
ზაფხული მოდის და კონდიციონერი, ჩვენი სახლებისთვის, კიდევ უფრო შეუცვლელი ნაწილი ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ცხელ დღეებს გვიწინასწარმეტყველებენ სინოპტიკოსები. თუკი კონდიციონერს, თქვენი ბინისთვის, სწორად შეარჩევთ, თქვენი ოთახის თერმომეტრის შკალაზე მუდამ იმდენი გრადუსი ეწერება, რამდენიც თავად გსურთ, თქვენს სახლებში კი სიგრილე, სიმყუდროვე და ჰარმონიულობა დაისადგურებს.
კონდიციონერი შეუცვლელი მოწყობილობაა ყველა ოჯახისთვის, მისი შეძენა კი, სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება გვეჩვენოს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რისთვის გვჭირდება კონდიციონერი: საცხოვრებელი ბინისთვის, ოფისისთვის, კერძო სახლისა თუ სავაჭრო დაწესებულებისთვის.
დღეისათვის, კონდიციონერების სისტემის უამრავი მექანიზმია შექმნილი. სხვადასხვა მწარმოებლები კონდიციონერების ასეულობით მოდელს გვთავაზობენ, რაც ხშირად დილემის წინაშე გვაყენებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მიმოვიხილოთ კონდიციონერის ძირითადი ტიპები, არჩევანის გაკეთებას კი თავად მოგანდობთ.
სპლიტ სისტემა ყველაზე გავრცელებული და ფართოდ გამოყენებადი კონდიციონერების სისტემაა, შედგება ორი ბლოკისგან (შიდა და გარე ბლოკები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ელექტრო სადენითა და სპილენძის მილებით) და მუშაობს როგორც გაგრილების, ასევე გათბობის რეჟიმებში. კონსტრუქცია მეტად მოსახერხებელია – კონდიციონერის ხმაურიანი ნაწილი თავსდება შენობის გარეთ, შიდა ბლოკის განთავსება კი ოთახის ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. შედეგად, მონობლოკური ტიპის კონდიციონერებისგან განსხვავებით, სპლიტ სისტემის კონდიციონერები, პრაქტიკულად უხმაურო და მეტად კომფორტულია. თანამედროვე სპლიტ სისტემის კონდიციონერებს მოჰყვება თხევადკრისტალური ეკრანის მქონე დისტანციური მართვის პულტი. ყველა მოდელი აღჭურვილია გათბობის, გაგრილების, ტენიანობის გამოშრობის, ტემპერატურის ავტომატური კონტროლის, ჰაერის ნაკადის თანაბარი გადანაწილების, ღამის რეჟიმისა და ვენტილაციის ფუნქციებით.
მულტი სპლიტ სისტემა სპლიტ სისტემის კონდიციონერების ყველა ფუნქციას ითავსებს, განსხვავება და უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ გარე ბლოკს შეიძლება რამდენიმე შიდა ბლოკი დავუკავშიროთ. შედეგად, შეგვიძლია არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ოთახის გაგრილება მხოლოდ ერთი გარე ბლოკით.
VRF სისტემის კონდიციონერები საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი საჭიროება. VRF სისტემის კონდიციონერები გამოიყენება როგორც გაგრილებისთვის და გათბობისთვის, ასევე ვენტილაციისთვის. ინვერტორული კომპრესორების ხარჯზე, სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ენერგოეკონომიასა და კომფორტს ნებისმიერი ტიპის შენობისთვის. შესაძლებელია უფრო დიდი გაგრილების და გათბობის სიმძლავრეების მიღება ვიდრე სპლიტ და მულტისპლიტ კონდიციონერების შემთხვევაში. შესაბამისად, გამოიყენება დიდი ფართის გათბობისა და გაგრილებისთვის, უმეტესად იყენებენ სავაჭრო ცენტრების, ინდუსტრიული ნაგებობების, ოფისებისა და კერძო სახლებისთვის. VRF სისტემა საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად აკონტროლოთ კლიმატი ყველა ოთახში.
რა უნდა ვიცოდეთ კონდიციონერის ყიდვისას?
სიმძლავრე – კონდიციონერის შეძენისას მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ ოპტიმალური სიმძლავრე, რადგან თუ სიმძლავრე საჭიროზე ნაკლებია, კონდიციონერი ვერ შეძლებს უზრუნველყოს სათანადო გაგრილება, ამასთანავე, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, საჭირო გახდება მისი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა, დაგჭირდებათ მეტი დრო, გაიზრდება ხმაურის დონე და ელექტრო ენერგიის ხარჯი. ეს ყოველივე სისტემის გადატვირთვასა და მწყობრიდან დროზე ადრე გამოსვლას გამოიწვევს. ხშირი ჩართვა გამორთვის გამო კი შემცირდება კონდიციონერის ექსპლუატაციის ვადა.
იმისთვის, რომ გამოვთვალოთ მიახლოებით რა სიმძლავრის კონდიციონერი გვჭირდება, საჭიროა ფართობი გავყოთ 10–ზე. მაგალითად, თუკი ფართობი, სადაც კონდიციონერი უნდა განვათავსოთ, 40 კვ მ–ა, კონდიციონერის ოპტიმალური სიმძლავრე 4 კვტ უნდა იყოს. აუცილებელია გავითვალისწინოთ შენობაში მომუშავე სხვა ტექნიკის რაოდენობაც (მაცივარი, ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ.) და თითოეულ მოწყობილობაზე დავამატოთ 0.5 კვტ. სასურველია, ამ მაჩვენებელს დავუმატოთ შენობაში არსებული ადამიანების რაოდენობაც და ერთ ადამიანზე, საშუალოდ, 100 ვატი ვიანგარიშოთ. გასათვალისწინებელი ფაქტორებია ფანჯრების მდებარეობა ოთახში, რამდენად ადგება სახლს მზე, ჭერის სიმაღლე და შენობის მოცულობა. არასტანდარტული ფართის შემთხვევაში, ჯობს მივმართოთ სპეციალისტებს.
გათბობისა და გაგრილების ფუნქციები
რადგან კონდიციონერების ძირითადი ფუნქციები გათბობა და გაგრილებაა, საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი. პირველ რიგში, სწორად უნდა განვსაზღვროთ რა დანიშნულებით ვიყენებთ კონდიციონერს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გათბობის რეჟიმები გამოვიყენოთ მხოლოდ შემოდგომისა და გაზაფხულის პერიოდში, რადგან კონდიციონერი ჰაერს არა ელექტროსპირალით, არამედ ქუჩიდან ოთახში შემოტანილი სითბოს ხარჯზე ათბობს. სწორედ ამიტომ, ზამთრის პერიოდში, მათი გასათბობად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუკი კონდიციონერის გამოყენებას ამ მიზნითაც აპირებთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი.
რეჟიმების მიმოხილვა
ვენტილაციის რეჟიმი ოთახში ჰაერის თანაბარ გადანაწილებას მხოლოდ ვენტილატორის მუშაობის ხარჯზე უზრუნველყოფს. ამ რეჟიმის გამოყენება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ.
ტენიანობის ამოშრობის რეჟიმი ძირითადად ნესტიანი კლიმატის შემთხვევაში გამოიყენება. ამოშრობის რეჟიმში კონდიციონერი ამცირებს ჰაერის ტენიანობას. მართალია, გაგრილებას ყოველთვის თან ახლავს ჰაერის გამოშრობაც, თუმცა ამ რეჟიმის წყალობით, შეგვიძლია ჰაერის სინოტივე გაგრილების გარეშეც შევამციროთ.
ავტომატურ რეჟიმში კონდიციონერი თავად ირჩევს მუშაობის რეჟიმს ოთახში კომფორტული ტემპერატურის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ რეჟიმში კონდიციონერი თავად არეგულირებს ჰაერის დაბერვის სიმძლავრეს მითითებულ და ოთახში არსებულ ტემპერატურებს შორის სხვაობის მიხედვით.
კონდიციონერის დაყენებისას უნდა გავითვალისწინოთ
· თუ რემონტს ვაკეთებთ, სასურველია კონდიციონერი მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყბამდე დავამონტაჟოთ, რადგან უფრო მარტივად შევძლებთ ყველა კომუნიკაციის კედელში დამალვას;
· აუცილებლად გავითვალისწინოთ კონდიციონერის სიმძლავრის შეფარდება ბინის ფართობთან;
· და გვახსოვდეს, ხარისხი მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ გავაკეთებთ არასწორ ეკონომიას. კონდიციონერის ფასებს შორის სხვაობა 15–30%–ია, ექსპლუატაციის ხანგრძლივობა კი მაღალი ხარისხის კონდიციონერს ორჯერ მეტი აქვს.
რაში დაგვეხმარება ქებული კლიმატი?
თუ კონდიციონერის შერჩევას მაინც პროფესიონალებს მიანდობთ, შეგიძლიათ „ქებულ კლიმატს“ მიმართოთ. მაღაზიათა ქსელი ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან მოღვაწეობს და საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია თავად უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საქმიანობის შესრულებას. საპროექტო სამსახური დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ კონდიციონერის სიმძლავრე, სასურველი სისტემა და თქვენთვის ხელსაყრელი მოდელი. სრული მომსახურების პაკეტი მოიცავს:
· აზომვითი ნახაზების შედგენას;
· HVAC სისტემების პროექტირებას;
· სითბური დანახარჯების და გაგრილების სიმძლავრეების გამოთვლას;
· სისტემების მონტაჟს, მათი რეგულირებასა და საგარანტიო მომსახურებას.
დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით „ქებული-კლიმატის“ მაღაზიათა ქსელი 14 ობიექტით არის წარმოდგენილი. ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუხი, სენაკი, ფოთი, ბათუმი და მომხმარებლებს შეძენის მისთვის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო განვადებით თიბისი, რესპუბლიკასა და ლიბერთი ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოში“.
2016 წლის ზაფხულისთვის კომპანია „ქებული კლიმატი“ მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ბრენდის, Haier-ის კონდიციონერებს გვთავაზობს. Haier-ის kონდიციონერებში გაერთიანებულია ელეგანტური დიზაინი, მაქსიმალურ ეკონომიურობა და თანამედროვე ტექნოლოგიები. უმაღლესი ხარისხი, შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები და ფასების ოპტიმალური შეფარდება.
Haier Home და Tundra სერიის ენერგოეფექტური, A-კლასის კონდიციონერები იძლევიან ელექტროენერგიის ეკონომიის გარანტიას. შიდა ბლოკი აღჭურვილია დეკორატიული პანელის ქვეშ დამალული დისპლეით, რომელზეც გამოისახება მითითებული ოპერაციული რეჟიმები და მოთხოვნილი ჰაერის ტემპერატურა.
ფუნქციები
კომფორტული ძილის ფუნქცია - ქმნის შესანიშნავ გარემოს დასვენების და მშვიდი ძილისთვის. ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურას, დამატებით ზოგავს ენერგიას და გვიცავს ჭარბი სიგრილისა და სითბოსგან.
ჰაერის ინტელექტუალური განაწილება - ამ რეჟიმში ხდება ჰაერის მაქსიმალურად თანაბარი განაწილება. გაგრილების რეჟიმში ჰაერის ნაკადი მიმართულია ზემოთ, ხოლო გათბობისას ქვემოთ რაც განაპირობებს სითბოს და სიგრილის თანაბრად გადანაწილებას მთელ ოთახში.
ტურბო ფუნქცია - ტურბო რეჟიმი უზრუნველყოფს შენობაში კომფორტული ტემპერატურის სწრაფად მიღწევას.
ავტორესტარტის ფუნქცია - კონდიციონერი ავტომატურად აახლებს მუშაობას დამახსოვრებულ რეჟიმში, ელმომარაგების წყვეტის შემდეგ.
უპირატესობები
· ენერგოეფექტურობის A კლასი
· ხმაურის დაბალი დონე
· ანტიკოროზიული საფარი
· კომპრესორის საიმედო დაცვა
· 24 საათიანი ტაიმერი
· ელეგანტური დიზანი
· ხელმისაწვდომი ღირებულება