ვლადიმერ ჟირინოვსკი: საქართველო ან მთლიანად უნდა ავიღოთ, ან ისინი ყველანი ეშმაკთან გავგზავნოთ!
ავტორი: თეო ტაბატაძე
18 აპრილი, 2014. 19:24
-+
რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
“რა მოხდა საქართველოსთან დაკავშირებით? თითქოს არ დავთმეთ, მაგრამ რა მივიღეთ? – ტოტალური კორუფცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენი ბიუჯეტის კმაყოფაზეა. რაში გვჭირდება ეს ყველაფერი ჩვენი – რუსი ხალხის ხარჯზე?! და ამ სიმართლეს გიმალავენ, ხალხო! საქართველო ან მთლიანად უნდა ავიღოთ, ან ისინი ყველანი ეშმაკთან გავგზავნოთ!“ -განაცხადა ჟირინოვსკიმ რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის გადაცემაში საუბრისას. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას აუდიტორიის აპლოდისმენტები მოჰყვა.
http://www.reportiori.ge/?menuid=8&id=23689უხ შენი დედა :„მად: