alikantura
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6823
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10
|
#41616328 · 12 Jul 2014, 15:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით. ზუსტად არ ვიცი, ესეთი თემა არსებობს თუ არა, ნუ აზრონების საკითხებზე არსებობს, მაგრამ იქ უფრო ფართოთ და ზოგადადაა განხილული თემაში მოყვანნილი საკითხები. თუ არსებობს მომიტევეთ შეწუხებისთვის : )))
მსურს ჩემი თეორია გაგაცნოთ, რომელიც ადამიანის მაში არსებული ფიზიოლოგიური პროცესისა და აზროვნების დაპირისპირებას ეხება.
ჩემი თეორიით ადამიანის თითოეული ქმედების საწყისი და სათავე მასში არსებული ფიზიოლოგიური პროცესით არის განპირობებული. გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ის მთლიანად ჩვენი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს, რომლის ჩამოყალიბებაშიც გენეტიკური და გარემო პირობებით მიღებული მოცემულობებია. აზროვნება, კი რომელიც თითქოსდა ერთერთი მთავარი ფაქტორია ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, საინამდვილეში სულაც არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის მხოლოდამხოლოდ საშუალებაა აღქმის, რისი საშუალებითაც ჩვენ რეალურად ვიგებთ რა გადაწყვეტილება მივიღეთ.
ანუ როგორც ერთერთ ძალიან ცნობილ ფილმშია, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაზე კი არ ვფიქრობთ ხოლმე, არამედ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს უკვე, ჩვენ ცვდილობთ გავერკვეთ იმაში, თუ რატომ მივიღებთ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილება, გამოვნახავთ საკუთარ თავში ახსნას, რომ მას დასტური ჩვენს აზროვნებაშიც მივცეთ და პასუხს ვიტოვებთ კითხვაზე, რატომ მივიღეთ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება.
ამ თეორიის დასამტკიცებლად, მხოლოდამხოლოდ ერთი ფაქტის მოყვანა შემიძლია, რომელიც ერთ კონკრეტულ ინდივიდს ეხება. ზუსტად არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ფაქტის განზოგადება ზოგადად ადამიანებზე.
ერთ ჩემს ახლობელს სჭირს დაავადება, ზუსტად მისი დასახელება არ ვიცი, სავარაუდოდ შიზოფრენიის რაღაც ნაირსახეობაა. მოკლედ ეს ადამიანი ასოციალურად და აგრესიულად იქცევა. ეჩვენება გარკვეული ფაქტები მისი ახლობელი ადამიანების მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში ძალიან სასაცილო და აბსურდული ხასიათის. ის ხშირად უმიზეზოდ მოგივარდება, დაგანანაშაულებს და შარს მოგდებს, ისე რომ სრულიდან გაურკვეველს გტოვებს, საერთოდ რატომ გექცევა ესე. არსებობს კონკრეტული წამალი, სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცი მისი სახელი, რომელიც მას ეხმარება გამოჯანმთელებაში. როგორც ზედაპირულად ამიხსნეს, ეს წამალის აღდგენს მის ორგანიზმში კონკრეტული ნივთიერების დეფიციტს, რომელიც მის ასოციალურ ქცევას იწვევს. როდესაც ის ამ წამალს იღებს, ჩვეულებრივად იქცევა და რცხვენია საკუთარი ქმედებების, იმდენად, რომ წარსულზე ვერც კი დაელაპარაკები, მაგრამ როგორც კი გადაუცდება ამ წამლის მიღების დრო, იმწუთასვე ვინმეს მიუვარდება და როგორც ჩანს იწყებს მისთვის გაუაზრებლად ქმედებებს, რომელიც მხოლოდ მაში მიმდინარე ფსიქოლოგიური პროცესითაა განპირობებული და არანაირად გააზრებით, რადგან გააზრებულად ის საკუთარ ასოციალურ ქმედებებს განიცდის.
ამ მაგალითში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ერთ კონკრეტულ ინდივიდზე როგორ იმარჯვებს ფიზიოლოგიური პროცესი, მის აზროვნებაზე.
ახლა დავსვამ მთავარ კითხვას. რა, თუკი ჩვენც თითოეული ჩვენთაგან ვმოქმედებთ მხოლოდ ჩვენი ფიზიოლოგიური საწყისებით და მასში ოდნავადაც არ მონაწილეობს აზროვნება? იქნებ ჩვენც როგორც ეს ადამიანი დამოკიდებული ვართ ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობასა და წყობაზე. ხოლო აზროვნება საერთოდ არაფერ შუაში არაა. რა, თუკი გარემო პირობებებისა და ჩვენი გენეტიკის გათვალისწინებით, ჩვენ 100-დან 100 შემთხვევაში მივიღებთ ზუსტად იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ვიღებთ. და ამის შეცვლა შეუძლებელია.
თუ ეს თეორია სწორია, მაშინ ისმის კითხვა, მაშ სად მაქვს მე თავისუფალი ნება და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. თუ ისევდაისევ დამოკიდებული ვარ საკუთარ ფიზიოლოგიაზე?
მესმის, რომ ეს თეორია მოყვანილი მსჯელობით ვერ ჩაითვლება დამტკიცებულად, თუმცა არც ის ვიცი, საერთ მსგავსი თეორია არსებობს თუ არა, და კაცობრიობას უშრომია თუ არა ამ მიმართულებით. დიდი საიამოვნებით გავეცნობიდი ამაზე ლიტერატურასაც, თუ ესეთი არსებობს.
ამ თემის გახსნის მიზანი არაა, ჩემი მხრიდან ამ თეორიის დაცვა. მე იმის გაგება მინდა ამ თემაში უფრო გამოცდილი იუზერების მხრიდან, აქვს თუ არა ამ თეორიას არებობის უფლება, ან შეიძლება თუ არა რაიმე მეცნიერული ანალიზის გზით საერთოდ გამორიცხოთ ეს თეორია, როგორც არასწორი, ან შეიძლება თუ არა რაიმე გზით, შესაძლოა ექსპერიმენტით, უფრო მეტი სიახლის გაგება.
ერთი სიტყვით თემა ღიაა, უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება ნუ დავიყვანთ ამ თემას რელიგიისა და ღმერთის არსებობა არ არსებობის საკითხებამდე (რადგან ის თავისუფალი ნების არქონას ამტკიცებს და ბუნებრივია, მორწმუნეებს გაუჩნდებათ მისი გაკრიტიკების სურვილი, რაც რელიგიურ სწავლებას ეწინააღმდეგება). ამ შემთხვევაში ეს თემა სულაც არ არის ამ მიზნით შექმნილი, რომ დააკნინოს რელიგიისა და ღმერთის არსებობა. მთავარია თემაში დასკვნებს რომელსაც გავაკეთებთ ანალიზითა და გააზრებით გამოვიტანოთ და არა რწმენაზე დაფუძნებული საკითხებით, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლებელია საკითხის ბოლომდე გააზრება.
მე მაქსიმალურად იშვითად ჩავერევი, რადგან უფრო სხვა იუზერების აზრია საინტერესო და არანაირი ხედვაც არ მაქვს, როგორ გავუწიო მსჯელობას ფასილიტაცია, თუ ვინმე თემაში ამ მხრივაც გამოიცენს ინიციატივას ამას მხოლოდამხოლოდ მივესალმები.
This post has been edited by alikantura on 12 Jul 2014, 15:44
|