ქალაქი: ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დაარსების წელი: 1966
კონფერენცია: აღმოსავლეთი
დივიზია: ცენტრალური
ჩემპიონის ტიტულები:6 (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998)
ლოგო:
გუნდი:
არენა: "United Center"
ისტორია:ჩიკაგო ბულსი არის მესამე გუნდი ნბა-ში ჩიკაგოდან “პაკერს-ზეფირსის”(რომელიც ახლა ვაშინგტონ ვიზარდსია) და “სტეგების” შემდეგ. გუნდის დამაარსებელი იყო დიკ კლეინი, თავის დროზე პროფესიონალი კალათბურთელი.
გუნდმა ნბა-ში თამაში 1966-67 წლების სეზონში დაიწყო. პირველი მთავარი მწვრთნელი ნბა-ს ყოფილი ვარსკვლავი, წარმოშობით ჩიკაგოელი ჯონი “რედ” კერი იყო.
პირველი ორი სეზონის უმეტესი საშინაო მატჩები ჩიკაგო “ბულსმა” “საერთაშორისო ამფითეატრის” დარბაზში ჩაატარა, სანამ “ჩიკაგო სტადიუმ”-ზე გადავიდოდნენ.
70-იან წლებში, ბულსი ჩამოყალიბდა როგორც მებრძოლი და ძლიერი დაცვის მქონე გუნდი. ამ დროს იგი ლეგენდარულ ჯერი სლოუნზე იყო აგებული, მაგრამ გუნდმა ამ პერიოდში მხოლოდ დივიზიის ერთი ტიტული მოიგო, ხოლო ფინალებამდე, არასდროს მიუღწევია.
ჯორდანის გამოჩენა:'

ყველაფერი 1984 წელს შეიცვალა, მაშინ, როდესაც, “ბულსმა” დრაფტის მესამე პიკი მიიღო. ჩიკაგომ თავისი არჩევანი მაიკლ ჯორდანზე შეაჩერა, რომელმაც იმავე წელს ნბა-ს საუკეთესო ახალწვეულის ტიტული მოიგო. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდის მთლიანად ჯორდანის გარშემო აეგო. შემდეგ წელს მათ შეიძინეს გამთამაშებელი ჯონ პაქსონი და დრაფტზე კლივლენდ “კავალიერისგან” მოიპოვეს უფლებები მძიმე ფორვარდ ჩარლზ ოკლიზე. ჯორდანთან და ცენტრ დეივ კორზაინთან ერთად, თავდასხმა ბევრად გაუმჯობესდა .
1985-86 წლების სეზონის დასაწყისში, ჯორდანმა ფეხი მოიტეხა და დაბრუნება მხოლოდ პლეიოფების დროს შეძლო, სადაც "ბულსი" ლარი ბირდის ბოსტონ “სელტიკს”-ს დაუპირისპირდა. მართალია, “ბულსმა” სერია 0:4 წააგო, მაგრამ მეორე თამაშში ჯორდანმა პლეიოფების რეკორდი მოხსნა და 63 ქულა ჩააგდო. სწორედ მაშინ თქვა ბირდმა ლეგენდარული სიტყვები:”ღმერთი ჯორდანადაა გადაცმულიო”.
1986-87 წლების სეზონში, ჯორდანმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: მან რეგულარული სეზონში საშუალოდ მატჩში 37.1 ქულის მოგროვება მოახერხა. მაგრამ გუნდმა ის სეზონი მხოლოდ 40 მოგებითა და 42 წაგებით დაასრულდა. მართალია, “ბულსი” პლეიოფეში მოხვდა, მაგრამ იგი პირველ რაუნდში კვლავ ბოსტონმა დაამარცხა - 0:4.
შემდეგ სეზონში ჩიკაგოში ცვლილებები მოხდა. გენერალურმა დირექტორმა, ჯონ კრაუსმა გუნდში მოიყვანა ცენტრი ოლდენ პოლინისი(დრაფტის მერვე ნომერი), მძიმე ფორვარდი ჰორეის გრანტი(დრაფტის მეათე ნომერი), შემდეგ კი, პოლინისი სიეტლს დრაფტის მეხუთე პიკში, სკოტი პიპენში გადაუცვალა. ახალი გუნდით “ბულსმა” კონფერენციის ნახევარფინალებამდე მიაღწია, მაგრამ იქ დეტროიდთან დამარცხდა(5 მატჩის ჯამში). ჯორდანი ამ წელს პირველად დაასახელეს MVP-დ(ეს ჯილდო თავისი კარიერის განმავლობაში კიდევ ოთხჯერ მოიგო).
1989-90 წლების სეზონში მთავარი მწვრთნელი, დაგ კოლინსი, მისმა ასისტენტმა, ფილ ჯექსონმა შეცვალა. ამის შემდეგ, ბულსმა სამჯერ მოიგო ნბა 1990-91, 91-92, 92-93 წლებში, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. ჯორდანმა კალათბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
1993-94 წლების სეზონი ბულსმა ჯორდანის გარეშე ჩაატარა და პლეიოფების მეორე რაუნდიდან გამოვარდა. იმავე წელს “ბულსს” ტონი კუკოჩი დაემატა, მაგრამ მომდევნო წელს მათ კონტრაქტის ამოწურვის გამო ჰორას გრანტი, ბილ კარტრაიტი და სკოტ უილიამსი დაკარგეს, ხოლო ჯონ პაქსონმა კარიერა დაასრულა. მათ ნაცვლად ბულსმა რონ ჰარპერი და დენის როდმანი დაიმატა. ასევე, მარტში ცნობილი გახდა, რომ ჯორდანი დაბრუნებას აპირებდა. ეს ასეც მოხდა, მაგრამ "ბულსი" პლეიოფებში შორს ვერ გავიდა და მეორე რაუნდში შაკილ ო’ნილის ორლანდო მეჯიკთან დამარცხდა.
ამის შემდეგ, “ბულსმა” კვლავ ზედიზედ სამჯერ შეძლო ნბა-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის, დენის როდმანისა და საუკეთესო მეექვსე მოთამაშის, ტონი კუკოჩის გუნდის წინააღმდეგ ყველა უძლური აღმოჩნდა.
ყველაზე საინტერესო 1997-98 წლების სეზონი აღმოჩნდა. ექსპერტები მაიკლ ჯორდანს კალათბურთიდან წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, არც ფილ ჯექსონის საქმეები იყო კარგად, უკმაყოფილო სკოტი პიპენი კი, ხელმძღვანელობისაგან ახალ კონტრაქტს ითხოვდა.
მაგრამ "ბულსი" კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და რეგულარული სეზონი 62 მოგებითა და 20 წაგებით დაასრულა. ისინი კონფერენციის ფინალამდე ადვილად გავიდნენ. იქ კი, რეჯი მილერის ინდიანა “პეისერსი” დახვდათ. ექსპეტები მიიჩნევდნენ, რომ "პეისერს" "ბულსის" გამოგდების ყველაზე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ "ბულსმა" დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოახერხა ინდიანას დამარცხება(სერიაში 4:3). ფინალში ჩიკაგოს კარლ მელოუნისა და ჯონ სტოქტონის იუტა “ჯაზი” ელოდა, რომელსაც ჩიკაგოს ლეგენდარული მოთამაშე, ჯერი სლოუნი წვრთნიდა. მეექვსე მატჩისთვის, ჩიკაგო სერიაში 3:2 ანგარიშით იყო წინ. მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, მაგრამ ჯორდანის ტალანტმა თავისი ქნა. მან გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო მატჩის დასრულებამდე 5.2 წამით ადრე და ჩიკაგო მეექვსედ გახადა ჩემპიონი

.
ჰეგემონიის დასასრული:კრიზისი:
1999 წლის 13 იანვარს, ფილ ჯექსონის წასვლის შემდეგ, ბულსიდან ჯორდანიც წავიდა. მან მეორედ განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ამის შემდეგ, ჩიკაგოს მძიმე პერიოდი დაუდგა. 1999 წლიდან 2004 წლამდე გუნდს არცერთხელ არ უთამაშია პლეიოფებში. 2003 წელს ჯერი კრაუსი გადადგა და მისი ადგილი ყოფილმა მოთამაშემ, ჯონ პაქსონმა დაიკავა. ამით დასრულდა "კრაუსის ერაც".
პლეიოფებში დაბრუნება:
2004 წელს ბულსმა დრაფტზე ლუოლ დენგი და ბენ გორდონი აიყვანა. ასევე, გუნდში მოვიდა ოლიმპიური ჩემპიონი, არგენტინელი ანდრე ნოჩიონი.
2005-06 წლების სეზონში ბულსი პლეიოფებში გავიდა, მაგრამ პირველივე რაუნდში, მომავალ ჩემპიონთან, მაიამი “ჰიტთან” დამარცხდა. მომდევნო პლეიოფებში, ბულსი პირველ რაუნდში კვლავ მაიამის შეხვდა, მაგრამ ამჯერად სერიაში 4:0 დაამარცხა. შემდეგ, ჩიკაგო დეტროიტ ”პისტონსს” დაუპირისპირდა და 4:2 დამარცხდა.
2007-08 სეზონში ბულსმა პლეიოფები გამოტოვა. 2008 წელს ჩიკაგომ დრაფტის პირველი პიკი მიიღო და დერიკ როუზი აირჩია. 2009–10 წლების წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდის მწვრთნელი გახდა ტომ ტიბიდო.
ტიბოდოს მოსვლა:
ტიბოდომ გუნდში იუტა "ჯაზის" მძიმე ფორვარდი, კარლოს ბუზერი მოიყვანა, რომელმაც "ბულსთან" 5-წლიან 80-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ასევე, გუნდს კიდევ ერთი "ჯაზმენი", კაილ კორვერი დაემატა. 2010-11 რეგულარულ სეზონი ტიბოდოს გუნდმა ორივე კონფერენციაში საუკეთესო მაჩვენებლით(62–20) დაასრულა და 1998 წლის შემდეგ პირველად გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, მაგრამ იქ სერია "ჰიტთან" 4:1 დათმო.
2011 წლის დრაფტზე "ბულსმა" 30-ე ნომრად განთესილი ჯიმი ბატლერი აიყვანა. მათ ასევე დაიმატეს დეტრიოტ "პისტონსის" ვეტერანი, რიპ ჰამილტონი და დერიკ როუზს კონტრაქტი 5 წლით გაუხანგრძლივეს(კონტრაქტის ღირებულება - 94.8 მილიონი დოლარი).
იმ წელს როუზმაც(მეორედ) და დენგმაც(პირველად) ოლ-სტარზე ითამაშეს(ჯორდანისა და პიპენის სემდეგ "ბულსს" პირველად ჰყავდა ოლ-სტარზე ორი კალათბურთელი).
თუმცა, 2011-12 წლების სეზონი როუზისთვის ძალიან უიღბლო გამოდგა. მან სეზონის დიდი ნაწილი ტრამვის გამო გამოტოვა. მიხუედავად ამისა, გუნდმა მაინც მოახერხა, კვლავ პირველი სიდი მიეღო და რეგულარულ სეზონში ორივე კონფერენციაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონოდა(50–16). "ბულსი" პლეიოფების პირველ რაუნდში ფილადელფიას დაუპირისპირდა. პირველი მატჩის მეოთხე პერიოდში როუზმა კვლავ ტრამვა მიიღო(მუხლის მყესის). ჩიკაგომ ის სერია როუზის გარეშე 4:1 წააგო.
2012-13 წლების სეზონის დასაწყისში უკვე ცნობილი იყო, რომ დერიკ როუზი რეგურალურის უმეტეს ნაწილს გამოტოვებდა და მხოლოდ თებერვლისთვის შეეძლებოდა პარკეტზე დაბრუნება. ამიტომაც, ტიბოდომ გუნდის მნიშვნელოვნად გადახალისება გადაწყვიტა: მან გუნდიდან გაუშვა კაილ კორვერი(ატლანტა "ჰოუკსში"), ჯონ ლუკას მესამე(ტორონტო "რეპტორსში"), სი-ჯეი ვოტსონი(ბრუკლინ "ნეტსში") და ომერ აშიკი(ჰიუსტონ "როკეტსში"). სანაცვლოდ, მან გუნდში დააბრუნა კირკ ჰაინრიხი(ატლანტადან) და ასევე მოიყვანა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მოთამაშეები: ნაზირ მუჰამედი, ნეიტ რობინსონი, მარკო ბელინელი და ვლადიმირ რადმანოვიჩი.
რეგულარული სეზონი "ბულსმა" მეტნაკლები წარმატებით დაასრულა(45-37) და კონფერენციაში მეხუთე სიდი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მთელი რეგულარულის მანძილზე ტრამვები კვლავ უმთავრესი პრობლემა იყო(სხვადასხვა სახის ტრამვები ჰქონდათ კირკ ჰაინრიხს, ჯოაკიმ ნოას, ლუოლ დენგს, რიპ ჰამილტონს, მარკო ბელინელის, ტაჯ გიბსონს).
"ბულსი" პლეიოფების პირველ რაუნდში ბრუკლინ "ნეტსს" უროუზოდ შეხვდა და სერიაში 4:3 დაამარცხა.
პირველი თემის ბმული:
Chicago Bulls Fan Club!მეორე თემის ბმული:
Chicago Bulls This post has been edited by Liddellpool on 7 May 2013, 00:54