო, გადანახული ნეტარების. ნეტარება, ექსტაზი, ყოფიერებით აღტაცება აქ იწყება, ადამიანის გულებში. ამას კი ყოველი ქვეყნის რომანტიკოსი ხელოვანი თავისებურად, განუმეორებლად გადმოგვცემს, ყოველი ქვეყანა საკუთარ წარსულს, ფესვებს უბრუნდება და მისგან საზრდოობს თავისი იდეების გადმოცემისას, სალიტერატურო ენა გამაოგნებელ სიღრმეებში გვახედებს და თავბრუდამხვევ სიმაღლეებს აგვიყვანს.
ზოგიერთი რომანტიკოსი, სხვადასხვა ქვეყნებში, ძალზე ახალგაზრდა მიდის ამ ცხოვრებიდან, მაგრამ შემოქმედებაში მარად სუნთქავენ თავიანთი ახალგაზრდული სულით (ნოვალისი, ბაიორნი, შელლი, კიტსი, ლეოპარდი, ლერმონტოვი, ბარათაშვილი).
სამყარო უნდა გარომანტიულდეს. (ნოვალისი)
გავრომანტიულდეთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შთაბეჭდილებები, რომანტიკოსთა შემოქმედებიდან მიღებული.
--------------------
"ვფიცავ მზესა და მის ნათებას. და ვფიცავ მთვარეს, როს ის მას მოჰყვება. და ვფიცავ დღეს, როცა მას გააბრწყინებს. და ვფიცავ ღამეს, როცა მას დაფარავს..."
|