#40636577 · 19 Apr 2014, 03:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
justdoit მუხლი 18. დანაშაულის მომზადება 1. დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. 2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისათვის.
მუხლი 24. თანამონაწილის სახეები 1. ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. 2. წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.
მუხლი 27. ჯგუფური დანაშაული (25.07.2006 N 3530) 1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. 2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (28.04.2006. N2937) 1. განზრახ მკვლელობა: ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
მუხლი 327. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მასში მონაწილეობა (25.07.2006 N 3530) 1. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე. 2. ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე
მუხლი 3301. საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისაკენ (25.07.2006 N 3530) 1. საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება ან სხვაგვარი მიწოდება ამ კოდექსის 323-ე–330-ე, 3302 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
მუხლი 3311. ტერორიზმის დაფინანსება (25.07.2006 N 3530) 1. ტერორიზმის დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა სახის ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ამ კოდექსის 2271, 2272, 2311, 323-ე–330-ე და 3302 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე. (19.03.2008 N 5953) 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
კაროჩე მითხარი ეხლა რამდენი წელი მოგისაჯო.
--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
|